სხვა ჰეროსიმას და ნაგასაკის შავი ჩრდილები 2021, 9 აგვისტო, 8:39 ადამიანების და საგნების შავი ჩრდილები მრავლადაა ტროტუარებსა და შენობებზე, იაპონიის იმ ქალაქებში, სადაც 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ატომური ბომბების აფეთქება მოხდა. სავსებით შესაძლებელიაა, რომ ეს ჩრდილები, ადამიანის სიცოცხლის უკანასკნელი მომენტის ანასახიც კი იყოს... მაგრამ, როგორ გაჩნდა? როგორც ალბუკერკეს (ნიუ-მექსიკოს შტატუ, აშშ) ბირთვული მეცნიერებისა და ისტორიის ეროვნული მუზეუმის საპატიო რწმუნებულმა და ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის რადიოლოგიის პროფესორმა მაიკლ ჰარტშორნმა განმარტა, — ატომური ბომბის აფეთქებს დროს, აფეთქების კერიდან, სინათლის უზარმაზარი ინტენსივობის ნაკადი და სითბო ვრცელდება. ხოლო, ადამიანები და ნივთები, ამ ენერგიას შთანთქავენ, რითაც მათ უკან მდებარე ობიექტებს, გამოსხივებისგან იცავენ. შედეგად, ატმოსფეროში გაბნეული სინათლე, «ჩრდილის» ირგვლივ, ნაგებობის ფასადს ათეთრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს საშინელი ჩრდილები, დღეს იმ ფერის არის, როგორიც ტროტუარები და შენობა–ნაგებობები აფეთქებამდე იყო. უბრალოდ, დანარჩენი ზედაპირის გახუნება მოხდა, ხოლო ობიექტის თავდაპირველმა ფერმა, ჩრდილის სახე მიიღო. აქვე გთავაზობთ მოკლე მოთხრობას ყველაზე უიღბლო ადამიანის შესახებ, რომელიც ატომური ბომბის აფეთქების მსხვერპლი 2–ჯერ გახდა: მთელს სხეულში საშინელი ტკივილის გამო გავიღვიძე. თვალი გავახილე და ჩემს საწოლთან მედდა დავინახე. — ბატონო ფუჯიმ, — მითხრა მან, — ძალიან გაგიმართლათ, თქვენ, 2 დღის წინ, ჰეროსიმას დაბომბვისას გადარჩით. მაგრამ, ახლა საავადმყოფოში ბრძანდებით და აღარაფერი გემუქრებათ. დასუსტებისგან ცოცხალ-მკვდარმა, ვიკითხე: — ახლა, ახლა სად ვარ? — ნაგასაკში, — მიპასუხა მან ალენ ე. მაიერი «უიღბლობა»
111 3-ს მოსწონს
|