x
image
თუთიკო ბერძენა
სულისშემძვრელი ისტორია ჟურნალისტ ელისო კილაძის ბავშვობიდამ. როგორ დასაჯეს იგი
image
ქუთაისში ჟურნალისტ ელისო კილაძის ბავშვობა მის თანატოლებს კარგად ახსოვთ, რომელიც არ ჰგავდა ყველას ბავშვობას. საბჭოთა ბავშვები უნდა მსხდარიყვნენ ჩარჩოში - ასაკიტ უფროსი ყოველთვის მართალია, მასწავლებელი ყოველთვის მართალია, პიონერხელმძღვანელი ყოველთვის მართალია და ასეთ "სიმართლეს" არაერთი ადამიანისთვის დაუმახინჯებია აზროვნება, უქცევია მონად ან ფსიქიკურად დაავადებულა. ფბ გვერდზე ელისო კილაძეს ასე იხსენებს მასზე ცოტათი უმცროსი, 80-იანი წლებისთვის ქუთაისში ცნობილი წარმატებული მოსწავლე მარიკა ბერძენაძე:

"5 წელია მაწუხებს ეს ამბავი და ვდუმვარ... მაგრამ იმდენად მაწუხებს, რომ არ ვთქვა, ვეღარრ მომასვენებს სინდისი.
ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი ბანაკი (ჭომაში, ფიზ-მათ-ის პანსიონში), სადაც სკოლები წარადგენდნენ აქტიურ, ფრიადოსან მოსწავლეებს, მერე კი ამ მოსწავლეებიდან, ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ, "არტეკისთვის' ხდებოდა შერჩევა...
ასე, მეხუთე-მეექვსე კლასში ვარ და მოვხვდი ამ შემადგენლობაში.
თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ ამბავზე გადავალ:
პიონერხელმძღვანელი გვყავდა მონსტრი, მაგრამ თან ლაქია... უმკაცრეს სახეს რომ უცებ ცვლიან და ცუციკებად იქცევიან, ხომ იცით, როცა თანამდებობის პირს დაინახავენ?! აი, ისეთი.
ბანაკს უკან ესაზღვრებოდა ტყე, სადაც თავისუფალ დროს ხის ქვეშ ვჯდებოდი და ვკითხულობდი.
ერთ ასეთ დღეს რაღაც ძალიან ცუდი ფაქტის მოწმე გავხდი...
არ დავწვრილმანდები დეტალებზე.
ამ ფაქტის მონაწილე იყო იმხანად დიდი თანამდებობის პირის ქალიშვილი, რომელსაც სულს უბერავდა ეს ჩვენი მონსტრუკა.
რაკი მოწმე ვიყავი, ალბათ, ბევრი იფიქრეს, როგორ გავენეიტრალებინე და გეგმაც შეიმუშავეს...
ხაზზე ირჩეოდა ასეთი საკითხები კამსამოლურ-პიონერულად და დამნაშავედ ამ მონსტრმა ლაქიამ მე არ დამასახელა?
მოულოდნელობამ დამშოკა. სიტყვის თქმას არ ვაპირებდი ისედაც, რადგან ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ ინტუიტიურად ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყო ეს ჩემი მოწმეობა.
ჰოდა, ამ ქალაქის "გამორჩეულ" მოსწავლეთა ააამხელა შემადგენლობამ ბევრი მიზეზის გამო იცოდა, რომ მე აბსოლუტურად არაფერ შუაში ვიყავი და ასე უსინდისოდ მბრალდებოდა, მაგრამ ვერცერთმა ვერ გაბედა სიტყვის თქმაც კი სიმართლის მხარეს! ყველამ ჩაისვარა!
ერთადერთი ბავშვი აღმოჩნდა ქალაქის რჩეულ 200-ზე მეტ მოსწავლეს შორის, ვინც გადმოდგა ნაბიჯი და ჩემი სიმართლე და უდანაშაულობა დაიცვა. თქვა, რომ ისიც მეზობელ ხესთან იჯდა და დაინახა ყველაფერი ის, რაც მე დავინახე, მაგრამ თქმას საერთოდ არ აპირებდა, რომ არა უდანაშაულოზე ამის მიზანმიმართული შეტრიალება და შეტრიალება იმის გამო, რომ ბანაკის პაივცემულ ხელმძვანელობას ეს უდანაშაულო ბრალდებული- ერთადერთი მოწმე ეგონა ...
