x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ის მაშველებს თითქმის 6 დღე ელოდა...

როდესაც საქმე სიცოცხლეს ეხება, ცოცხალი ორგანიზმების უმრავლესობა და მათ შორის ადამიანი, ყველაფერს გააკეთებს, რომ გადარჩეს. ხან ისეთი ექსტრემალური, უჩვეულო და რთული სიტუაცია იქმნება, რომ კარდინალური გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო. აქ სწორედ მსგავს შემთხვევებზე და იმ ადამიანებზე მოგიყვებით, რომლებმაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად, საკუთარი სხეულის ნაწილზე თქვეს უარი. თუმცა, უარსაც გააჩნია... ერთია, როდესაც ადამიანს აძინებენ და ნარკოზის ქვეშ აჭრიან სხეულის ნაწილს და მეორე – საღ გონებაზე და გაუტკივარების გარეშე... თავად რომ აკეთებს ამას.


image


აარონი რალსტონი ჩვეულებრივი ბავშვი იყო, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად დენვერში (კოლორადოს შტატი) გადავიდა და მთების სილამაზით მოხიბლულმა ბიჭუნამ, მათი დაპყრობა და შესწავლა გადაწყვიტა. საბოლოო ჯამში, ის ალპინისტი და თავგადასავლების მაძიებელი გახდა.

2003 წ. რალსტონმა იუტას შტატის სამხ-დას–ში მდებარე შორეული მთა-გორიანი უდაბნოს გადაკვეთა გადაწყვიტა და ეს წარმოუდგენელი ისტორია სწორედ მაშინ მოხდა. აარონი კლდის ნაპრალში ჩავარდა და ზემოდან მძიმე ქვა დაეცა, რომელმაც ხელი გაუჯეჭყა და კლდეზე მიაკრა. გაჭირვებაში მყოფმა ალპინისტმა დახმარება გამოიძახა და სელფიც კი გადაიღო...

მაგრამ, მაშველები არ ჩანდნენ. აარონმა მათ ლოდინში, 127 საათი გაატარა. ბოლოს მიხვდა, რომ რამე უნდა გაეკეთებინა... ის უფსკრულზე 18 მ. სიმაღლეზე ეკიდა და მხოლოდ ჯიბის დასაკეცი დანა ჰქონდა... და მან, თავის ცხოვრებაში, ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო: ჯერ კუნთები გადაიჭრა, შემდეგ ხელი ისე გადაატრიალა, რომ ძვალი გაეტეხა და კანიონის ფსკერზე დაეცა. საბედნიეროდ, დაცემისას, ქვედა კიდურები არ დაზიანებია. მან მოკვეთილი ხელი შეიკრა, სისხლისგან რომ არ დაცლილიყო და დახმარების საძებნელად წავიდა. უკაცრიელ უდაბნოში, 8 მილის გავლის შემდეგ, ის ვერტმფრენიდან მაშველებმა შენიშნეს, რომლებიც სწორედ მას ეძებდნენ და აარონი გადარჩა.


image


დღეს რალსტონი მწვრთნელია, მაგრამ მთების დაპყრობას ისევ აგრძელებს. ის მომხდარ უბედურ შემთხვევას, საყვარელი საქმის კეთებაში, ხელის შეშლის უფლებას არ აძლევს. ეს ადამიანი ცოცხალი ლეგენდაა, რომლის შესახებ, არაერთი დოკუმენტური და მხატვრული ფილმია გადაღებული. მათ შორის, ყველაზე ცნობილია — «127 საათი» (2010 წ.) არის. ფილმი ავტობიოგრაფიულია და იუტას მთებში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხება.

imageimageimageimageimageimageimage







0
315
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0