სხვა ინდუსმა ჩაძირვის საფრთხის ქვეშ მყოფი სპილო დაითანხმა ნაპირზე გასვლაში 2021, 19 ივლისი, 18:50 ინდოეთის ქალაქ ჯაიპურის ღირშესანიშნაობების დამთვალიერებელი ტურისტები გახდნენ მოქწმე, თუ როგორ დაითანხმა ინდოელმა მამაკაცმა ჩაძირვის საფრთხის ქვეშ მყოფი სპილო, რომ არ ჩავარდნილიყო პანიკაში და ნაპირისაკენ დაძრულიყო. ქალაქი ჯაიპური, ან "ვარდისფერი ქალაქი" დიდი ხანია, იზიდავს ტურისტებს თავისი ისტორიული ადგილებით. აქ ტურისტებს, ასევე, ხიბლავთ სპილოებით ლაშქრობა, სეირნობა. სამწუხაროდ, დატვირთული გრაფიკი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა სპილოების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის - სიგრილის ძიებაში ეს ცხოველები ტბის სიღრმეში შედიან. ბრიტანული გამოცემის, "მეილი დეილის" ინფორმაციით, ერთ-ერთ სპილოს, სახელად ანარკალსაც, მოუნდა გაგრილება და მაოტას ტბაში ღრმად შევიდა. ტურისტებმა ამის შესახებ სპილოს პატრონს დაუყოვნებლივ შეატყობინეს. იმ მომენტისათვის, როცა პატრონმა, არშად ალიმ წყალსაცავამდე მიაღწია, სპილო უკვე ჩაძირვას იწყებდა. არშადმა დასახმარებლად მეთევზეებს მიმართა. მათ ნავით მიიყვანეს პატრონი სპილომდე. მამაკაცმა სცადა სპილოსათვის დაეძახა, მაგრამ ანარკალი შიშისაგან გაშეშებული იდგა წყალში. მაშინ სასოწარკვეთილი არშად ალი სპილოს ზურგზე გადაახტა და ასე სცადა მისი დარწმუნება ნაპირისკენ გასვლის აუცილებლობაში. შეშინებულმა ცხოველმა დაუჯერა პატრონს და ნაპირისაკენ დაიძრა. პატრონმაც და სპილომაც ნაპირამდე მშვიდობიანად გამოაღწიეს. 286 შეფასება არ არის
|