x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
15 რამ, რაც ყოველდღიურად უნდა გავაკეთოთ

ზრდასრულმა ადამიანებმა კარგად ვიცით, რომ ზოგიერთი რამ, რისი გაკეთებაც გვეზარება, მაინც უნდა გავაკეთოთ... თან, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, რადგან ის დრო, როდესაც მშობლები იმაზე მიგვითითებდნენ, თუ რა უნდა გვეკეთებინა, წარსულს ჩაბარდა და ახლა საკუთარი ცხოვრება ჩვენს ხელშია...

ხოლო აქ, სიას წარმოგიდგენთ, რომელშიც ის ვალდებულებებია შესული, რომელიც ყოველმა ჩვენთაგანმა, ყოველდღიურად, უნდა გააკეთოს:


image


1. დილის საათებში დალიოთ 0, 5 ლიტრამდე წყალი. სასურველია, ახალგამოწურულ ლიმონის წვენთან ერთად.

2. სპორტს და ინტენსიურ ვარჯიშებს, დღეში 10-20 წუთი დაუთმეთ. უბრალო, შეიძლება ითქვას, საბავშო ვარჯიშები, მაგ., სახტუნაოთი, ხელს უშლის ლიმფის სტაგნაციას, ამცირებს შეშუპებას, იმასაც კი, რომელიც ვიზუალურად შეუმჩნეველია, შეამცირებს სხეულის მოცულობას და გარეგნობას უფრო «ახალგაზრდულ» იერს ანიჭებს.

3. საუზმეზე, რაც შეიძლება ხშირად, მოამზადეთ მწვანე კოქტეილი (მაგ., ვაშლით, ბანანით, ისპანახით და მდნარი წყლით). შეამცირეთ მოხმარებული შაქრის და ცხიმის რაოდენობა – ნაკლებად მიირთვით ნაყინი, რძიანი შოკოლადი და სხვა «გემრიელობები».

მიირთვით, უფრო მეტად, უმი საკვები და გამორიცხეთ კვების რაციონიდან კონსერვანტების შემცველი პროდუქტები.

4. გამორთეთ ყველა სახის მოწყობილობა (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი...), თუნდაც ერთი საათით.

5. რაც შეიძლება ხშირად ისეირნეთ ბუნებაში, პარკში ან მდინარის პირას.

6. რეგულარულად გამოივლეთ პირის ღრუში ზეთი, დაახლოებით, 15 წუთის მანძილზე. ეს მისი ჯანსაღად შენარჩუნების და კბილების გათეთრების საუკეთესო საშუალებაა. ამ პროცედურისთვის, განსაკუთრებით სასარგებლოა ქოქოსის ზეთი.

7. ყოველ დღე იფიქრეთ 5 რამეზე, რის გამოც, ამ ცხოვრების კმაყოფილი ხართ.
8. იკითხეთ წიგნები და უსმინეთ კლასიკურ მუსიკას. როგორც არაერთმა კვლევამ აჩვენა, ეს აზროვნების პროცესს აუმჯობესებს.

9. აჩვენეთ სიყვარული და დაფასება თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. ცხოვრება მეტად ხანმოკლეა საიმისოდ, რომ ის პირქუშობაზე და ბრაზზე დახარჯოთ. ერთმა ღიმილმა, კეთილმა სიტყვამ და კოცნამ (თუნდაც ჰაერში, დისტანციაზე), შეიძლება, დღე, მშვენიერად, მხოლოდ თქვენთვის კი არა, თქვენი ახლობლებისთვისაც აქციოს. ამ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებთ!..

10. 10–15 წუთი დალაგებას და დასუფთავებას დაუთმეთ. არ არის აუცილებელი სახლის ერთ დღეში დალაგება და მტვრის ტილოებით სიარული... მაგრამ, ყოველდღიური დალაგება, სახლში სისუფთავის და თავში წესრიგის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

11. ყოველდღიურად, დასახული მიზნისკენ, ერთი ნაბიჯი გადადგით, – გარკვეული მიმართულებით მუდმივი პროგრესი და ძალისხმევა, საკმარისად შორს წასვლის საშუალებას იძლევა.

12. შეისწავლეთ რამე ახალი. ტვინის დეგრადაცია იმ დღეს იწყება, როდესაც დღის მანძილზე, ახალი რამის გაგების საშუალება არ მოგეცათ... და შეეცადეთ, ამ დღის დადგომა, რაც შეიძლება გვიან მოხდეს.

13. შეეცადეთ, რომ ყოველ დღე, ერთი ადამიანი მაინც შეაქოთ (რა თქმა უნდა, დამსახურებულად). ამგვარად, თქვენთვის შეუმჩნევლად, წლის მანძილზე, 365 ადამიანს მიანიჭებთ ბედნიერებას, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის!

14. იურთიერთეთ, რეალურად და არა მონიტორით.

15. თავი ყველას სუპერგმირად მოაჩვენეთ მანამდე, ვიდრე მართლა სუპერგმირი არ გახდებით.


P.S. ბოლო პუნქტთან დაკავშირებით, ერთი ისტორია გამახსენდა, რომელიც თბილისში, ერთ–ერთი მარშუტის ავტობუსში მოხდა. მგზავრებს შორის ახალგაზრდა ქალი იყო, რომელიც ფეხზე იდგა. უეცრად მას იქვე მდგომმა მამაკაცმა ხელი მოჰკიდა და დაიძახა, რომ ცუდად იყო. ზოგმა ადგილი დაუთმო, ზოგმა წამალი მიაწოდა... მდგომარეობიდან ცოტა რომ გამოვიდა, ავტობუსის გაჩერება მოითხოვა, ამბობდა უნდა ჩავიდეო. ავტობუსი გაჩერდა და იქ მყოფი უამრავი ადამიანიდან, მასთან ერთად, მხოლოდ ერთი ქალბატონი ჩავიდა, რომელიც მისთვის სრულიად უცნობი იყო... დარწმუნებული ვარ, სხვებს ამის გაკეთება არც კი უფიქრიათ, რადგან ისინი სუპერგმირები არ იყვნენ!

სუპერგმირებად კეთილი საქმეები გვაქცევს, რომლის კეთება, დროთა განმავლობაში, ჩვევაში გადადის!

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. 3 ძირითადი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს

2. მალე ბრილიანტის ფასი მკვეთრად დაეცემა!.. და ეს COVID-კრიზისს არ უკავშირდება
3. სვასტიკა — რატომ გახდა ის ფაშიზმის სიმბოლო და როგორ დაიბადა გერმანული ნაციზმი და ანტისემიტიზმი

4. დაავადებები, რომელსაც ტყუილის თქმა, მატყუარობა იწვევს

5. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, ამ 7 პროდუქტის არსებობა საერთოდ უნდა დაივიწყოთ

6. მითები და რეალობა დეპრესიის შესახებ და დაავადების მკურნალობის გზები


0
465
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0