x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის
image


*****


— გოგონა, ვიცი რომ, უკვე დიდი ხანია, რაც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ელოდებით. არა?
— დიახ, ასეა.
— ჰო და მოვედი.
— რა მაგარია! და პრინცი სად არის?


*****


სამამულო ომის დროს, ერთ პატარა დასახლებულ პუნქტში, საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. ომში ყველა წავიდა, აბრაამის გარდა. გამოიძახეს ის სამხედრო კომისარიატში და ეკითხებიან:
— ქვეყანაში ასეთი მრისხანე ომია, ყველა ფაშისტების წინააღმდეგ საბრძოლველად არის წასული, შენ რატომ ზიხარ შახში?
აბრაამმა თავის მართლება დაიწყო:
— ახლომხედველი ვარ, უამრავი დაავადება მაქვს და ამის გამო, ჯარშიც არ წამიყვანეს. არც იარაღის ხმარება ვიცი და...
— კარგი, კარგი, ეგ არაფერი. ომში ყველა გამოდგება. შენთვისაც გვაქვს ერთი დავალება. აი, ეს სააგიტაციო ფურცლები არის და მტრის ზურგში უნდა გაავრცელო.
3 დღის შემდეგ, დაბრუნდა აბრაამი და პატაკი ჩააბარა მეთაურს:
— ვიყავი მტრის ზურგში, ყველა ფურცელი გავავრცელე! გამომუშავებული თანხა ვის ჩავაბარო?


*****


— აბა, რა გითხრა მამამ, როდესაც გაიგო, რომ ჩვენი მანქანა დაამტვრიე?
— გინება გამოვტოვო, დედა?
— რა თქმა უნდა.


*****


ორი მეგობარი გოგონა საუბრობს:
— ახლა რა ვუთხრა?
— სიმართლე.
— რა სიმართლე?
— რა ვიცი... მოიგონე რამე...

image


*****


ქალმა მეუღლე მაღაზიაში გაგზავნა და თან სია გაატანა, რომელშიც შესაძენი პროდუქტების ჩამონათვალი იყო:
1. პური
2. ძეხვი

3. რძე
4. კბილის პასტა
5. ტუალეტის ქაღალდი
6. ლუდი
როდესაც ქმარი მაღაზიიდან დაბრუნდა, ქალმა პარკიდან ამოალაგა:

პური – 1 ცალი

ძეხვი –2 ცალი

რძე – 3 კოლოფი

ტუალეტის ქაღალდი – 5 ცალი

ლუდი – 6 ბოთლი.


*****


მეგობრობა ქალებს შორის:

ცოლი მთელი ღამე სახლში არ ყოფილა და დილით, როდესაც მივიდა, ქმარი ეკითხება:
— მთელი ღამე სად იყავი?
ცოლმა უპასუხა:
— მეგობართან ვიყავი და იქვე დავრჩი.
ქმარმა მის 10 საუკეთესო მეგობარს დაურეკა... და ყველამ უთხრა, რომ ის მასთან არ იყო.


მეგობრობა კაცებს შორის:

ქმარი სახლში დილით მივიდა და ცოლი ეკითხება:
— სად იყავი?
ის პასუხობს:
— მეგობრები შევიკრიბეთ და ერთ-ერთთან დავრჩი.
ცოლი რეკავს მის 10 საუკეთესო მეგობართან და 6-მა დაუდასტურა, რომ ღამე მასთან იყო, ხოლო 4-თან, – ჯერ კიდევ ეძინა.


*****


იჯდა მაიმუნი ხეზე, მდინარის თავზე. მდინარეში კი, 2 ნიანგი ცურავდა. დაინახეს მაიმუნი ნიანგებმა და მისი გამასხარავება გადაწყვიტეს:
მოდი ვკითხოთ – უთხრა ერთმა ნიანგმა მეორეს – «მაიმუნო, გათხოვილი ხარ?». თუ იტყვის, რომ გათხოვილია, ვეტყვით: «ეგეთი მაიმუნი ცოლად ვინ წაგიყვანაო». მაგრამ, თუ იტყვის, რომ გათხოვილი არ არის, ვეტყვით: «ეგეთ მაიმუნს, ვინ წაგიყვანსო?!»
მიცურდნენ ნიანგები მაიმუნთან და ეკითხებიან:
— მაიმუნო, გათხოვილი ხარ?
— გათხოვილი? როგორ უნდა გავთხოვდე, როდესაც ირგვლივ მხოლოდ ნიანგები არიან?...

თუ დაუმსახურებლად გაწყენინეს,

დაბრუნდი და დაიმსახურეთ.


*****


image


*****


საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს და ვაქოთ. ასეთ მნიშვნელოვან საქმეს სხვებს ხომ ვერ ვანდობთ!


*****


ყველა ადამიანს მოაქვს ბედნიერება: ზოგს იმით რომ მოდის, ზოგს – არმოსვლით.


*****


ქალი ყოველთვის ხვდება მამაკაცის განზრახვას, რომლის შესახებ, კაცს წარმოდგენაც კი არა აქვს.


*****


ნუ აწყენინებთ მას, ვისაც უყვარხართ... ის ისედაც შავ დღეშია...


*****


მამაკაცის ლოგიკა – სწორია,
ქალის – საინტერესო.


*****


ზოგი ადამიანი ღრუბელივით არის – ოთახიდან გავა და მაშინვე კარგი დღე გამოდის.


*****


— გააქვთ ოცნება? – გაიქეცით მისკენ!
— არ გამოგდით? – იარეთ მისკენ!
— არ გამოგდით? – იხოხეთ მისკენ!
— არ გამოგდით? – დაწექით და იწექით ოცნების მიმართულებით!


*****


— არ იცით, ამ ზამთარს სად შეიძლება კარგად დასვენება?
— ვიცი, დივანზე.


*****


სიბრძნე ყოველთვის ასაკთან ერთად არ მოდის, არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ასაკი მოდის!


*****


— უფალო, გამიშვი იქ, სადაც საჭიროა, რადგან სადაც არ არის საჭირო, მე თვითონ წავალ.



image

არხის სხვა სიახლეები:


რა ხდება ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და რა აჩვენა კვლევამ, აცრების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ


დასახელდა COVID-19–ის მთავარი სამიზნე... და ეს, ფილტვები არ არის


კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?!


ისრაელში მეცნიერებმა ქვეყანაში COVID-19 ხელახალი აფეთქების მიზეზი დაადგინეს


რა ხდებოდა ოსმალეთის სულთნის ჰარემში? – რეალური ფაქტები


10 ფასდაუდებელი რჩევა, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია


10 მნიშვნელოვანი ფაქტი ალკოჰოლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ

2
2176
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2176
  
2021, 29 სექტემბერი, 10:08
ბრავო!
2021, 11 სექტემბერი, 18:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2