x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ადოლფ ჰიტლერის შვილები

ბევრი თვლის, რომ ადოლფ ჰიტლერს შვილები არ ჰყავდა, რადგან ფიურერს სისხლის აღრევის ეშინოდა. მაგრამ, ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, ყველაფრის მიუხედავად, მან შთამომავლობა მაინც დატოვა. თუმცა, მის ბიოგრაფიაში, ეს დოკუმენტალურად, დადასტურებული არ არის.

როგორც ამბობენ, ჰიტლერს უამრავი საყვარელი ჰყავდა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში, ფიურერის შვილების შესახებ, სულ ახალი და ახალი ფაქტები ხდებოდა ცნობილი.


image


პირველი შვილი


ახალგაზრდობის წლებში, ჰიტლერს მოკლე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა გერმანელ ჰილდა ლოკამპთან. არსებობს ინფორმაცია, რომ ქალი მისგან დაფეხმძიმდა და ვაჟი გააჩინა. ბიჭის სახელი და მისი შემდგომი ბედი ცნობილი არ არის.


imageარაღიარებული ვაჟი


მოგვიანებით, როდესაც ჰიტლერი საფრანგეთში მსახურობდა, მას ურთიერთობა ადგილობრივ ქალბატონთან ჰქონდა. წლების შემდეგ, მას ახალგაზრდა მამაკაცი, ჟან–მარი ლორე დაუკავშირდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი შვილი იყო. მაგრამ ჰიტლერმა ის არ აღიარა.



ამერიკელი ვაჟი


image


გერმანიის ფიურერის შესაძლო შვილებიდან, მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო, ჰიტლერთან საკუთარი ნათესაობის, ასე თუ ისე, დამტკიცება. ჰიტლერის ერთადერთ ოფიციალურ შვილად, ვერნერ შმედტი ითვლება, რომელიც მას საკუთარ დიშვილთან, ანგელიკა (გელი) რაუბალთან შეეძინა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გელი ჰიტლერის ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იყო.

imageვერნერს კარგად ახსოვს მამა. ის 1929 წ. ბერლინში დაიბადა და 1931 წლამდე, დედასთან ერთად ცხოვრობდა. ხოლო, მისი თვითმკვლელობის შემდეგ, მასზე ძიძები და გუვერნანტები ზრუნავდნენ, რომლებსაც ხელფასს ჰიტლერი უხდიდა. ფიურერი შვილის სანახავად თვეში ერთხელ მიდიოდა, ხან კი, უფრო ხშირადაც. ხოლო, მათი ბოლო შეხვედრა 1940 წელს შედგა. მამამ შვილს უთხრა, რომ ომი მიმდინარეობდა და მის სანახავად ვეღარ მივიდოდა. მას შემდეგ, მას მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდა. 1944 წ. ბიჭი საფრანგეთში გაგზავნა, რადგან ხვდებოდა, რომ ყველაფერი დასასრულისკენ მიდიოდა... 1951 წ. ვერნერ საცხოვრებლად აშშ–ში გადავიდა, სადაც წლების მანძილზე, მამის ვინაობას მალავდა. მოგვიანებით კი, მან ეს ფაქტი აღიარა და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ჰიტლერის ერთადერთი მემკვიდრე იყო.


ექსპერიმენტალური ბავშვები


image


ჰიტლერის ერთ–ერთ საიდუმლო პროექტი «ტორი» იყო, რომლის ფარგლებში, ჰიტლერი ნამდვილი არიელების გამრავლებას გეგმავდა. ამისთვის კი, გერმანელი და ნორვეგიელი გოგონების განაყოფიერება მოხდა მისი სპერმით. შედეგად, სამეცნიერო ლაბორატორიაში, ქვეყანას 20 ბავშვი მოევლინა. ხოლო, როდესაც მისი ევაკუაცია გახდა საჭირო, პატარები ღარიბ ოჯახებში გააშვილეს...imageimage

არხის სხვა სიახლეები:


რა ხდება ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და რა აჩვენა კვლევამ, აცრების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ


დასახელდა COVID-19–ის მთავარი სამიზნე... და ეს, ფილტვები არ არის


კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?!


ისრაელში მეცნიერებმა ქვეყანაში COVID-19 ხელახალი აფეთქების მიზეზი დაადგინეს


ორგანო, რომელიც მხოლოდ ადამიანს გააჩნია... და სხვა საინტერესო ფაქტები, ჩვენი სხეულის შესახებ


თუ დალაგება არ გიყვართ, მაგრამ იძულებული ხართ ეს აკეთოდ... ხრიკები სახლის სწრაფად და ეფექტურად დასუფთავებისთვის


10 მნიშვნელოვანი ფაქტი ალკოჰოლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ

0
485
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0