საქართველო ძალადობა კულტურის ნაწილი ხდება? 2021, 23 ივლისი, 17:25
საცირკო სანახაობისთვის ბილეთების შეძენა აღარ გვჭირდება, ტრაგიკომედიის საყურებლად თეატრებში ბილეთების შეძენა აღარ გვჭირდება. მთლიანად ცირკად იქცა ქვეყანა. ცხოვრება კი, როგორც ვხედავთ, ტრაგიკულ-კომედიური გვაქვს. ძალადობრივი ქმედებები კულტურის ნაწილი ხდება? ხვალ მოსწავლეები სიამოვნებით გამოსტაცებენ ხელიდან მასწავლებლებს ჟურნალებს, ცუდად რომ არ შეაფასონ ან როცა დასმულ კითხვაზე პასუხი არ ექნებათ. ხვალ სტუდენტები სიამოვნებით გამოსტაცებენ ლექტორებს კალმებს, ცუდი შეფასება რომ არ გააკეთონ. ხვალ სიამოვნებით გამოგლეჯენ ადამიანები მსახიობებს სცენას, მხატვრებს- ფუნჯებს, მუსიკოსებს - ინსტრუმენტს, არ მოგვწონხარო და მიდით, გაამტყუნეთ! დეპუტატები, მინისტრები პირადი მაგალითის მომცემი უნდა იყონ და არ უნდა გახდეს ტრენდული ძალადობით იმის მოგვარება, რაც ან ვინც არ მოგვწონს! ქართველებს გვაქვს უამრავი სიბრძნე და მათ შორის " თევზი თავიდან ტროლდება, მდინარე სათავიდან იმღვრევა", ის მასობრივი ძალადობები, მკცვლელობები, ყაჩაღობები და ძარცვები, რაც ქვეყანაში მომრავლდა, სწორედ იმის ამ ანდაზის გამოძახილია.
ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ფეისბუკი საკუთარ გვერდზე კულტურის მინისტრის მიერ ჟურნალისტისგან მიკროფონის მიტაცების ფაქტზე მოსაზრებას აქვეყნებს: "სინამდვილეში ძალიან საშიშია და სულ არა საღლიცინო. მას სტანჯავს მოძალადე მამის კომპლექსი, რომელიც ადამიანებს კანონის სახელით, სიკვდილით სჯიდა
მას სტანჯავს საკუთარი გარეგნობის კომპლექსი.
მას სტანჯავს საკუთარი მოღალატეობა(პოლიტიკური)
მას სჭირდება ძალაუფლება იმიტომ, რომ დაჩაგროს სხვა
ის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ძალაუფლება შეინარჩუნოს და ამის გამო მიდის ყველაფერზე !
მზადაა რომ გახდეს(და გახდა)ბიძინას ყმა !
სინამდვილეში კი ძალიან ცოდვაა და მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებს-იმიტომ, რომ ეს ბოღმა და ზიზღი მას შინაგანად ანგრევს !
თანაგრძნობას იმსახურებს იმიტომ, რომ ძალაუფლების გარეშე უბრალოდ ნულია და არც არავის ეხსომება("ეყვარება") ხვალ-ზეგ !!
და მან ეს მშვენივრად იცის- იმიტომაც ებღაუჭება ასე თანამდებობას !
უფლება რომ ჰქონდეს, კედელთან მიგვაყენებდა და დაგვხვრეტდა !" 130 2-ს მოსწონს |