x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508438
რისთვის მიუსაჯეს ნაომი კემპბელს საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება, თავდასხმა ექიმზე, რუს მილიარდერთან დაშორება და ა.შ.

image

"შავი პანტერა"-ნაომი კემპბელი, მაისში 51 წლის ხდება. როგორ ცხოვრობს დღეს რუსი მილიარდერის ყოფილი შეყვარებული და აგრძელებს თუ არა დღეს თავის კარიერას?

სკანდალური დასასრული

1993 წელს, ნაომი Vivienne Westwood-ის ჩვენებაზე, პოდიუმზე 23 სმ. ქუსლიანი ფეხსაცმლით გამოვიდა. ჩვენებაზე წაიქცა, მაგრამ ამ ეპიზოდს მისი კარიერისთვის ზიანი არ მიუყენებია, თვითონ ნაომიმ ეს მშვენივრად მოახერხა.

image

image

ჩვენებიდან უკვე რამდენიმე თვის შემდეგ იგი განთავისუფლებულ იქნა სააგენტო Elite Model Look-ის მიერ. მისმა ხელმძღვანელმა და ნაომის ყოფილმა მეგობარმა მას სულელი, ირაციონალური და არაკონტროლირებადი უწოდა. მოდელი თავს უფლებას აძლევდა დაეგვიანა ქასტინგებზე, ბილწსიტყვაობდა და კოლეგებზე იწევდა. "არავითარი ფული და დიდება ვერ გაამართლებს თავხედობას."-განაცხადა მაშინ ჯონ კასაბლანკასმა. 1998 წელს, ჟურნალმა Time-მა სუპერმოდელის ეპოქის დასასრული გამოაცხადა.

სასამართლოები და პრობლემები კანონთან

პოპულარობის დაცემა ნაომის ძნელად გადაჰქონდა. 2001 წელს, გამოცემა Daily Mirror-მა წარმოადგინა მტკიცებულებები იმისა, რომ ნაომი ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც კემპბელი გაერთიანება "ანონიმური ნარკომანები"-ის შეხვედრიდან გამოდიოდა.

image

2000-იანებში ნაომის კანონთან ბევრი პრობლემა შეექმნა. იგი ხელს სწევდა ასისტენტებზე და დამლაგებლებზე. 2006 წელს ნაომი დააპატიმრეს შინამოსამსახურე, ანნა სკოლავინისთვის სხეულზე დაზიანებების მიყენების გამო. მას საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება მიუსაჯეს. სამუშაოზე მოდელი სპეციალურად Dolce&Gabbana-ს კაბებში გამოწყობილი და დავარცხნილი მოდიოდა. სასჯელის მოხდის შემდეგ, ჰოლივუდის ვარსკვლავი...თავს დაესხა ექიმს, რომელიც მას ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან მკურნალობდა. იგი იძულებით გააგზავნეს რისხვის მართვის ფსიქოლოგიურ კურსებზე. მაგრამ ამანაც არ უშველა. 2008 წელს მან სცემა British Airways-ის თანამშრომელი და პოლიციელი, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი, სახე დაულეწა თავის მძღოლს.

ვლადისლავ დორონინი და პოლო სპილოებით

2008 წელს ნაომიმ დაიწყო შეხვედრები რუს მილიარდერთან, ვლადისლავ დორონინთან. 2012 წელს, მან მისი იუბილეს აღსანიშნავად წვეულება გამართა. წვეულებაზე, ინდოეთის ქალაქ ჯოდხპურში, 200 სტუმარი (ვარსკვლავი) ჩამოვიდა. კემპბელმა მათთვის უჩვეული გართობა მოიფიქრა-პოლო სპილოებით, მაგრამ საბოლოოდ მასზე უარის თქმა მოუხდა: იგი ფარისევლობაში დაადანაშაულეს, რადგან მას თავი ყოველთვის ცხოველთა უფლებების დამცველად მოჰქონდა.


image

image

2013 წელს, დორონინი დაშორდა ნაომის. ინსაიდერების თქმით, მათი ურთიერთობა ბიზნესს უფრო ჰგავდა, ვიდრე წყვილებს შორის ურთიერთობას. ნაომი დორონინის ცხოვრებას გლამურს მატებდა, მაგრამ ისინი ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ-გაუმხილა ჟურნალისტებს წყარომ მოდელის გარემოცვიდან.

ახალი პოპულარობა

2017 წელს, ნაომი Versace ჩვენებაზე გამოვიდა, რომელიც ჯანი ვერსაჩეს ჩვენებას ეძღვნებოდა. იგი ბრენდის სახეც გახდა ჟიზელ ბუნდჰენთან და კაიე ჰერბერთან ერთად.

image

2018 წელს ნაომიმ CFDA-გან ჯილდო Fashion Icon Award მიიღო. მაშინ მან აღიარა, რომ მოშურნეების თქმით ის fashion-ინდუსტრიაში 10 წელიც ვერ გაძლებდა, "მაგრამ აი, 32 წლის შემდეგ მე თქვენს წინაშე ვარ. მე გავიზარდე და გადავლახე ჩემი დამოკიდებულებები"-განაცხადა ნაომი კემპბელმა სცენიდან.

2019 წელს, მოდელმა Valentino-ს ჩვენება შავი გამჭვირვალე აბრეშუმის კაბით დახურა. მაშინ მიიღო აგრეთვე, პირველად 17 წლის განმავლობაში ბრიტანული Vogue-ის ყდა.

image

2020 წელს, ნაომიმ დროებით შეიცვალა ამპლუა: მოდური კომპანიების ნაცვლად მას სარეკლამო რგოლებში იღებდნენ, თუ როგორ დავიბანოთ სწორად ხელები და გამოვიყენოთ სანიტაიზერი.

image






ასევე დაგაინტერესებთ:





უბერებელი შერონ სტოუნი 63 წლის გახდა. ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს

image


გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა

image


სერიალ "სამეფო კარის თამაშების" მსახიობები ადრე და ახლა

image


ცნობილი სახეები, რომლებიც ქუჩაში შეიძლება უსახლკაროებში აგერიოთ

image


ქალების აზრით, ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე სექსუალური მამაკაცები

image


ცნობილების ფოტოები, სანამ ისინი "ჰოლივუდის ღიმილს" მოირგებდნენ

image


ჟერარ დეპარდიეს ყოფილი საყვარლების სიაში შერონ სტოუნი და ვუპი გოლდბერგიც არიან

image








0
1056
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1056
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0