x
image
ლანა92
ავსტრალიის სანაპიროსთან მსოფლიოში ყველაზე ძველი თევზი - წითელი ბერიქსი დაიჭირეს

image


დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროსთან დაიჭირეს თევზი, რომელიც მეცნიერთა მიერ ყველაზე ხანდაზმულადაა აღიარებული სხვა თევზებს შორის. ესაა 60 სანტიმეტრი სიგრძის ავსტრალიური წითელი ბერიქსი.

გამოცემა "დეილი მეილის" ცნობით, უნიკალური ჯიშის თევზი დაიჭირეს 2013 წლის ნოემბერში, თუმცა მისი ასაკის დადგენას რამდენიმე დღე და სპეციალური კვლევის ჩატარება დასჭირდა. თევზის ასაკი განისაზღვრება შიდა ყურის ძვლების რგოლების მიხედვით, რომელსაც მეცნიერები "ოტოლიტებს" უწოდებენ. ეს პროცედურა ჰგავს ხის ასაკის დადგენას რგოლების მიხედვით.

გაირკვა, რომ ავსტრალიის სანაპიროსთან დაჭერილი წითელი ბერიქსი 1929 წელს იყო დაბადებული და 2013 წელს უკვე 60 სანტიმეტრამდე იყო გაზრდილი სიგრძით. ამ ჯიშის თევზებს შორის ცნობილი იყო მაქსიმუმ 46 სანტიმეტრი სიგრძის სხვა ნიმუშები.

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0