x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:136008
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510279
ყავის ლიქიორი-უგემრიელესი სასმელი
imageimage

მრავალი გემრიელი ტკბილი სასმელი არსებობს, მაგრამ ყავის ლიქიორს მაინც ვერაფერი შეედრება.გაგაცნობთ მისი მომზადების საიდუმლოს, რომელიც ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მეგობრის დედამ მასწავლა.

საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები;

1.კონიაკის სპირტი- 200 გრამი;

2.თხევადი ყავა -4 სუფრის კოვზი;


3.შაქარი -300 გრამი;

4.ვანილი - ერთი შეკვრა.image

ყავის ლიქიორის მომზადების პროცედურა ასეთია:

300 გრამ შაქარს და 0, 5 ლიტრ წყალს მოვადუღებთ დაბალ ცეცხლზე, რომ მივიღოთ სიროფი. გაცივების შემდეგ ჩავაყაროთ ერთი შეკვრა ვანილი და კარგად გავხსნათ მოდუღებულ სიროფში.შემდეგ მივცემთ 200 გრამ კონიაკის სპირტს და 4 სუფრის კოვზ თხევად ყავას. რა თქმა უნდა მორევა არ უნდა შევაჩეროთ.

ყველაფერს ერთად კვლავ შემოვდგამთ გაზზე და როგორც კი წამოდუღდება, გადმოვდგამთ და გავაცივებთ.image

დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ და ხშირად მოამზადებთ აღნიშნულ სასმელს.თუმცა ერთი რჩევაც მინდა მოგცეთ საკუთარი გამოცდილებიდან:რაც უფრო მეტ მეგობარს დააგემოვნებინებთ ყავის ლიქიორს, მით მეტი კონიაკის სპირტი და თხევადი ყავაც შეემატება თქვენს სამზარეულოს.

გაამოთ.

1
3045
22-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
3045
  
2013, 9 აპრილი, 3:03
უნდა გავსინჯო
0 1 1