საქართველო რუსეთის კიდევ ერთი იდეოლოგი და პუტინისტი ლევ ლეშენკო საქართველოში იმყოფება 2021, 26 ივლისი, 4:56 საბჭოთა კავშირის რუსი მომღერალი ლევ ლეშენკო საქართველოში იმყოფება. ამის შესახებ მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავის გადაცემა "მთავარი აქცენტებში" ისაუბრა. "გუშინ, ლევ ლეშენკო იმყოფებოდა ბათუმში, რესტორან "ასკანელში", რომელიც სპეციალურად მისთვის დახურეს. დღეს, ლევ ლეშენკო ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო "პარაგრაფში". მისი მასპინძლები არიან სასტუმროს მეპატრონე ბიძინა ივანიშვილი, ასევე, პრემიერ-მინისტრის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი, ასევე, კახა კალაძის ფავორიტი პარლამენტში და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი - ბექა ოდიშარია, ეს ხალხი მასპინძლობს დღეს ამ კაცს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რომ უმღერის აფხაზურ ენაზე და ყველგან შესვლა, რომ აკრძალული აქვს, ყირიმის გამო უკრაინაშიც მათ შორის. არც ელარჯია საკმარისი, არც 20 ივნისი, მეტიც, მიზანდასახულად, დემონსტრაციულად ჩვენ გვაჩვენებენ, რომ ეს ქვეყანა ვართ ჩვენ, სადაც ლეშენკო ისვენებს და მას საქართველოს პარლამენტისა და პრემიერმინისტრის ოჯახის წევრები მასპინძლობენ. გამოუშვით ბატონი ლეშენკო, ნომრიდან, როდემდე უნდა გყავდეთ ჩაკეტილი, მაინც გადავიღებთ", - თქვა გადაცემაში გვარამიამ. ეს არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "პარაგრაფი", რომელიც შეკვეთილში მდებარეობს. მისი გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქვს 115 მეტრიანი ზღვაში შეჭრილი აუზი. ასე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არა თუ არ შემოუშვა საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის იდეოლოგი, არამედ განსაკუთრებული ფუფუნებით დახვდა. ეს არის ბექა ოდიშარიაეს არის ლექსო თამაზაშვილი, ირაკლი ღარიბშვილთან ერთადვლადიმერ პუტინი და ლევ ლეშენკო2018 წელი, როდესაც პუტინმა ლეშენკოს სამშობლოს ღირსების ორდენი გადასცა 182 1-ს მოსწონს
|