x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ახალგაზრდა პოეტი , ხელოვანი - ილია ჩხარტიშვილი
პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ ჩემი თავი . მე ვარ ნანა მგალობლიშვილი, 43 წლის, ქ.თბილისიდან, მუსიკოსი, ლექტორი . რატომღაც ამ ბოლო დროს ვინტერესდები ახალგაზრდა ადამიანების შემოქმედებით და ხელოვნებით, ამიტომ, მოვიწვიე ახალგაზრდა პოეტი და ხელოვანი ილია ჩხარტიშვილი.imageილია ჩხარტიშვილი 18 წლის, ქ.ფოთი, დაამთავრა ქ.ფოთის N4 საჯარო სკოლა და აქტიურად უძღვება წუთისოფელს . ამ ადამიანით ძალიან დავინტერესდი, იმიტომ რომ იშვიათია ასეთი ახალგაზრდების აღმოჩენა და შემცნობა.

"უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის, ჩემთვის სტიმულის მომცემია და დარწმუნებული ვარ ეს ინტერვიუ(სტატია) გაამრავალფეროვნებს ჩემს ცხოვრებასა და პიროვნულ მეს. მე ვარ ილია ჩხარტიშვილი 18 წლის ქ.ფოთიდან, ხელოვანი, შემოქმედი, პოეტს ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს, რადგან იყო პოეტი ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.ვწერ ლექსებს ჩემთვის, სამოყვარულო დონეზე... ასე რომ ვერ ვუწოდებ ჩემს თავს ე.წ პოეტს.. მინდა აღვნიშნო რომ ჩემი ცხოვრება ვერ იქნება მზესავით ნათელი ხელოვნების გარეშე."

1) ილია მომიყევით როდის დაინტერესდით პოეზიით? როგორც ვნახე დიდი გამოხმაურება აქვს თქვენს ვიდეოებს და აქტიურად ხართ ჩართული სოციალურ ქსელებში.

- კარგი კითხვაა. რამდენიმე თვეა რაც პოეზიის ინტერესში ვარ. ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და ჩემმა შინაგანმა მემ შემომძახასავით რომ "ილია შენ პოეზიას უნდა გაჰყვე" .. ვიცი შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ სიმართლეა. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს : დიახ აქტიურად ვარ ჩართული ამა თუ იმ სოციალურ ქსელებში მაგ:(ინსტაგრამზე, ფეისბუქზე).მინდა ხალხს გავუზიარო ჩემი შემოქმედებით მხარე და სიამოვნება მივანიჭო. ხალხისგან დადებით ემოცია მოდის, რაც მე ძალიან მსიამოვნებს და დადებითი მუხტით მავსებს.


2) ილია აპირებთ თუ არა კრებულის გამოცემას მომავალში? .. ლექსების წერა როდის დაიწყეთ?

- ჯერჯერობით მიზნად არ მაქვს დასახული კრებულის გამოცემა, რადგან უნდა გავაუმჯობესო ჩემი შემოქმედებითი მხარე და განვითარდე ხელოვნების მხრივ. “ ადამიანი სანამ რაიმეს დაისახავს მიზნად, ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიმცნოს და განავითაროს"... რაც შეეხება ლექსების წერას : ლექსების წერა დავიწყე თქვენდა გასაკვირვად რამდენი კვირაა, ერთ დღეს უეცრად თავში გამიელვა მუზამ და მომესურვა ლექსის დაწერა ... ესეც ჩემი პირველი ლექსი :

“დაწერე თამამად
დატვირთე ფურცელი
იარე ამაყად
იყავი უცვლელი,
ორიოდ წამით
გაშალე ფურცლები
მოიხმე ლამაზად
იყავი უთვლელი,
სიძუნწე უქმნელის
სილაღე მუზების
ჰაერი ერების
პროზა კი უცვლელი,
დაწერე ლამაზად
განცდა გვაქვს უთვლელი
არ გიღირს არაფრად,
არ იყო უზრდელი! “ ❤
დიდი მადლობა ილია ინტერვიუსთვის . წარმატებებს გისურვებთ მომავალში და ხელოვნების სფეროშიც . კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ! მიხარია რომ ასეთ ახალგაზრდები არსებობს დღევანდელ ეპოქაში და აქტიურად არიან ჩართულნი ხელოვნების დარგში... !
image
0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ნანა მგალობლიშვილი
ნანა მგალობლიშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0