სიახლეები ის მღვდლები, ვინც აცრის არგაკეთებისკენ მოუწოდებენ მრევლს, ექიმებში წასული არ დამანახოთ, იმკურნალონ მირონით-ბაია პატარაია 2021, 20 ივლისი, 12:39 უფლებადამცველი ბაია პატარაია კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიურ კატასტროფულ მატებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს: "წუხელ 26 ადამიანი იმსხვერპლა კორონამ, ხოლო 2 616 დაინფიცირდა.
ამ დროს აცრის საჭიროებას უბრალო ხალხი კი არა, ექიმების უმეტესობაც ვერ ხედავს - (რა დებილიზმი გვჭირს ამისთანა?!)
პირბადეს არავინ ატარებს, როგორც კი თბილისს გასცდები და აქაც არ ატარებენ ხეირიანად.
თქვენი არ ვიცი, და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში, სამეგობროში და სამსახურში პრაქტიკულად ყველა აცრილია, მაინც ინდივიდუალურად ვიღებ კარანტინისდროინდელ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს და თავად მოვერიდები ნებისმიერ თავყრილობას. აქციებზე კი ისედაც პირბადეებით დავდივარ ღია ცის ქვეშ.
ღარიბაშვილს ებარებოდეთ, ვისაც აცრის და მეცნიერების არ გჯერათ... ხოლო ის მღვდლები, ვინც აცრის არგაკეთებისკენ მოუწოდებენ მრევლს, ექიმებში წასული არ დამანახოთ, იმკურნალონ მირონით."
დღესვე ირაკლი ღარიბაშვილიმა მოსახლეობას მიმართა, რომ აიცრან.დღეში 11 ათასი აცრილი არასაკმარისია, მისი თქმით, თუ დღეში 20-30 აცრაზე თუ არ ავედით კიდევ ერთ დაკეტვას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს ყველა რესურსი საიმისოდ, რომ ვაქცინაცია სრულყოფილად ჩატარდეს.
გასულ 24 საათში დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 7.19% შეადგინა.გარდაიცვალა 26 ადამიანი.
171 6-ს მოსწონს
|