საბუნებისმეტყველო ზღვის სახიფათო სანიტრები 2012, 10 სექტემბერი, 20:02 მინდა გაგაცნოთ უშიშარი ზვიგენები, რომელთაც არაფრის და არავის ეშინით, მათ შორის ადამიანისაც. ისინი ყოველთვის გრძნობენ როდის არის ადამიანი შეშინებული და ნებისმიერ წამს შეიძლება დაესხან თავს. წინათ ადამიანები ნადირობდნენ ზვიგენების ზოგიერთ სახეობაზე, სანამ ისინი გადაშენების ზღვარს არ მიუახლოვდნენ.
ლიმონისებური ზვიგენი, რომელიც ავსტრალიის მიმდებაზე წყლებში ბინადრობს სიგრძით 3 მეტრს აღწევს.
ეს უზარმაზარი ხახა თეთრ ზვიგენს ეკუთვნის. ადამიანზე მისი 30-50 თავდასხმიდან 5-10 ფატალური შედეგით სრულდება.
ნაპოვნი გაქვავებული ზვიგენის მეგალოდონის შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადრე ეს მტაცებლები 16 მეტრამდე იზრდებოდნენ.
ზვიგენს 2 უზარმაზარი თეთრი ყბა და რამდენიმე რიგად განლაგებული საოცრად მჭრელი 300 კბილი აქვს. წყლიდან ამომხტარი თეთრი ზვიგენი, რომელიც თავის მსხვერპლს ჰაერში იჭერს. მას ვისაც ადრენალინის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია წყალში ჩაყვინთოს სპეციალური დამცავი საკნით. მყვინთავებს ამ დროს არაფერი ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენები ძალზე სახიფათო მტაცებლები არიან, ადამიანს ისინი ძალზე იშვიათად კბენენ. თქვენ იგივე შანსი გაქვთ დაიღუპოთ ფუტკრის, კრაზანას, ან თუნდაც ძაღლის ნაკბენისგან. თეთრი ზვიგენი მსგავსთა შორის ყველაზე დიდი არაა, მაგრამ ყველაზე სახიფათო ავიგენად ითვლება. რიფების ზვიგენი, რომელსაც გარს თევზები ახვევია. წყლის ქვეშ ზვიგენებთან ცურვა წარმოუდგენელი ადრენალინია, ისინი კი არ გაგშორდებიან, არამედ მოგიახლოვდებიან და შენს შესწავლას დაიწყებენ. ვეშაპისებრი ზვიგენი 20-25 მეტრს აღწევს და 60-100 წელი ცოცხლობს. მიუხედავად სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივობისა, მას გადაშენება ემუქრება, რადგან საკმარისად სწრაფად ვერ ახერხებს გამრავლებას. ზვიგენების შეკრება. სანადიროდ ემზადებიან. ვეფხვისებრ ზვიგენს ურჩევნია პლაჟებთან ახლოს იცხოვროს, რის გამოც მას პლაჟის ვეფხვისებრი ზვიგენი შეარქვეს. 103 5-ს მოსწონს
|