საქართველო ამ ქვეყანაში ყველა დიდი ადამიანი სიმართლის თქმას შეეწირა 2021, 9 აგვისტო, 0:41 აგვისტოში დახვრიტეს მიხეილ ჯავახიშვილი. ამ ქვეყანაში ყველა დიდი ადამიანი სიმართლის თქმას შეეწირა. მიხეილის უმცროსი ქალიშვილი რუსუდანი: „დედაჩემი მეუღლის სიკვდილის პროტესტის ნიშნად სიცოცხლის ბოლომდე სახლიდან არ გამოვიდა, ამით უპასუხა მაშინდელ საზოგადოებას!“ ღალატს, ორგულობას, დასმენებს ყოველთვის ჰქონდა ქართველობაში გასავალი! ბერია! ის პირადად აწამებდა მიხეილ ჯავახიშვილს!!! ნაწამებს თურმე ისევ პატიმრები უვლიდნენ!
რატომ ვერ ვიტანთ ძლიერებს, პირში მთქმელებს?! ან სტალინი როგორ ენდობოდა ასეთ ავანტიურისტს?!
ლიქნი და დითირამბა გვართობს, სიმართლე გვაღონებს. ყველას ასე გვირჩევნია და იმიტომ.
121 შეფასება არ არის
|