x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იაპონიის ეკონომიკური სასწაული

«იაპონიის ეკონომიკური სასწაული» — იაპონიასთან დაკავშირებული ეს სიტყვათა წყობა ყველას გაუგია, მათ შორის, იმათაც კი, ვისაც ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს. მაგრამ როგორ ხსნის ადამიანების უმრავლესობა იაპონიის ასეთ წარმატებას? ისინი ამბობენ: «იაპონელებს ყველაფერი კარგი აქვთ იმიტომ, რომ ისინი ბევრს მუშაობენ». მაგრამ ეს ხომ ძალიან ზერელე და პრიმიტიული განმარტებაა? თუ იაპონური ეკონომიკის ფენომენს უფრო ყურადღებით განვიხილავთ – ჩვენ არაერთ საინტერესო ფაქტს აღმოვჩენთ.

image

კაპიტულაციაზე ხელის მოწერის მომენტისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიის ეკონომიკის დონე დაცემული და გაკოტრებული იყო. მისი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა მთლიანდ მოშლილი, ხოლო ქალაქები, დაბომბვის გამო, ნანგრევებად იყო ქცეული, ამასთან, ორ მათგანში – ატომური ბომბების აფეთქება მოხდა.

და რა? გასული საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდში, იაპონიის ეკონომიკამ სტაბილური ზრდის ტენდენციები აჩვენა, ხოლო 70-იანი წლების ბოლოს, ამერიკის საქმიან წრეებში, განგშის ზარი ჩართეს, იაპონიის მზარდი ეკონომიკის გამო. 80-იანი წლების ბოლოს, იაპონია ეკონომიკის დონით, მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა.

imageI. ეკონომიკის ასეთი ზრდა შეუძლებელი იქნებოდა, თუ ყოველი სამუშაო დღე, ყოველი იაპონელისთვის, რომელიც მუშაობდა პატარა ორგანიზაციაში, დიდ კომპანიაში თუ საწარმოოში, სტაბილური მომავლის რწმენით არ იქნებოდა გამაგრებული. ამ იმედს საფუძვლად ედო იაპონური საზოგადოების განსაკუთრებული ფსიქოლოგია. იაპონელებისთვის მომავლის რწმენისა და კეთილდღეობის გარანტია, მაღალი ხელფასი და გაწეული შრომის შესაფერისი ანაზღაურება არის. ყოველი იაპონური ოჯახი, ყოველთვიურად, შემოსავლების მეხუთედს ბანკში ინახავს. სწორედ ეს არის იაპონიის ეკონომიკის განვითარების ძლიერი ბერკეტი, იაპონიის ხელისუფლების ხელში!

image

II. ფიგურალურად შეიძლება ითქვას, რომ იაპონური ცათამბჯენები ბრინჯის მინდვრებზე დგას. კლასიკური იაპონური ეკონომიკის მართვის ქვაკუთხედს კოლექტიურობა წარმოადგენს. წარსულში, როდესაც ბრინჯის მინდვრის დამუშავება იმდენად მძიმე იყო, რომ ერთი ოჯახის შესაძლებლობას აღემატებოდა, დასახმარებლად მთელი სოფელი მიდიოდა. შრომით კოლექტივებში, ჯგუფური ინტეგრაციის თვისება დღესაც შენარჩუნებულია – ეს რეალურად ერთი დიდი ოჯახი არის.

imageII. საშუალო ზომის იაპონური კომპანიების ნაწილი და ზოგიერთი მსხვილი კორპორაცია, იყენებს ე. წ. «სასიცოცხლო დასაქმების» პრაქტიკას. ახალგაზრდ, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კომპანიაში ეწყობა, იქ მისი კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება-განვითარება ხდება და ეს ადამიანი, ამ ორგანიზაციაში, საპენსიო ასაკამდე მუშაობს. მან იცის, რომ თავის სამუშაოს არავითარ შემთხვევაში არ დაკარგავს. სტაბილური მომავლის რწმენა მასში მადლიერების გრძნობას იწვევს «თავისი» კომპანიის მიმართ, რაც ადამიანის შრომის ნაყოფიერების ამაღლებას იწვევს.
imageIII. «სასიცოცხლო დასაქმებას» დამატებული ოჯახური ურთიერთობა, აჩენს ძლიერ პატერნალიზმს (ლათ. paternus – ურთიერთობა, რომლის დროსაც ხელისუფლება (ამ შემთხვევაში, დამსაქმებელი) უზრუნველყოფს მოქალაქეების (მომუშავე პერსონალის) მოთხოვნილებას და სანაცვლოდ, დასაქმებულები უფლებას აძლევენ, უკარნახონ მათ, ქცევის წესები. გარდა ამისა, ასეთი ურთიერთობის დრის, მოქმედებს მომუშავე პერსონალის წახალისების სისტემა, რაც სხვადასხვა რაოდენობის დაბალპროცენტიანი სესხების და გრანტების გაცემაში გამოიხატება). ასაკითა და თანამდებობით უფროს-უმცროსობის პატივისცემის წესები, იაპონელებს სისხლში აქვთ. ეს მათი ეროვნული ტრადიცია არის. თანამდებობით უფროსის ვალდებულებაა, მუდმივად თვალი ადევნოს და დახმარება გაუწიოს, მასზე დაბალი თანამდებობის პირს. ასე უზრუნველყოფენ კარიერულ ზრდას, გამოცდილების გადაცემას და თაობათა შორის ძლიერ კავშირს კომპანიებში და საერთოდ, ეკონომიკაში.

