x
მეტი
  • 20.10.2021
  • სტატია:115096
  • ვიდეო:354153
  • სურათი:488961
რა ხდება ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და რა აჩვენა კვლევამ, აცრების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ

სტრატეგიული კულტურის ფონდმა (Strategic Culture Foundation – რუსული ელ. გამოცემა) 9 თვის წინ, 2020 წლის დეკემბერში, დაწყებული ვაქცინაციის კამპანიის შედეგები შეაჯამა და მეტად საინტერესო ტენდენციები გამოავლინა:


image


21 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში 2 მლრდ. 526 მლნ. 534 ათას 611 ადამიანია ვაქცინირებული. ხოლო, სრული ვაქცინაცია, ანუ ვაქცინის 2 დოზა, 1 მლრდ. 899 მლნ. 999 ათას 918 ადამიანს აქვს მიღებული. ეს, შესაბამისად, დედამიწის მოსახლეობის, 32, 4% და 24, 4%, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტის მოსახლეობის მესამედმა უკვე მიიღო ე. წ. COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ხოლო პლანეტის მოსახლეობის მეოთხედი – სრულად ვაქცინირებულია.


image

ამ ფონზე, საინტერესოა, მართლაც ამცირებს ინფიცირებულთა რიცხვს და სიკვდილიანობას ვაქცინა? იქნებ, სკეპტიკოსები მართლები არიან, როდესაც აცხადებენ, რომ ვაქცინა არ შველის, სახიფათოა და უფრო მეტიც, ზრდის სიმპტომიანი პაციენტების რიცხვს და სიკვდილიანობას? ხოლო, საკუთარი სიტყვების მტკიცებულებად, ისრაელის მაგალითი მოჰყავთ, სადაც მოსახლეობის 80% პროცენტი უკვე აცრილია. მაგრამ, ინფიცირებულთა რიცხვი ისევ მაღალია. ამ დღეებში კი, ცნობილი გახდა, რომ ივლისთან შედარებით, აგვისტოში, სიკვდილიანობის რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა.

როგორც აღმოჩნდა, ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობის 60 % უკვე ვაქცინირებულია, 16–დან – 23 აგვისტომდე პერიოდის, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველ 100 000 კაცზე, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ისრაელი ლიდერობს... და ეს იმ ფონზე, რომ ეს ქვეყანა, ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობით, გაზაფხულზე უკვე ლიდერი იყო.

imageინფიცირებულთა რაოდენობა ისრაელში (06. 09. 2020 – 01. 09. 2020)

imageვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ისრაელში (06. 09. 2020 – 01. 09. 2020)


ისრაელის შემდეგ, ვაქცინაციის დონის მიხედვით, დიდი ბრიტანეთია, შემდეგ – აშშ, ირლანდია და საფრანგეთი. როგორც კვლევამ აჩვენა, ამ ქვეყნებში, ვაქცინაციის ზრდასთან ერთად, იმატა კოვიდის მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვმა. ასე, მაგ., აშშ–ში – 16 – 23 აგვისტოს პერიოდში, 5.416 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კვირით ადრე კი – 4.742. ანუ 2 კვირაში, 10 ათასი ადამიანი დაიღუპა და მათი ნაწილი, კოვიდვაქცინის გაკეთების შემდეგ. ისრაელში კი, იგივე პერიოდში, კოვიდით 288 ადამიანი დაიღუპა, დიდ ბრიტანეთში – 1.320, საფრანგეთში – 1.091. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აცრის შემდეგ, ვაქცინირებულთა უმრავლესობა, ნიღბის გარეშე დადის და დაწესებულ რეგულაციებსაც არ იცავს. არა და, ვაქცინა ვირუსისგან კი არ იცავს, მის სიმპტომებს ასუსტებს მხოლოდ – ვაქცინირებულსაც შეიძლება ვირუსი დაემართოს და ის ვირუსის ისეთივე მატარებელია, როგორც არავაქცინირებული ადამიანი.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ვაქცინაციის დონე 2 % არ აღემატება, მაგ., კამერუნში (1. 28 %), სირიაში (01, 28 %) და ტანზანიაში (0, 49 %), ვირუსით თითქმის არავი კვდება.

imageინფიცირებულთა რაოდენობა კამერუნში (06. 09. 2020 – 01. 09. 2020)

imageვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კამერუნში (06. 09. 2020 – 01. 09. 2020)



imageინფიცირებულთა რაოდენობა სირიაში (06. 09. 2020 – 01. 09. 2020)


imageვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი სირიაში (06. 09. 2020 – 01. 09. 2020)


დასკვნა კი ასეთია, ვიდრე ჯამო მსოფლიოს მოსახლეობის 60% აცრას აიძულებს, ვაქცინირებულ ქვეყნებში, კოვიდით ინფიცირების რაოდენობა იზრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაციას და დაავადების მიმდინარეობას შორის, პირდაპირი კავშირი არსებობს – ქვეყანაში რაც უფრო მეტი ვაქცინირებულია, მით უფრო მაღალია ინფიცირებულთა რიცხვი. ე. ი. სკეპტიკოსები მართლები არიან. თუნდაც, იმ თვალსაზრისით, რომ ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებს. ანუ, თუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ადამიანს ვირუსის გადატანა უსიმპტომოდ შეუძლია, ვაქცინირების შემდეგ, იგივე ადამიანის დავირუსების შემთხვევაში, მას ავადმყოფობის სიმპტომები გამოუვლინდება და ის დაავადებულთა სტატისტიკაში მოხვდება.

თუმცა, ხაზგასნით უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაციის პოზიტიური ფაქტორი ის არის, რომ აცრილებში, ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ლეტალობის მაჩვენებელიც დაბალია.


S. P. საქართველოში, ამ მხრივ, სტატისტიკური მონაცემები, მსოფლიოს სხვა, ვაქცინირებული ქვეყნის მონაცემებისგან არ განსხვავდება.


imageინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში (06. 09. 2020 – 01. 09. 2020)


imageვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი საქართველოში (06. 09. 2020 – 01. 09. 2020)


ბოლო 3 თვის სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია:

imageინფიცირებულთა რიცხვა (I), გამოჯანმრთელებულთა რიცხვი (II), გარდაცვლილთა რაოდენობა (III).


image

არხის სხვა სიახლეები:


დასახელდა COVID-19–ის მთავარი სამიზნე... და ეს, ფილტვები არ არის


კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?!


ამისთვის ქირურგი საჭირო არ არის! – მკერდის ზომის გადიდება და შემცირება სახლის პირობებში


ფაქტები კოსმეტიკის შესახებ, რომელიც ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს


ორგანო, რომელიც მხოლოდ ადამიანს გააჩნია... და სხვა საინტერესო ფაქტები, ჩვენი სხეულის შესახებ


ყველაზე რთული გამოცანა მსოფლიოში (პასუხი აქვს)


თუ დალაგება არ გიყვართ, მაგრამ იძულებული ხართ ეს აკეთოდ... ხრიკები სახლის სწრაფად და ეფექტურად დასუფთავებისთვის

0
344
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0