x
image
ტორნადო07
ზღვის სახიფათო სანიტრები
მინდა გაგაცნოთ უშიშარი ზვიგენები, რომელთაც არაფრის და არავის ეშინით, მათ შორის ადამიანისაც. ისინი ყოველთვის გრძნობენ როდის არის ადამიანი შეშინებული და ნებისმიერ წამს შეიძლება დაესხან თავს. წინათ ადამიანები ნადირობდნენ ზვიგენების ზოგიერთ სახეობაზე, სანამ ისინი გადაშენების ზღვარს არ მიუახლოვდნენ.image

ლიმონისებური ზვიგენი, რომელიც ავსტრალიის მიმდებაზე წყლებში ბინადრობს სიგრძით 3 მეტრს აღწევს.image

ეს უზარმაზარი ხახა თეთრ ზვიგენს ეკუთვნის. ადამიანზე მისი 30-50 თავდასხმიდან 5-10 ფატალური შედეგით სრულდება.image

ნაპოვნი გაქვავებული ზვიგენის მეგალოდონის შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადრე ეს მტაცებლები 16 მეტრამდე იზრდებოდნენ.image


ზვიგენს 2 უზარმაზარი თეთრი ყბა და რამდენიმე რიგად განლაგებული საოცრად მჭრელი 300 კბილი აქვს.image

წყლიდან ამომხტარი თეთრი ზვიგენი, რომელიც თავის მსხვერპლს ჰაერში იჭერს.image

მას ვისაც ადრენალინის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია წყალში ჩაყვინთოს სპეციალური დამცავი საკნით. მყვინთავებს ამ დროს არაფერი ემუქრება.image

მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენები ძალზე სახიფათო მტაცებლები არიან, ადამიანს ისინი ძალზე იშვიათად კბენენ. თქვენ იგივე შანსი გაქვთ დაიღუპოთ ფუტკრის, კრაზანას, ან თუნდაც ძაღლის ნაკბენისგან.image

თეთრი ზვიგენი მსგავსთა შორის ყველაზე დიდი არაა, მაგრამ ყველაზე სახიფათო ავიგენად ითვლება.image

რიფების ზვიგენი, რომელსაც გარს თევზები ახვევია.image

წყლის ქვეშ ზვიგენებთან ცურვა წარმოუდგენელი ადრენალინია, ისინი კი არ გაგშორდებიან, არამედ მოგიახლოვდებიან და შენს შესწავლას დაიწყებენ.image

ვეშაპისებრი ზვიგენი 20-25 მეტრს აღწევს და 60-100 წელი ცოცხლობს. მიუხედავად სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივობისა, მას გადაშენება ემუქრება, რადგან საკმარისად სწრაფად ვერ ახერხებს გამრავლებას.image

ზვიგენების შეკრება. სანადიროდ ემზადებიან.image

ვეფხვისებრ ზვიგენს ურჩევნია პლაჟებთან ახლოს იცხოვროს, რის გამოც მას პლაჟის ვეფხვისებრი ზვიგენი შეარქვეს.image

4
103
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
103
  
2012, 14 სექტემბერი, 0:43
+10000
2012, 13 სექტემბერი, 19:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 11 სექტემბერი, 20:02
საყვარლები არიან
0 1 4