სიახლეები "დოქტორი ჰაუსი-მამუკა ექიმი გარდაიცვალა, საქართველომ დღეს შეუცვლელი ექიმი დაკარგა! 2021, 10 აგვისტო, 10:11
"მშვიდობით, ჩვენი ფონდის ყოველი წევრის, ჩვენი ბავშვების უერთგულოესო მეგობარო, ჩვენო დოქტორო ჰაუს - მამუკა ექიმო!
ბევრი ტკივილით და კიდევ უფრო ბევრი სიხარულით აღსავსე თერთმეტი წელი მხარდამხარ გავლიეთ...
მამა ანდრიას მკურნალი ექიმი, მისი და ონკოლოგიური სენით დაავადებული უამრავი ბავშვის და მოზარდის ტკივილის გამზიარებელი, პაციენტების მოყვარული და მათზე დღედაღამ მზრუნველი, საოცარი ადამიანი, უმაღლესი დონის პროფესიონალი. საქართველომ დღეს შეუცვლელი ექიმი დაკარგა! ჩვენს ქვეყანაში ბევრი ღირსეული ექიმი, ბევრი პროფესიონალი მოღვაწეობს, მაგრამ პაციენტების და მათი მშობლების მეგობარი და ტკივილის გამზიარებელი მხოლოდ მამუკა ექიმი იყო... ძნელია მასზე წარსულში საუბარი, კიდევ უფრო ძნელია ბავშვებისთვის გათავისება იმისა, რომ ამიერიდან მამუკა ექიმი ვეღარ უმკურნალებს. მათ სურვილებს სად "გადაისხან ქიმია" აღარავის შეასრულებს... ჩვენი ფონდის ანგელოზებს შეუერთდა ჩვენი მამუკა." ნათქვამია ფონდია განცხადებაში.
![]() ![]() ![]() შეგახსენებთ, რომ 17 წლის ბერმა, ანდრიამ, (ქვემოთ ფოტოზე) რომელიც სოლიდური სიმსივნით იყო დაავადებული, გარდაცვალების წინ მშობლებს დაუბარა, ეზრუნათ ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებზე. ბერის მშობლებმა, ემზარ მილორავამ და თინათინ ჩხვიმიანმა, შვილის თხოვნა შეასრულეს. ისინი დღეს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ორმოცდაათამდე ბავშვზე ზრუნავენ და მათთვის სარეაბილიტაციო ცენტრს "ბედნიერ სახლს" ააშენებენ. . სახლი არის ბავშვების საჭიროებების მიხედვით დაპროექტებული, ევროსტანდარტების გათვალისწინებით აშენებული. „ბედნიერ სახლში“ სოლიდური სენით დაავადებული ბავშვები იქნებიან სრულყოფილად უზრუნველყოფილი.., ჯერჯერობით ბავშვთა "ბედნიერი სახლისთვის" 30 000-მდ ლარი არის შეგროვილი, მთლიანად საჭიროა ათჯერ მეტი.
![]() 428 5-ს მოსწონს
|