x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ისრაელში მეცნიერებმა ქვეყანაში COVID-19 ხელახალი აფეთქების მიზეზი დაადგინეს

Pfizer–ის ორი დოზით ვაქცინირებულები ვირუსს ისეთივე ინტენსივობით ავრცელებენ, როგორც არავაქცინირებული ადამიანები – აცრებიდან, 6 თვის შემდეგ, აღმოაჩინეს თელ–ავივის უნივერსიტეტის და ხაიფას «ტექნიონის» ინსტიტუტის მეცნიერებმა. ხოლო, ინფორმაცია ამის შესახებ, 4 სექტემბერს, ისრაელის ტელევიზიით და medRxiv ინტერნეტ პორტალით (სამეცნიერო სტატიების ელ. გვერდი) გავრცელდა.


image


საკუთარ ნაშრომში, მეცნიერები შეეცადნენ აეხსნათ, თუ რამ გამოიწვია ეპიდემიის ასეთი მკვეთრი აფეთქება ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სრულად არის ვაქცინირებული. მათ COVID-19–ით დაავადებულ, 11 889 პაციენტზე აწარმოეს დაკვირვება და დაადგინეს, ამოსუნთქვის დროს, რა რაოდენობით ვირუსის ნაწილაკს ავრცელებენ ისინი.
ამ ჯგუფში იყვნენ, როგორც Pfizer–ის ორი დოზით აცრილები (9734), ისე ადამიანები, ვინც «ბუსტერის» დოზა (3–ჯერ აცრილები) მიიღო და სრულად აცრილად რომ ითვლებიან (245) და აუცრელები (1910). მეცნიერებმა ისინი, ვაქცინაციის პერიოდის და COVID-19–ით დავირუსების მიხედვით, ჯგუფებად დაყვეს.

აღმოჩნდა, რომ 2 დოზით აცრილები, ჰაერში კოვიდის 15–ჯერ ნაკლებ ნაწილაკს აფრქვევენ, ვიდრე აუცრელები. თუმცა, შემდეგ ეს განსხვავება თანდათანობით მცირდება და 6 თვის შემდეგ, – საერთოდ ქრება.

კვლევის შედეგი კი ასეთია: აცრიდან 6 თვის შემდეგ, პერსონალური დაცვის მხოლოდ ეფექტურობა კი არ მცირდება, იმის შანსიც იზრდება, რომ ვაქცინირებულები ისეთივე სახიფათონი ხდებიან ირგვლივმყოფებისთვის, როგორც აუცრელები. მეცნიერებმა ამ ეფექტს ვაქცინის «აორთქლება» უწოდეს და აღნიშნეს, რომ გარემოსთვის უსაფრთხო ვაქცინირებული ადამიანი, მხოლოდ რევაქცინაციის (ხელახალი აცრა) შედეგად ხდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის III დოზით აცრის პროცესი მიმდინარეობს. უკვე აცრილია 2, 5 მილიონზე მეტი ადამიანი და 6 მილიონს, ვაქცინის, თუნდაც, 1 დოზა უკვე მიღებული აქვს.

მიუხედავად ამისა, კოვიდით დაავადებულთა რიცხვი მაინც იზრდება. ხოლო, ევროკავშირმა ისრაელი «მწვანე» ქვეყნების სიიდან ამოიღო. ხოლო, ისრაელში, საკუთარი მოქალაქეების, უკვე IV დოზით აცრაზე მსჯელობენ.


imageარხის სხვა სიახლეები:


რა ხდება ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და რა აჩვენა კვლევამ, აცრების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ


დასახელდა COVID-19–ის მთავარი სამიზნე... და ეს, ფილტვები არ არის


კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?!


7 მიზეზი, რის გამოც უარი უნდა ვთქვათ «მაკდონალდსის» საკვებზე


ორგანო, რომელიც მხოლოდ ადამიანს გააჩნია... და სხვა საინტერესო ფაქტები, ჩვენი სხეულის შესახებ


თუ დალაგება არ გიყვართ, მაგრამ იძულებული ხართ ეს აკეთოდ... ხრიკები სახლის სწრაფად და ეფექტურად დასუფთავებისთვის


ყველაზე რთული გამოცანა მსოფლიოში (პასუხი აქვს)

1
690
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
690
  
2021, 7 სექტემბერი, 19:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1