x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
3 ძირითადი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს

როგორც მედიკოსები და მეცნიერები ამტკიცებენ, ამ სფეროში, ხანგრძლივი კვლევის და დაკვირვების შედეგების რეზიუმირებას თუ გავაკეთებთ, სამი პუნქტი იკვეთება, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს.

ამრიგად, იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დიდხანს და ბედნიერაად (ჯანმრთელობა, ხომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა ქვეყანაზე) ვიცხოვროთ, საჭიროა:


image


საკვების ოპტიმიზირება


ყოველთვის, როდესაც დანაყრებას ან წყრვილის სურვილის დაკმაყოფილებას გადაწყვეტთ, იმაზე იფიქრეთ, თუ რა ხდება ორგანიზმში, ამ პროდუქტის მოხვედრის შემდეგ და რამდენად სასარგებლოა ის.

ქვემოთ ჩამოთვლილი, კიდევ 2 ფაქტორი, შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტორის მხოლოდ დანამატია და ამ სამ «ვეშაპს» შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის!!!


ძილის მაქსიმიზირება


imageთუ ცუდად გძინავთ, დაღლილი იღვიძებთ და არჩევანის წინაშე ხართ – დაძინებას, საძილე საშუალებით და ძილზე უარის თქმას შორის, არჩევანი ძილზე გააკეთეთ... და სულ ერთია, ამას როგორ შეძლებთ – მთავარია, დაიძინოთ! უძილობა ჯანმრთელობისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე საძილე საშუალებებზე დამოკიდებულება.


სტრესის მინიმიზირება


სიცილით, ირონიით, თვითირონიით, მედიტაციით, მოთმინების უნარით – სტრესისგან თავის დაცვა ნებისმიერი ხერხით უნდა მოახერხოთ. რაც უფრო მეტი ბარიერი იარსებებს სტრესისთვის, მით უფრო ხანგრძლივი, უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება სიცოცხლე.


P. S. აქვე გთავაზობთ სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია:


ცოტა ხნის წინ მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ხატვა თითოეული ჩვენგანისთვის სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, შესაბამისი უნარი გვაქვს თუ არა. ბევრმა ხატვა გატაცებად მხოლოდ იმიტომ არ აქცია, რომ საამისოდ, საკუთარ თავში შესაბამისი ნიჭი ვერ დაინახა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ხატვაზე უარის თქმით, ადამიანი ბევრს კარგავს. შესაძლებელია აღიარება ვერ მოიპოვოს და საკუთარი ნამუშევრები არავის აჩვენოს, მაგრამ აქ მთავარი არა შედეგი, არამედ თავად პროცესია. ეს კი, საცდელად ნამდვილად ღირს.

როდესაც ხატავთ, განსაკუთრებით საყვარელი მელოდიის თანხლებით, დრო ძალიან სწრაფად გადის, კონცენტრაცია მთლიანად პროცესისკენ არის მიმართული, რაც საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის.

imageკვლევის ავტორებმა, რომლის შედეგები ჟურნალ Art Therapy, Girija Kaimal, Kendra Ray, Juan Muniz-ია გამოქვეყნებული, ივარაუდეს, რომ შემოქმედებითი საქმიანობა მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესთან დაკავშირებულ ჰორმონის დონეს და ექსპერიმენტი ჩაატარეს.

მასში მონაწილე მოხალისეებს მათ მარკერები, წებო, ქაღალსი და სხვა სახის მასალები დაურიგეს, ყველაფერი, რაც კოლაჟების შესაქმნელად იყო საჭირო და უთხრეს, რომ 45 წუთში ნებისმიერი რაღაცის გაკეთება შეეძლო. კვლევამ აჩვენა, რომ ექსპერიმენტში მონაწილეების 75% მნიშვნელოვნად შეუმცირდა კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონე. და უნდა აღინიშნოს, რომ არანაირი კავშირი არ იყო, კორტიზოლის დონესა და ექსპერიმენტში მონაწილე პირების ხატვის უნარ-ჩვევებს შორის. ადამიანების უმრავლესობა, გამოცდილების მიუხედავად, დავალების შესრულების დროს, თავს ძალიან მშვიდად გრძნობდა.

თუ რთული დღე გქონდათ, რამე დახატეთ. ამასთან, საჭირო არ არის ხატვის შესწავლის კურსებზე სიარული. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა გამოგივათ. ნებისმიერ შემთხვევაში, დაძაბულობა მოგეხსნებათ და თავს უკეთესად იგრძნობთ. imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. თვითმკვლელობა ორგანული დაავადების შედეგია, რომლის გაკონტროლება შესაძლებელია

2. მალე ბრილიანტის ფასი მკვეთრად დაეცემა!.. და ეს COVID-კრიზისს არ უკავშირდება
3. სვასტიკა — რატომ გახდა ის ფაშიზმის სიმბოლო და როგორ დაიბადა გერმანული ნაციზმი და ანტისემიტიზმი

4. დაავადებები, რომელსაც ტყუილის თქმა, მატყუარობა იწვევს

5. როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად და ეფექტურად

6. ჭარბი წონის «წამალი», რომელიც დაუფასებელია დიეტოლოგების მიერ. ბანანის დიეტა


0
232
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0