x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქართული ღვინის და ყველის შეხამება - ქართული ღვინო ქართული ყველის საუკეთესო მეწყვილეა!

image

მეღვინეობის ტრადიციული ქვეყნების გასტრონომიულ კულტურაში ღვინოსთან ყველის შეხამება მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ითვლის. საქართველოში კი ამ მხრივ, მხოლოდ ორიოდე წარმატებული წყვილი ვიცით - ქვევრის კახურ ღვინოებს თუშეთის ალპურ საძოვრებზე დამზადებული გუდის ყველი კარგად ეხამება, ხოლო იმერეთის მსუბუქ ღვინოებთან ამავე რეგიონის ჭყინტი ყველი კარგად მიდის.

თუკი ერთმანეთს შევუხამებთ ყველა ძირითადი ტიპის ქართულ ღვინოს - თეთრი მშრალი, ქვევრის კახური, თეთრი ნახევრადმშრალი, თეთრი ნახევრადტკბილი, ტკბილი, ვარდისფერი, წითელი მშრალი, ნახევრადტკბილი, ტკბილი, შემაგრებული - და მრავალი სახეობის ქართულ ყველს - იმერული ჭყინტი ყველი, მეგრული და სვანური სულგუნი, თუშური ყველი, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებში წარმოებული ყველები - მეტად საინტერესო შედეგებამდე მივალთ.

ქართული ღვინის ხარისხი უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. მეღვინეობას დაუბრუნდა ვაზს მივიწყებული ქართული ჯიშები. დღეისათვის მეღვინეობაში ვაზის 22 ქართული ჯიშია ჩართული. რაც შეეხება ყველს, ამ მხრივ, არც თუ ისე სახარბიელო ვითარებაა. იხილეთ მეტი

0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0