x
მეტი
  • 20.10.2021
  • სტატია:115096
  • ვიდეო:354150
  • სურათი:488943
10 მნიშვნელოვანი ფაქტი ალკოჰოლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ

კურნავს, თუ არა სასმელი, გრიპს და სურდოს? რომელი უფრო მავნებელია, ლუდი, თუ უფრო მაგარი სასმელები? ათბობს, თუ არა, ალკოჰოლი? შველის, თუ არა, ჰიპერტონიას? ზრდის, თუ არა, აქტიურობის დონეს?


image


მაშ, ასე, იმისათვის, რომ ალკოჰოლური სასმელების შესახებ გავრცელებული მითების მსხვერპლი არ გახდეთ, გთავაზობთ ყველაზე პოპულარული 10 მითების განხილვას, რომლის შეასახებ, აუცილებლად გსმენიათ.


მითი №1 ალკოჰოლი ამაღლებს შრომისუნარიანობას


მინიმალური რაოდენობით სასმელის მიღებამ, მართლაც შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობისა და აზროვნების გააქტიურება, მაგრამ არა ყოველთვის. ავსტრალიელი მეცნიერების ხანგრძლივი კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ მცირე რაოდენობით, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, კი არ ზრდის მოქმედების უნარს, პირიქით – ადამიანის რეაქციებს აფერხებს. ხოლო, ძალისა და ენერგიის მომატების შეგრძნება – ილუზიაა, რომელსაც იგივე ალკოჰოლი იწვევს.


მითი №2 ლუდი – ალკოჰოლი არ არის


ამ მითის მიხედვით, ლუდი მავნებელი არ არის. დაბალი ალკოჰოლის შემცველ სასმელს, ლიმონათს ადარებენ და ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით სვამენ. რამაც, შეიძლება, სახიფათო შედეგები გამოიწვიოს. ლუდის ხშირი გამოყენება ბევრად უფრო მავნებელია, ვიდრე ძლიერი ალკოჰოლური სასმელის ერთჯერადი გამოყნება.


მითი №3 ალკოჰოლი – გაციების წამალია


როგორც ამბობენ, “წამალი რომ იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა". სასმელი არც ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს ანადგურებს და არც იმუნურ სისტემას აძლიერებს. პირიქით, უფრო ამძიმებს ავადმყოფის მდგომარეობას (წვავს ლორწოვან გარსს ორგანიზმში). ეს ფსევდო ფაქტი, ალკოჰოლის შესახებ, არ ეხება მცირე რაოდენობით, შემთბარ წითელ ღვინოს, რომელსაც შეუძლია იმუნური სისტემის მუშაობის სტაბილიზირება.



მითი №4 ხარისხიანი სასმელი მავნებელი არ არის


რა თქმა უნდა, დაბალი ხარისხის სასმელი უფრო მავნებელია, ვიდრე ხარისხიანი. მაგრამ ორგანიზმის მოწამვლის მიზეზი ძმრის ალდეგიდია – ეთილის სპირტის დაშლის ძირითადი პროდუქტი, რომელიც ხარისხიან და უხარისხო სასმელში, თანაბარი რაოდენობით არის.


მითი №5 სასმელი ქვემოთ სწევს არტერიულ წნევას


ეს ყველაზე საშიში მითია, მითებს შორის. ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ! მცირე რაოდენობით ალკოჰოლი, სისხლძარღვების ტონუსს აქვეითებს, მაგრამ გულის აჩქარებას იწვევს. რაც უფრო დიდია სასმელის რაოდენობა, მით უფრო ძლიერია ეფექტი. შედეგად – მოსალოდნელია წნევის ნახტომისებური ზრდა, განსაკუთრებით დილით, ნაბახუსევზე.


მითი №6 სმის დროს, რამის მიყოლების შემთხვევაში, ალკოჰოლის განეიტრალება ხდება


ამ მითის მიხედვით, მარტო ალკოჰოლის სმა, სწრაფ თრობას იწვევს და ამიტომ, საჭიროა რამის მიყოლება, სასმელის გასანეიტრალებლად. ეს აზრი ცოტა დამახინჯებულია. ალკოჰოლი რომ განეიტრალდეს, ნებისმიერი რამის მიყოლება კი არა, ცხელი კერძის დაყოლება არის საჭირო, რადგან ის ხელს შეუშლის ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისებას. ცივ კერძს ან არაალკოჰოლურ სასმელს, არ შეუძლია ალკოჰოლის განეიტრალება.


მითი №7 სპირტული სასმელი კალორიებს არ შეიცავს


სინამდვილეში, რაც უფრო მაღალია სასმელში ალკოჰოლის შემცველობა, მით უფრო კალორიულია ის. მაგ, . ყოველ 100 მლ-ზე, კალორიების შემცველობა ასეთია:

ამარეტო – 280 კკაკ

კონიაკი – 240 კკალ

არაყი – 234 კკალ

ხილის ღვინო – 80-125 კკალ

ღვინო – 66 – 170 კკალ

ლუდი – 45 კკალ


მითი №8 ალკოჰოლი მადას აძლიერებს


20-30 მლ. არაყი მადას აძლიერებს, დალევიდან 20 წუთის შემდეგ. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში – აქვეითებს.


მითი №9 ალკოჰოლი ათბობს


სპირტული სასმელი ვერ დაეხმარება ადამიანს ჰიპოთერმიის დროს. მცირე რაოდენობით (არაუმეტეს 50 მლ.), ოდნავ ხსნის სიმპტომებს, ხოლო დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ადამიანს უჩნდება გათბობის ცრუ შეგრძნება, რაც მის მოდუნებას იწვევს, ეს კი, საბოლოო ჯამში, მის გაყინვის და სიკვდილის მიზეზი ხდება.


მითი №10 ალკოჰოლი სტრესს ამცირებს


მრავალი ერის წარმომადგენლისთვის სტრესის შემსუბუქების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გზა – ალკოჰოლის მიღება არის. თუმცა, დამტკიცებულია, რომ სპირტული სასმელები, პირიქით, დეპრესიის სიმპტომებს და სტრესის ფონზე გამოწვეულ, ფსიქო–ემოციურ აშლილობას აძლიერებს.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:


რა ხდება ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და რა აჩვენა კვლევამ, აცრების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ


დასახელდა COVID-19–ის მთავარი სამიზნე... და ეს, ფილტვები არ არის


კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?!


ისრაელში მეცნიერებმა ქვეყანაში COVID-19 ხელახალი აფეთქების მიზეზი დაადგინეს


ორგანო, რომელიც მხოლოდ ადამიანს გააჩნია... და სხვა საინტერესო ფაქტები, ჩვენი სხეულის შესახებ


თუ დალაგება არ გიყვართ, მაგრამ იძულებული ხართ ეს აკეთოდ... ხრიკები სახლის სწრაფად და ეფექტურად დასუფთავებისთვის


ყველაზე რთული გამოცანა მსოფლიოში (პასუხი აქვს)

0
467
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0