x
მეტი
  • 08.12.2021
  • სტატია:115482
  • ვიდეო:352855
  • სურათი:489379
სერიალის "სამეფო კარის თამაშები" მსახიობებს ამ ფილმში მონაწილეობამდეც საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდათ

image


მას შემდეგ, რაც ფენტეზი-საგამ "სამეფო კარის თამაშები", მილიონობით მაყურებლის გულები დაიპყრო, საკმაოდ რთულია ამ სერიალის გმირების რომელიმე სხვა სერიალში წარმოდგენა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მსახიობების უმრავლესობას, აღნიშნულ სერიალში მონაწილეობამდე საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა. გთავაზობთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ადრე ეს მსახიობები.

1. ემილია კლარკი (დეინერის ტარგარიენი)



image


დრი ფილმიდან "შეტევა ტრიასული პერიოდიდან"/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"


კლარკი ვარსკვლავად სწორედ ფილმმა "სამეფო კარის თამაშები" აქცია.



2. ჯეისონ მომოა (კხალ დროგო)



image


კადრი ფილმიდან "მალიბუს მაშველები"/ კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"


მომავალი დიდი კხალი უკვე ახალგაზრდობიდანვე მუშაობდა მოდელად ჰავაიზე, მისი სამსახიობო კარიერა კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს (ასეთი ბექრაუნდით და სერფინგისადმი სიყვარულით) ლეგენდარულ "მალიბუს მაშველებში" დაიწყო.

3. ნატალი დორმერი(მარგერი თირელი)





image


კადრი ფილმიდან "კაზანოვა"/ კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"



დორმერი მონაწილეობდა კოსტუმირებულ დრამებში. მისი დებიუტი შედგა ფილმში "კაზანოვა", ჰიტ ლეჯერთან ერთად, ხოლო შემდეგ სახელი გაითქვა როლით სერიალში "ტიუდორები", სადაც ანა ბოლეინი ითამაშა.

4. ალფი ალენი (თეონ გრეიჯოი)



image


ფოტო REX/Shutterstock/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"



მსახიობ კიტ ალენისა და პროდიუსერ ელისონ ოუენის შვილი, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეკრანზე ბავშვობიდანვეა (მაგალითად შეკხარ კაპურის "ელისაბედში").

5. რორი მაკკანი (სანდორ "ქოფაკი" კლიგანი)



image


კადრი რეკლამიდან Skott’s Poraje Oats/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"


პირველად სამყარომ (უფრო სწორად შოტლანდიამ) მომავალი ქოფაკი ფაფების სარეკლამო კლიპიდან გაიცნო. ამ კომიკურ დებიუტს მოჰყვა საკმაოდ წარმატებული კარიერა ბრიტანულ კინოში და ტელევიზიაში. სხვათაშორის მაკკანმა პეტრე I-ის როლი ითამაშა ტელეფილმში "პეტრე სამოთხეში".

6. ლინა ჰიდი (სერსეა ლანისტერი)



image


ფოტო REX/Shutterstock/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"



ლინა ჰიდი სერიალ "სამეფო კარის თამაშების" სტარტამდე სერიალის მსახიობებს შორის ყველაზე ცნობილი იყო, რომელმაც მოასწრო ეთამაშა ლილიან კავანის და ტერი ჰილიამის, ზაკა სნაიდერის და მარტა ფაინსის ფილმებში. მიუხედავად ამისა, ჰიდი საერთოდ არ ფიქრობდა სამსახიობო კარიერაზე, მას სტილისტის კარიერა უფრო იზიდავდა.

7. ჩარლზ დენსი (თაივინ ლანისტერი)



image


კადრი ფილმიდან "ოქროს თვალი"/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"



"სამეფო კარის თამაშების" რამდენიმე სეზონის მთავარი ინტრიგანი, რომელმაც დაიწყო ბონდიანის ფილმით "მხოლოდ შენი თვალებისთვის", თამაშობდა მეორეხარისხოვან ეფექტურ პერსონაჟებს ან არამზადებს, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო მიმზიდველი ხდებოდნენ. თაივინ ლანისტერის სიკვდილის შემდეგ, მის ფილმოგრაფიაში არამზადების რიცხვი ჯერ კიდევ იზრდება.

8. დაიანა რიგი (ოლენა თირელი)



image


ფოტო REX/Shutterstock/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"



აი ვინ გახდა ვარსკვლავი, ჯერ კიდევ შვიდი სამეფოს ინტრიგების სტარტამდე. როცა დაიანა რიგი მთელი ინგლისურენოვანი სამყაროს ტელეეკრანებზე გამოჩნდა სერიალში "შურისმაძიებლები", თვითონ ჯორჯ რ.რ. მარტინი თორმეტი წლის იყო.

9. იენ გლენი (ჯორახ მორმონტი)



image


ფოტო REX/Shutterstock/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"



გლენი კიდევ ერთი ბრიტანული სახასიათო მსახიობია, რომელსაც სერიალამდე "სამეფო კარის თამაშები" ყველაზე ხშირად ტელეეკრანზე მეორეხარისხოვანი როლების შესრულება უწევდა.

10. ტომ ვლაშიხა (იაკენ ხ'გარი)



image


კადრი სერიალიდან "კოვზები"/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"



იგი წარმოშობით აღმოსავლეთ გერმანიიდანაა, 1990-იანი წლების დასაწყისში ნიუ-იორკში შეისწავლა სამსახიობო ხელოვნება, ათწლეულობით მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა გერმანულ სერიალებში და გერმანულენოვან როლებს ჰოლივუდში. ახლა კი სახეა....უსახოების.

11. ივან რეონი (რემსი ბოლტონი)



image


ფოტო Dan Woller/REX/Shutterstock/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"



ივან რეონმა საოცრად გაითქვა სახელი მუდმივი აუტსაიდერის, საიმონის როლით ფილმში "ნაგავი", სადაც მისი გმირი ძალიან განიცდიდა იმას, რომ ყველასთვის შეუმჩნეველი იყო. არ შეამჩნიო რეონი რემსის შემდეგ- ძალიან რთულია.

12. ჰანა უედინჰემი (სეპტა უნელა)



image


ფოტო Jorgensen/REX/Shutterstock/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"



სანამ დაიწყებდა ტელეკარიერას 2000-იან წლებში, უედინჰემმა, მომღერალმა მესამე თაობაში (ოპერაში მღეროდნენ მისი დედა, ბებია და ბაბუა) მოასწრო გამხდარიყო ვესტ-ენდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, სადაც მღეროდა და ცეკვავდა თითქმის ყველა წამყვან მიუზიკლებში–და ახლაც იგივეს აგრძელებს, მიუხედავად რადიკალურად ასკეტური როლისა "სამეფო კარის თამაშებში".







ეს საინტერესოა:





სელებრითების "სახის დეფექტები" მსხვილი ხედით, რომლებიც მათ არ აკომპლექსებთ

image

კიანუ რივზი და სხვა ცნობილები, რომლებსაც ცოლად უბრალო ქალბატონები ჰყავთ

image


რატომ არ უყვართ ის ჰოლივუდში და სხვა საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

image


პრინცესა დაიანას იშვიათი ფოტოები და მასთან დაკავშირებული უჩვეულო ისტორიები

image


დრო ვარსკვლავების სახეებსა და გარეგნობაზეც აისახა

image


რომელ უცხოელებზე გიჟდებოდნენ საბჭოთა ქალბატონები (ვიდეო)

image


რისთვის მიუსაჯეს ნაომი კემპბელს საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება, თავდასხმა ექიმზე, რუს მილიარდერთან დაშორება და ა.შ.

image






0
293
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
293