ოოო, სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მაგრამ როგორც მე დამშოკა მონსტრმა ლაქიამ, ისე დარჩა თვითონ ამ გაუთვლელი ამბით დაშოკილი. დაცხა, ენა დაებლუკა, ხმა ვეღარ ამოიღო, თვალები კი იმხელა გაუხდა, რომ წვრილი, ნისკარტიანი სახე სულ ერთიანად გადაუფარა.... დაიშალა ხაზი, რომელსაც სამაგალითოდ უნდა დავესაჯე, შევერცხვინე და გავენადგურებინე.... დამნაშავე დასახელდა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, დაგეგმილი სადამსჯელო რიტუალი მის მიმართ აღარ აღსრულებულა !
სათითაოდ მოდიოდა ჩემთან ეს 200 ცალი "აქტიური" მოსწავლე და მებოდიშებოდა, რომ კი იცოდა, უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ამის გამო, იმის გამო, წინსვლის გამო, არტეკის გამო, მშობლების გამო, შიშის გამო ვერაფერი თქვა. არ მოსულა ის ერთი, ვინც უსამართლობა ვერ აიტანა და ჩემი დაცვა გაბედა ... მადლობაც კი ვერ გადავუხადე, ისე სასწრაფოდ დავტოვე ბანაკი...
ამის მერე აღარასდროს შევხვედრივარ. კი, ერთ ქალაქში ვცხოვრობდით, მაგრამ არ გადაკვეთილა გზები არასდროს.
2016 წლის არჩევნების დროს მე ეს გოგო პოლიტიკის გამო დავბლოკე ერთი პოსტის შემდეგ, რომელიც ჩემთვის - პოლიტიკურად ანგაჟირებულისთვის მისაღები არ იყო. უმწარესი კომენტარი დავუდე და მერე დავბლოკე!
პოლიტიკაში აქტიურმა ჩარევამ ძალიან დიდი და ბევრი უსიამოვნება მომიტანა და ისეთ ადამიანებთანაც დამაპირისპირა, რომელთაგანაც პირადად სიკეთის გარდა არაფერი მახსოვდა....
მე სხვისგან მოყენებულ ტკივილებს ადვილად ვივიწყებ, სხვის შეცდომებსაც მარტივად, მაგრამ ჩემს თავზე ჩემგანვე მოყენებულ ტკივილებს და საკუთარ შეცდომებს - ვერასდროს!
ამიტომ...
აღარ ვაპირებ ისეთ სფეროში ჩარევას, სადაც გამარჯვების აზარტმა შეიძლება დაგავიწყოს ადამიანისგან გაწეული დიდი დახმარება, დიდი გვერდით დგომა...
მაშინ რომ იმ პატარა გოგოს სხვებივით ჩაესვარა, ვინ ვიქნებოდი დღეს?
ან ამქვეყნად დავრჩებოდი კი საერთოდ, ისეთი თავმოყვარე ბავშვი ვიყავი???

დღეს ცოცხალიც ვარ და სულდაუმახინჯელებლიც.
ის პატარა სამართლიანი გოგო კი დასაჯეს - არც იმ და არც მომდევნო წელს "არტეკში" არ გაუშვეს, რაც იმხანად ბავშვებისთვის დიდი ბედნიერება და დიდი წარმატებაც იყო.

ნეტა ვინ არის ის პატარა გოგო?
ზოგს რომ ახლა უკვე "დიდ გოგოდ" ძალიან გაღიზიანებთ?
და გაღიზიანებთ სწორედ თქვენი პოლიტიკური მიუღებლობის გამო!
გაბედავს და იტყვის ბერძენაძე?
კიი, იტყვის..
და სულ დაიკიდებს, რა რეაქცია ექნებათ მონსტრებს და ლაქიებს...
რადგან 5 წელი აწუხებს..
და არ აპირებს საფლავში წაიღოს ეს წუხილი..
ის პატარა გოგო ელისო კილაძეა
-------------------------------------------------------------------------
შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია, მუშნი!"
1
566
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
566
  
2021, 22 აგვისტო, 18:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1