სხვა "მირაბელი" - ქლიავის ჯიში, რომელიც ამერიკაში აკრძალულია, იცით, რატომ? 2021, 31 აგვისტო, 22:56 მირაბელი მცირე ზომის, მუქი ყვითელი, მრგვალი ფორმის ქლიავის ჯიშია. იგი ხარობს მირაბელის ხეზე. როგორც ცნობილია, მირაბელის ქლიავი გამოიყენება ხილის კონსერვებისა და სადესერტო ღვეზელების დასამზადებლად. გამოირჩევა ტკბილი, მდიდარი არომატით. მირაბელის ჯიშის ქლიავი ძირითადად იზრდება საფრანგეთში. ამ ქვეყანაზე მოდის მირაბელის მსოფლიო წარმოების 70 %. აშშ-ში მირაბელის წარმოება 1996 წლიდან რეგულირდება კანონების პაკეტით, რომელიც ეხება გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და ტრადიციულ თავისებურებებს.აღნიშნული მექანიზმი პროდუქტის ნამდვილობის გარანტია. მირაბელი მიიჩნევა მაღალხარისხიან რეგიონულ პროდუქტად და ამიტომაც მისი წარმოება აშშ-ში აკრძალულია.
676 შეფასება არ არის
|