x
მეტი
  • 20.10.2021
  • სტატია:115096
  • ვიდეო:354153
  • სურათი:488942
რატომ არ უყვართ ის ჰოლივუდში და სხვა საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

image


1. ჯულია რობერტსის მშობლები არაპროფესიონალი მსახიობები იყვნენ. მათ ერთმანეთი სპექტაკლის რეპეტიციების დროს გაიცნეს. ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ვაჟი ერიკი, შემდეგ ორი ქალიშვილი-ლიზა და ჯული. როცა ჯული კინომსახიობების გილდიაში შევიდა, იქ თავის მოსახელე და მოგვარე აღმოაჩინა და ამის გამო სახელი ჯული შეიცვალა ჯულიათი. რობერტსების ყველა შვილი კინოსთან არის კავშირში-ერიკი და ჯულია მსახიობები გახდნენ, ლიზა კი პროდიუსერობით არის დაკავებული.

image

image

2. შეიძლება ითქვას, რომ ჯულია მსახიობი უფროსი ძმის წყალობით გახდა, ვისი აქტიორული ტალანტითაც იგი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო. მოზარდობის ასაკში მას ვეტერინარობა სურდა, მაგრამ კოლეჯის დასრულების შემდეგ სამოდელო სააგენტოს კონტრაქტს მოაწერა ხელი და სამსახიობო ხელოვნების კურსებზე შევიდა. ერიკ რობერტსი მაშინ უკვე პოპულარული დრამატული მსახიობი იყო და დას ბოევიკში "წითელი, როგორც სისხლი" ერთობლივად გადაღება შესთავაზა. გადასაღებ მოედანზე ჯულია პროდიუსერებმა შეამჩნიეს და მაშინვე მიიწვიეს კიდევ ერთ პროექტში. ბოევიკის პრემიერა მხოლოდ სამი წლის შემდეგ შედგა და ჩვენების მომენტში იგი უკვე ოთხ ფილმში იყო გადაღებული.

image

3. სკოლაში მსახიობი მონაწილეობას იღებდა სილამაზის კონკურსებში, მაგრამ ვერცერთხელ ვერ გაიმარჯვა, კლასელები კი საერთოდ ულამაზოდ თვლიდნენ და დასცინოდნენ სიმაღლის, დიდი პირის და სიგამხდრის გამო. შეიძლება ამის გამოა, რომ იგი თავის გარეგნობას კრიტიკულად უდგება. იგი ამბობს, რომ მას კალიის ფეხები და ცხენის კბილები აქვს. ამასთან ჯულია ბუნებრიობის მომხრეა, ამიტომ არ იკეთებს არავითარ პლასტიკურ ოპერაციებს, უმიზეზოდ არ იღებება, ყოველდღიურ ყოფაში კი იმდენად უბრალოდ იცვამს, რომ შეიძლება ვერც კი იცნოთ.


image

image

4. 23 წლის ჯულია რობერტსი ნომინირებული იქნა "ოსკარის" პრემიაზე, ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, მელოდრამაში "ფოლადის მაგნოლიები", მაგრამ მსოფლიო პოპულარობა მას ცნობილმა "ლამაზმანმა" მოუტანა. ვივიენის როლი მეგ რაიანს უნდა შეესრულებინა–80-იანების რომანტიული კომედიების ვარსკვლავს, მაგრამ მსახიობმა არ ისურვა მსუბუქი ყოფაქცევის ქალის განსახიერება და უარი თქვა შემოთავაზებაზე. "ლამაზმანი" ჯულიასთვის საფირმო ნიშანი გახდა და დიდი ხნის განმავლობაში მისი სახელი მხოლოდ ამ ფილმთან ასოცირდებოდა.

image

5. ჯულია რობერტსი ყოველთვის გამოირჩეოდა პარტნიორებთან ურთიერთობის ერთბაშად გაწყვეტით. როცა იგი ფილმში "გაქცეული პატარძალი" გადაიღეს, ბევრი ამბობდა, რომ ფილმში მან თავისი თავი განასახიერა. 19 წლისამ მან რომანი გააჩაღა მსახიობ ლიამ ნისონთან, რომელიც მასზე ბევრად უფროსი იყო. ერთობლივი თანაცხოვრების დასაწყისშივე რობერტსმა თქვა, რომ არ იყო მზად ოჯახისთვის და მაშინვე წავიდა... მსახიობ კიფერ საზერლენდთან ქორწილის დღეც უკვე დანიშნული იყო, მაგრამ სამი დღით ადრე ჯულიამ ჯვრისწერა ჩაშალა. მოგვიანებით მან თვითონ შესთავაზა მომღერალ ლაიონელ ლოვეტს დაქორწინება, რომელსაც სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ხვდებოდა. ორი წლის შემდეგ ისინი დაცილდნენ, ისევ ჯულიას ინიციატივით. როცა მსახიობმა ოპერატორ დენიელ მოდერთან დაიწყო შეხვედრა, მორიგი გატაცება არავინ მიიღო სერიოზულად, თუმცა ისინი უკვე 20 წელია დაქორწინებული არიან და სამ შვილს ზრდიან.

