საბუნებისმეტყველო ადამიანი — უცხოპლანეტელების მიერ შექმნილი ჰიბრიდია?! «ცისფერი სისხლის» ისტორია 2021, 1 სექტემბერი, 9:03 პოპულარული ვერსიებიდან, ერთ–ერთის მიხედვით, ადამიანი უცხოპლანეტელებმა შექმნეს... და მართლაც, ადამიანი — მეტად უცნაური არსებაა, რომელიც ძუძუმწოვრებისგან და სხვა ცოცხალი არსებებისგან, რომლებიც ინსტინქტებით ხელმძღვანელობენ, მკვეთრად განსხვავდება. ამ თეორიის თანახმად, უცხოპლანეტელები დედამიწაზე დიდი ხნის წინ ჩამოვიდნენ და ექსპერიმენტი ჩაატარება დაიწყეს. მათ რამდენიმე საპირისპირო კომპონენტის სინთეზი მოახდინეს, რაც თანამედროვე მკვლევარებში, რომლებიც ადამიანის გენომს სწავლობენ, გარკვეულ კითხვებს ბადებს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ადამიანი სინთეტიკური არსებაა და ამით განსხვავდება დედამიწაზე არსებული ფაუნის სამყაროსგან. აღნიშნული ექსპერიმენტის პროგრამის ფარგლებში, ყველაზე რთული — ადამიანისთვის გონიერების, სულის, გამომგონებლობის და შექმნის უნარების მინიჭება იყო. ადამიანის ინტელექტის ყველა პრობლემა, ჩვენს გონებაში, ასევე, გარკვეული მიზნით იყო ჩანერგილი, ისე, როგორც ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტების დროს, ლაბირინთში გასასვლელებს აწყობენ, რომლიც თაგვმა უნდა იპოვოს. თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ადამიანი — მეტად არასრულყოფილია და დედამიწაზე ცხოვრებისთვისაც, ცუდად არის ადაპტირებული. თუმცა, არც ამ პროგრამის ამოქმედება ყოფილა მარტივი... ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ვიდრე ჩვენი მოდგმა გაჩნდებოდა — მთელი სამი თაობის განადგურება მოხდა. უცხოპლანეტელებმა ჯერ ქვის გიგანტი–ტროლები შექმნეს, რომლებიც მეტად მოუხერხებლები იყვნენ და გრძნობებიც არ გააჩნდათ. შემდეგ, ნეანდერტალელები შექმნეს — რომლებიც ასევე, არ გამოადგათ... სავარაუდოდ, უცხოპლანეტელებს ისეთი არსებების შექმნა უნდოდათ, რომლებიც მეგობრებას გაუწევდნენ ან მათი მსახურები იქნებოდნენ. ბოლოს, გენეტიკოსები მიხვდნენ, რომ ასე მარტივად, მზა სახით, გარკვეული სტადიების გავლის და მათი ჩარევის გარეშე, ადამიანის მიღება შეუძლებელი იყო. ამიტომ, უცხოპლანეტელებმა, რომლებიც დედამიწელებს «ღმერთებად» მოევლინნენ, ადამიანებისთვის ცოდნის გადაცემა დაიწყეს: ასწავლეს მათ ეთიკის სისტემები, შემოიღეს პირველი ტაბუ... და ასე შექმნეს, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის მისაღები გარემო. და მხოლოდ ათასობით წლის შემდეგ, კაცობრიობამ, ბოლოს და ბოლოს, ამჟამინდელი სახე მიიღო. თავდაპირველად, უცხოპლანეტელებისთვის ადამიანებთან ურთიერთობა საინტერესო იყო. იმ ზომამდეც კი, რომ უკვე ჰიბრიდული ადამიანები, ანუ «ნახევრადღმერთები» იბადებოდნენ. ე. წ. «ცისფერი სისხლის» ისტორიაც სწორედ იქიდან დაიწყო — ისინი უცხოპლანეტელების და მათ მიერ შექმნილი, ადამიანების მემკვიდრები იყვნენ, — «არისტოკრატები», რომლებიც კონკურენციას უცხოპლანეტელებს უწევდნენ. განსაკუთრებით, თავდაპირველად. ექსპერიმენტმა კონტროლიდან გამოსვლა დაიწყო და თავად უცხოპლანეტელები გახდნენ მისი უნებლიე მონაწილეები. მაშინ მათ, დედამიწაზე კატაკლიზმები გამოწვევის და «ცისფერსისხლიანი» ცივილიზაციის გაანადგურების გადაწყვეტილება მიიღეს... თითქმის ყველა ამოწყდა, რამდენიმე ათეული «ნახევრადღმერთის» გარდა. მათი სისხლი, თანდათანობით, სხვა ადამიანების სისხლს შეერია და «უზენაეს» ძალებთან ბრძოლის უნარი დაკარგეს. მას შემდეგ, უცხოპლანეტელებმა ადამიანებთან ახლოურთიერთობა შეწყვიტეს. პირდაპირი კონტაქტები სრულად გამორიცხეს, რომ წარსულის შეცდომები არ განმეორებულიყო. თუმცა, ჩვენზე დაკვირვება გააგრძელეს... სწორედ ამიტომ, ჩვენ, დროდადრო, ამო–ს თვითმხილველები ვხდებით და როგორც წესი, ეს დიალოგის გარეშე ხდება. ხოლო, თუ ასეთ რამეს ადგილი აქვს — ეს მეტად უჩვეულო და ნაკლებად დამაჯერებელი ხერხით ხდება... თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ჩვენ და კიდევ 3 სხვა — ოთხი მთვარის ცივილიზაცია ელ–ტოროს არტიფაქტები — აცტლანის ცივილიზაციის კვალი ყველაზე ძველი ცივილიზაცია და იმპერია კაცობრიობის ისტორიაში ატლანტიდის მეტოქე — რამას იმპერია უძველესი არტიფაქტები, ანუ რაზე დუმს ოფიციალური ისტორია 922 3-ს მოსწონს
|