საზოგადოება ნინო ნადირაძე აიცრა და ცუდად გახდა-ეს და სხვა ცრუ ინფორმაციები,რომელსაც ანტივაქსერები ავრცელებენ 2021, 10 აგვისტო, 15:46 ![]() ახლახან კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა ექიმი და ტელეწამყვანის ნინო ნადირაძეს შესახებ, რომელიც თურმე ვაქცინის გაკეთების შემდეგ ცუდად გახდა.ინფორმაციას ვინმე ჯერნი ბურჯანაძემ გაავრცელა. ![]() ![]() მალევე ნინო ნადირაძემ თავადვე გააკეთა განარტება: „ჯგუფური გაგიჟებაა ამ საქართველოში, ვაქცინა გავიკეთე 18 მარტს, ამიტომ ვაქცინა არაფერ შუაშია.წამალი გადავისხი, რკინა დეფიციტური ანემიის გამო, რომელმაც მომცა რეაქცია, თუმცა, ხვალ ან ზეგ უკვე ვაპირებ სამსახურში გასვლას.ცოცხალი ვარ და არ მოვმკვდარვარ, არც კომაში ვარ, თორემ გამოაქვეყნებდა ჩემი ოჯახი აუცილებლად ინფორმაციას, “ - განუცხადა „დაიჯესტს“ ნინო ნადირაძემ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფეიკები ძალზე ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში, ივლისის ბოლოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორი თითქოსდა, კასპის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ოლია მახარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრიდან 5 საათში გარდაიცვალა.თუმცა უმალევე ეს ჭორი უარყო მისმა შვილიშვილმა. ![]() ![]() ![]() შეგახენებთ, რომ სულ რაღაც ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა კიდევ დამატებითი კვლევა, რის მიხედვითაც კერძოდ, კვლევის პერიოდში: ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა კორონავირუსით. ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა. PROVAX-ის ცნობით, 207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. 653 3-ს მოსწონს |
პ.ს. ასერო ეთაყვანებით ქართულ ლიტერატურას,იქ არ წაგიკითხავთ "არც კაცი ვარგა ცოცხალი მკვდარს ემსგავსოსო,იყოს სოფელში და სოფლისთვის არ იზრუნოსო". სისხლის ჩაბარებაზე უარს აცხადებთ,ჯარში არ მიდიხართ,არჩევნებზე არ დადიხართ,სამსახურში სიარული გიტყდებათ და აცრას არ იკეთებთ,ხოდა ვინ ხართ ასეთები? რა სისხლი გაქვთ ასეთი სხვას რო ვერ უწილადებთ ან რას აკეთებთ ისეთს რო ქვეყანას არ ემსახურებით? ან რა სიცოცხლე გაქვთ ისეთი ღირებული რო ვერ რისკავთ? მე მენდომებოდა რო ჩემს ცხოვრებას აზრი ქონოდა და რაღაც ღირებული გამეკეთებინა. ჩემი კრიტერიუმებით აცრა დიდი რამე არ არის,სხვა უფრო დიდი რამეებიც არსებობს და მე ის გავაკეთე. საქართველოს სიყვარულში ნებისმიერ რამეს გავაკეთებ.