x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ჭარბი წონის მოცილება და ორგანიზმის გაწმენდა ერთდროულად — დიეტა 2 X 1-ში

შვრიის ფაფა დიდი რაოდენობით წებოვან ცილებს შეიცავს, რომელიც კუჭში მოხვედრისას, მის ლორწოვან გარსს, თხელი აპკივით ეკვრება და ადამიანს დანაყრების შეგრძნება უჩნდება. შედეგად, დამატებითი კალორიების მიღების სურვილი ქრება. ამ თვისების გამი, შვრია შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვისაც გახდომა უნდა. აღნიშნული თვისების გარდა, შვრიის ფაფას კიდევ ერთი დადებით თივისება აქვს – ის ნაწლავების სკრაბია. თუმცა, მისი რეცეპტი, ჩვეულებრივი რეცეპტისგან, განსხვავებულია:


image

ინგრედიენტები:


შვრიის ფანტელები — 5 ს. კ.
ანადუღარი ცივი წყალი — 5 ს. კ.
რძე — 1 ს. კ. (ან ნაღები — 1. ჩ. კ.)
თაფლი — 1 ჩ. კ.
ნიგოზი* (ან თხილი) — 10 ლებანი (5 ც. კაკალი)


მომზადება და მიღების წესი:


ძილის წინ, ფაიფურის პატარა თასში მოათავსეთ შვრიის ფანტელი და დაასხით წყალი (დილითაც შეიძლება, 15-20 წთ–თი დალბობა) > დილით დაამატეთ რძე ან ნაღები, თაფლი და ნიგოზი > ყველაფერი კარგად აურიეთ.

სკრაბი, მიღების დროს, საფუძვლიანად დაღეჭეთ.


ეს მნიშვნელოვანია!


I. ნაწლავების სკრაბის მიღება საჭიროა დილით, აუცილებლად უზმოზე, 6–დან –8 სთ–მდე. წყლის დაყოლება არ შეიძლება. სასურველია, თუ ფაფის მიღებამდე, 15-20 წუთით ადრე, 1-2 ჭიქა წყალს ან სუსტს, უშაქრო ჩაის დალევთ.

II. ფაფის მიღების შემდეგ, 3 სთ–მანძილზე არ შეიძლება არც რამის დალევა და არც საკვების მიღება. ხოლო, საუზმეზე, ყველაფრის მირთმევა შეგიძლიათ... და თან, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

III. დღის მანძილზე, 2 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოთ.
IV. წასახემსებლად, მხოლოდ დაბალკალორიული პროდუქტები გამოიყენეთ.
V. ძილის ხანგრძლივობა 7 სთ–ზე ნაკლები არ უნდა იყოს.


სკრაბის მიღების ხანგრძლივობა ორგანიზმის მდგომარეობაზეა დამოკიდებული:

თუ ზედმეტ წონასთან დაკავშირებით, პრობლემა არა გაქვთ, ნაწლავების გასაწმენდად და ორგანიზმის წესრიგში მოსაყვანად, მიიღეთ ფაფა კვირაში 2-ჯერ.

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმის გაწმენდასთან ერთად, ჭარბი წონის დაკლებაც გინდათ, მაშინ ფაფა ყოველდღიურად, 1 თვის მანძილზე უნდა მიიღოთ!
შემდეგ, 2 თვე დაისვენეთ და სკრაბი კიდევ 1 თვის მანძილზე მიიღეთ.



შედეგი კი ასეთი იქნება:


1 თვიანი «მკურნალობის» შედეგად, გაგიუმჯობესდებათ კანის სტრუქტურა (უფრო ელასტიური გახდება), შეგეცვლებათ სახის ფერი, გაგიმაგრდებათ თმა და ფრჩხილები, საგრძნობლად დაიკლებთ წონაში...


და რაც ყველაზე მთავარია, სკრაბს გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!


* კაკალი – ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მაგრამ, უმრავლესობამ მისი სწორედ მოხმარების წესი არ იცის და საბოლოო ჯამში, სასარგებლო თხილეულის ან კერძის ნაცვლად, მხოლოდ გემრიელობით მიღებული სიამოვნება გვრჩება, რადგან ნიგოზის პირდაპირ მოხმარების შემთხვევაშო, ჩვენი ორგანიზმი მისი სასარგელო მინერალების და ვიტამინების მხოლოდ მცირე ნაწილს ითვისებს. თუმცა, მოხმარების წინ, უმარტივესი პროცედურის ჩატარების შემთხვევაში, ნიგოზი მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოც იქნება. გაგრძელება >>>

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. 3 ძირითადი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს

2. მალე ბრილიანტის ფასი მკვეთრად დაეცემა!.. და ეს COVID-კრიზისს არ უკავშირდება
3. ის მაშველებს თითქმის 6 დღე ელოდა...

4. დაავადებები, რომელსაც ტყუილის თქმა, მატყუარობა იწვევს

5. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, ამ 7 პროდუქტის არსებობა საერთოდ უნდა დაივიწყოთ

6. 15 რამ, რაც ყოველდღიურად უნდა გავაკეთოთ


0
199
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0