x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
საერთაშორისო სიმბოლოების, მათ შორს, ევროკავშირის დროშის შემბღალავი პირი, 1000 ლარით დაჯარიმდება
image


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შედის. მას ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც:

− ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის

ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის


ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო,

აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც

საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია

ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან

საჯარო დაწესებულების შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას

1000 ლარით.

− იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის

დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას

15 დღემდე ვადით.


1
16
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
16
  
2021, 13 აგვისტო, 1:01
გასაგებია ის ნაწილი,როცა რაიმე ქონების ხელყოფა დასჯადია და ჯარიმას ვახდევინებთ. ერთი რამე კი გაუგებარია,რას ნიშნავს "შებღალვა"? როგორ შეიძლება იმის განსაზღვრა,ვისთვის რა არის შებღალვა და ვისთვის რა? ახლახან კონდონების მწარმოებელმა მოიგო პროცესი ევროპაში და ევროკავშირის დროშა რო მიახატოს შეკვრაზე,არის "შებღალვა"? რავი სადაც იქამდე დაეშვა რო თამარ მეფე მიახატა შეკვრაზე,დროშასაც იკადრებს როცა იქნება. ეს კანონიც და ბევრი სხვაც ნიშნავს,როგორ შევეტენოთ ევროპას და როგორ ვიშოვოთ ფული.

ამ ქვეყანაში ქონების ხელყოფა(სახელმწიფო და კერძო) ისედაც სანქციებს ექვემდებარება და რაღა საჭიროა გამოყოფა? ევროკავშირის დროშის ჩამოხევა ისედაც დანაშაული იყო,ჟურნალისტებზე მოძალადეებიც დასასჯელები იყვნენ და ადამიანებზე ფსიქოლოგიურად მოძალადეებიც,მარა კანონის აღსრულება უჭირთ ჯიგრებს და ახალ რაღაცეებს იგონებენ. ეს კანონი დარჩება ფურცელზე,ერთი ან ორი სადემოსტრაციო დასჯის მერე.
0 1 1