x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
დუკანის 7 დღიანი დიეტა - იგი აუცილებლად ორშაბათს უნდა დაიწყოთ...
image


დუ­კა­ნის პირ­ვე­ლა­დი დი­ე­ტის მსგავ­სად, დი­ე­ტის ამ ვა­რი­ან­ტშიც აკ­რძა­ლუ­ლი და დაშ­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი უც­ვლე­ლია. დი­ე­ტა იწყე­ბა ორ­შა­ბათს და კვი­რას მთავ­რდე­ბა. მომ­დევ­ნო კვი­რას იმე­ო­რებთ ყვე­ლა­ფერს ისე­ვე, რო­გორც პირ­ველ კვი­რა­ში და ასე გრძელ­დე­ბა, სა­ნამ სა­სურ­ველ შე­დეგს არ მი­აღ­წევთ. დი­ე­ტა აუ­ცი­ლებ­ლად ორ­შა­ბათს უნდა და­ი­წყოთ.


მთე­ლი დი­ე­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია:


- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 1.5 ლიტ­რი წყლის და­ლე­ვა;



- შვრი­ის ქა­ტოს მი­ღე­ბა


– დღე­ში 1.5 ს/კ (შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით, მათ შო­რის, გა­მო­ა­ცხოთ პური)


- დღე­ში 30 წუთი ფე­ხით სი­ა­რუ­ლი


ორ­შა­ბა­თი


მი­ირ­თმევთ მხო­ლოდ ცი­ლო­ვან პრო­დუქ­ტებს, რაც შე­ტე­ვის დღე­ებ­შია დაშ­ვე­ბუ­ლი. რო­გორც პირ­ვან­დელ დი­ე­ტა­ში, აქაც შე­უ­ზღუ­და­ვია რა­ო­დე­ნო­ბა და ჭა­მის სა­ა­თე­ბიც არ გაქვთ გან­სა­ზღვრუ­ლი. არ უნდა და­გა­ვი­წყდეთ ქატო 1, 5 კოვ­ზი, 1, 5 ლ წყლის და­ლე­ვა და მი­ნი­მუმ 30 წუთი ფე­ხით სი­ა­რუ­ლი, შე­გიძ­ლი­ათ დღის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში 15-15 წუთი ისე­ირ­ნოთ!


სამ­შა­ბა­თი


ორ­შა­ბათს დაშ­ვე­ბულ პრო­დუქ­ტებს ემა­ტე­ბა ბოსტნე­უ­ლი, რაც მე­ო­რე ფა­ზა­შია დაშ­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა საკ­ვე­ბის­გან რო­გორ კომბნა­ცი­ას გა­ა­კე­თებთ, მთა­ვა­რია მი­ი­ღოთ ბოსტნე­უ­ლი და ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი!


ოთხშა­ბა­თი


ორ­შა­ბათ­სა და სამ­შა­ბათს დაშ­ვე­ბულ პრო­დუქ­ტებს დღეს ემა­ტე­ბა ხილი, გა­მო­ნაკ­ლი­სია, ბა­ნა­ნი, ყუ­რძე­ნი, ჩი­რე­უ­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რი ხილი სირო­ფის სა­ხით და თხი­ლე­უ­ლი. შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ გა­ყი­ნუ­ლი ხილი ან კომ­პო­ტი, თუ არ აქვს შა­ქა­რი და­მა­ტე­ბუ­ლი. ხი­ლის რა­ო­დე­ნო­ბა შე­უ­ზღუ­და­ვი არაა. მა­გა­ლი­თად შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ: ერთი პა­ტა­რა ჯამი მარ­წყვი ან ჟოლო ან 1 ცალი ფორ­თო­ხა­ლი, 2 ცალი მან­და­რი­ნი, 2 ცალი სა­შუ­ა­ლო ზო­მის კივი, 1 ცალი სა­შუ­ა­ლო ან დიდი ზო­მის ვაშ­ლი. ეცა­დეთ, რომ ხილი სა­ღა­მოს მი­ირ­თვათ, რად­გან ხილ­ში შე­მა­ვა­ლი ფრუქ­ტო­ზა ხელს უწყობს კარგ ძილს...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა



1
1195
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1195
  
2021, 20 აპრილი, 22:45
ძალიან ძვირადღირებული დიეტაა :( მაგრამ ეფექტური
0 1 1