imageIV. იაპონური მენეჯმენტის ქვაკუთხედის მეოთხედს წარმოადგენს – ტოტალური კონტროლი წარმოებულ პროდუქციაზე, მისი წარმოების ყველა სტადიაზე. და რადგან იაპონიაში სამუშაო კოლექტივი, იგივე «ოჯახი» არის, თუ ერთი მუშა შეცდომას დაუშვებს და წუნიან პროდუქციას გამოუშვებს, პასუხისმგებელი ყველა არის. და ეს რომ არ მოხდეს, ყოველი თანამშრომელი მაქსიმალურად კეთილსინდისიერად მუშაობს და საკუთარ თავს თვლის ერთადერთ ადამიანად, პასუხისმგებელს საკუთარ ნამუშევარზე. რადგან «ოჯახის» შერცხვენა და მისი ცუდ მდგომარეობაში ჩაგდება — დაუშვებელია.
imageV. საინტერესოა იმის ახლოდან გაცნობა, თუ როგარ არის ორგანიზებული ტიპიური იაპონური საწარმო. ეს ფაქტიურად, სამსაფეხურიანი პირამიდის მსგავსი კონსტრუქციაა. რომლის საფუძველში – რიგითი მუშები არიან. მათ თავზე (II საფეხური) – მმართველობის საშუალო რგოლი არის, რომელიც სამი ჯგუფისგან შედგება: განყოფილების გამგეები, სექტორის გამგეები და თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მუშების ხელმძღვანელები არიან. პირამიდის დამაგვირგვინებელი ნაწილი, უმაღლესი ადმინისტრაციული ორგანო არის. იაპონელი ეკონომისტები თვლიან, რომ ასეთი სტრუქტურა ყველაზე მობილური და ნაკლებად ბიუროკრატიული არის.
image

VI. როგორც ცნობილი არის, იაპონია ძალიან ღარიბია ბუნებრივი რესურსებით. ამან დიდი დაღი დაასვა ქვეყნის ეკონომიკას. ეს იმაში გამოიხატება, რომ თუ ორგანიზაცია (საწარმო) მოგების გარეშე მუშაობს, დანაშაულს ჩადის საზოგადოების წინაშე, რადგან ის მატერიალური და შრომითი რესურსები, რომელიც ამ ფირმაში იხარჯება, შეიძლება უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული სხვა ადგილზე და ამიტომ, ასეთ ორგანიზაციები იხურება.

image

VII. გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია, რომელსაც მუდმივად მიჰყვება იაპონიის ხელისუფლება, ეფუძნება ენერგეტიკული რესურსების ეკონომიურ გამოყენებას, კონკურენტუნარიანობის მაღალ დონეს, იაპონელების შინაგან მოთხოვნილებას ფეხი აუწყონ სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს. და ეს სტრატეგია, ასევე არის მთავარი თვისება იმისა, რასაც «იაპონიის ეკონომიკური სასწაული» ჰქვია.

image

2
2357
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2357
  
2016, 17 იანვარი, 19:27
მთავარი გამორჩათ , როცა იაპონიის ეროვნული ვალუტა აი ზუსტად ისეთ დღეში იყო , როგორიც დღეს ლარია , რა გაკეთა მთავრობამ და საზოაგადოებამ !
2016, 12 იანვარი, 23:08
იაპონელებისთვის მომავლის რწმენისა და კეთილდღეობის გარანტია, მაღალი ხელფასი და გაწეული შრომის შესაფერისი ანაზღაურება არის. მან იცის, რომ თავის სამუშაოს არავითარ შემთხვევაში არ დაკარგავს. (ასეა იაპონიაში.) იმუშავეთ ვირებო ჭამეთ ბრიგადირებო (პარლამენტარები, მთავრობა და ა.შ.) ასეა საქართველოში სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ქართული ეკონომიკური სასწაული. საარსებოდ საჭიროა 250 ლარი პენსიაა 160 ლარი დანარჩენი საიდან მოდის ხ.ე.ზ.
0 1 2