image

image


6. ჯულია რობერტსი პირველი მსახიობი ქალი გახდა კინოს ისტორიაში, რომელმაც ჰონორარი 20 მილიონი დოლარი მიიღო. მთავარმა როლმა ბიოგრაფიულ დრამაში "ერინ ბროკოვიჩი" მსახიობს მოუტანა ეს შთამბეჭდავი თანხა, "ოსკარის" პრემია საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის და ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავის სტატუსი დაუმკვიდრა. ერთი წლის სემდეგ მსახიობმა თამასა ასწია და როლისთვის ფილმში "მონა ლიზას ღიმილი" უკვე 25 მილიონი მოითხოვა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იგი მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ქალი მსახიობების რიცხვში პირველ ადგილზე იყო, მაგრამ ამჯერად მას დრიუ ბერიმორმა და ჯენიფერ ლოურენსმა გადაუსწრეს.

7. იგი კარჩაკეტილ ცხოვრებას მისდევს, იშვიათად დადის სხვადასხვა ღონისძიებებზე და უკვე დიდი ხანია აღარ ახარებს ჟურნალისტებს სკანდალური გამოხტომებით, მაგრამ ჰოლივუდში ის არ უყვართ. ამბობენ, რომ მიმზიდველი მსახიობი სინამდვილეში უხეში და ამპარტავანია, მასზე განაწყენებულთა რიცხვი კი ყოველ ფილთან ერთად იზრდება. მერილ სტრიპს დღემდე ახსოვს, დრამა "აგვისტოს" გადაღებების დროს, როგორ შესთავაზა რობერტსმა რეჟისორს ამოეჭრა ფილმიდან "სევდიანი სცენები" მერილ სტრიპის მონაწილეობით და თავისი ეპიზოდები ჩაესვა. მეგობრობას ჯულია მამაკაცებთან ამჯობინებს, მაგალითად, ჯორჯ კლუნთან და ბრიუს უილისთან.

image

8. ჯულია რობერტსი ყველაზე განთქმული მქსოველია მთელს ჰოლივუდში. იგი თვითონ ქმნის რთულ სქემებს და დიზაინს და შეუძლია ყველაფერი მოქსოვოს-დაწყებული შარვლიდან დამთავრებული პალტოთი და ჩანთით. სახლში მას სახელოსნი აქვს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადებისთვის, გადაღებებზე კი ყოველთვისთან თან დააქვს საქსოვი ძაფები და ჩხირები. ერთხელ მას ტომ ჰენკსმა "სიურპრიზი" მოუწყო, როცა მელოდრამაში "ლარი კრაუნი" მონაწილეობდა: ჰენკსი მოელაპარაკა გადამღები ჯგუფის წევრებს, რომ ყველას სათითაოდ ეყიდა საქსოვი ძაფი და ჩხირები, და ჯულიას მოსვლისთვის ყველა პავილიონში განთავსდა. მსახიობმა გაიცინა და მიხვდა რაშიც იყო საქმე, როცა შევიდა და ნახა, თუ როგორ გულმოდგინედ გამოჰყავდათ თვლები 30-მდე ადამიანს, დაწყებული ელექტრიკიდან დამთავრებული ტომ ჰენკსით.

9. იგი ინდუიზმის რელიგიის მიმდევარია. ინდუიზმის რწმენა მან მელოდრამის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გადაღებების დროს მიიღო. სიუჟეტის მიხედვით, ჯულიას გმირი მოგზაურობს და გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობს და პრაქტიკას გადის ინდურ აშრამაში. თავისი არჩევანი რობერტსმა ახსნა სიმშვიდის ძიებით და იმ რწმენით, რომ რეინკარნაციის შემდეგ მას ნაკლებად მშფოთვარე ცხოვრება ელოდება. ის მთელი ოჯახით რეგულარულად დადის ლოცვებზე და ყველა დღესასწაულზე ინდუისტურ ტაძარში, ტუმცა მეუღლე და შვილები ამას ნაკლები სერიოზულობით ეკიდებიან.

image






ნახეთ სხვა სტატიებიც:






პრინცესა დაიანას იშვიათი ფოტოები და მასთან დაკავშირებული უჩვეულო ისტორიები

image


დრო ვარსკვლავების სახეებსა და გარეგნობაზეც აისახა

image


სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები

image


ცნობილი სახეები, რომლებიც ქუჩაში შეიძლება უსახლკაროებში აგერიოთ

image


უბრალო ხერხები, რომელიც მერილინ მონროს, სოფი ლორენს და სხვ. ეხმარებოდა სრულყოფილების მიღწევაში

image


1920-იანი წლების ცნობილი ქალბატონების მეთოდები, რომლებსაც იდეალური გარეგნობის მისაღწევად იყენებდნენ

image


ამ მსახიობებმა თავიანთი როლები შეიძულეს რთული გრიმის გამო, რომელიც სატანჯველად ექცათ (ვიდეოც)

image


როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

image


ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან

image








0
1467
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0