x
image
თუთიკო ბერძენა
ამ ქვეყანაში ყველა დიდი ადამიანი სიმართლის თქმას შეეწირა
image
აგვისტოში დახვრიტეს მიხეილ ჯავახიშვილი. ამ ქვეყანაში ყველა დიდი ადამიანი სიმართლის თქმას შეეწირა. მიხეილის უმცროსი ქალიშვილი რუსუდანი: „დედაჩემი მეუღლის სიკვდილის პროტესტის ნიშნად სიცოცხლის ბოლომდე სახლიდან არ გამოვიდა, ამით უპასუხა მაშინდელ საზოგადოებას!“
ღალატს, ორგულობას, დასმენებს ყოველთვის ჰქონდა ქართველობაში გასავალი! ბერია! ის პირადად აწამებდა მიხეილ ჯავახიშვილს!!! ნაწამებს თურმე ისევ პატიმრები უვლიდნენ!
რატომ ვერ ვიტანთ ძლიერებს, პირში მთქმელებს?! ან სტალინი როგორ ენდობოდა ასეთ ავანტიურისტს?!
ლიქნი და დითირამბა გვართობს, სიმართლე გვაღონებს. ყველას ასე გვირჩევნია და იმიტომ.
0
121
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0