სხვა ვერტიკალური (კედლის) ბაღი ფიორდალისოს სავაჭრო ცენტრში 2021, 24 აგვისტო, 21:32
ვერტიკალური ბაღი განლაგებულია ფიორდალისოს სავაჭრო ცენტრში, იტალიაში, როზანოში. 2012 წელს იგი აღიარეს ყველაზე დიდ ბაღად და გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს. ბაღი ფარავს 1.263 კვ. მეტრ ფართობის კედელს. აქ ხარობს 44 000 მცენარე. ფიორდალისოს ვერტიკალური ბაღი ხსნის ესპანეთში, მადრიდში მდებარე მსგავსი ბაღის რეკორდს, რომელიც იყო 844 კვ. მეტრზე გადაჭიმული. ფიორდალისოს ვერტიკალური ბაღი შეიქმნა 2010 წელს. მასზე მუშაობდა არქიტექტორი ფრანჩესკო ბოლანი და ბაღისათვის საბოლოო სახის მისაცემად 90 დღე დასჭირდა. მცენარეები ხარობს მცირე ზომის ლითონის კონტეინერებში და არა ნიადაგზე, მიწაზე. ეს სასწაულებრივად ლამაზი ღირშესანიშნაობა 1.3 მილიონი დოლარი დაჯდა.
30 1-ს მოსწონს
|