საზოგადოებრივი უძველესი არტიფაქტები, ანუ რაზე დუმს ოფიციალური ისტორია 2021, 22 ივლისი, 9:31 ძველი ლეგენდების მიხედვით, ადრე დედამიწაზე ღმერთები ცხოვრობდნენ. ისინი კლდეს ისე ჭრიდნენ, როგორც ჩვენ, კარაქს. მათ უდიდესი ქალაქები და პირამიდები ააშენეს და ადამიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არაერთი ცოდნა გაუზიარეს. ძნელად წარმოსადგენია, ამდენი პირამიდის ასაშენებლად, რა რაოდენობის მასალა იქნებოდა საჭირო... თან, როგორი მასალა – დამუშავებული და ერთმანეთზე ზუსტად მორგებული ბლოკები. დამუშავებას თავი რომ დავანებოთ, ამ ქვების მოპოვება და კლდიდან ჩამოჭრაც ხომ საჭირო იყო? ან რამდენი ადამიან იყო საჭირო, ამხელა ქვების კლდიდან ჩამოსატეხად?.. ან იქნებ, ბევრი ადამიანი საჭირო არც იყო და მაშინ კლდეს ისე ჭრიდნენ, როგორც დღეს გრანიტს ჭრიან? აქ წარმოდგენილ სურათებზე ნაჩვენებია, რომ კვეთა გარკვეული კუთხით ხდებოდა, ან იქნებ ეს ყველაფერი ბუნების «ნახელავია»?.. მაშინ რაღა უნდა ვთქვათ კლდეში ნაკვეთ ტაძრებზე და ქალაქებზე?
არანაკლებ საინტერესოა კლდეში ნაკვეთი სვეტები და ჭაბურღილის ფორმის, იდეალური ღრუები. რისთვის იყო საჭირო ასეთი ტიტანური სამუშაოს გაწევა (ტიტანური ჩვენი გაგებით, რადგან ასეთი ფორმების მარტივად შესაქმნელად, ამჟამად, შესაფერისი ხელსაწყოები არ არსებობს)? იქნებ ისეთი ტაძრების ასაგებად, როგორიც ეგვიპტეშია? მაგ., ეს სვეტები – სავარაუდოდ, ერთი ნატეხი კლდიდან არის გამოკვეთილი. დღეს ასეთი სვეტის გამოთლა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი, ძალიან რთული იქნება... და ეს ყველაფერი, ჩვენი ცივილიზაციის გარიჟრაჟზე იყო გაკეთებული? არხის სხვა სიახლეები:1. ფაშიზმის აგონია – როგორ ცდილობდნენ გერმანელი მაღალჩინოსნები მოლაპარაკების წარმოებას, ჰიტლერის ზურგს უკან 3. ადამიანი, რომელმაც მიწისქვეშა სამყარო და ცივილიზაცია იხილა. რიჩარდ ბერდის საიდუმლო დღიური 6. ჭარბი წონის «წამალი», რომელიც დაუფასებელია დიეტოლოგების მიერ. ბანანის დიეტა 1079 7-ს მოსწონს
|