ხშირ შემთხვევაში, კამათის ან დისკუსიის დროს საჭირო და უკეთესი პასუხი საუბრის ბოლოს გვახსენდება, როცა უკვე გვიანაა. წარმოგიდგენთ ფრაზებს, რომლებიც შეიძლება ასეთ სიტუაციაში დაგეხმაროთ:
1. არ შემაწყვეტინოთ - ბოლომდე მოუსმინეთ ჩემს თვალსაზრისს, შემდეგ კი თქვენსას მოვუსმენ- იმ შემთხვევაში, თუკი ხშირად გაწყვეტინებენ საუბრისას და აზრი გეკარგებათ.
2. თქვენი განცხადება არაფერზეა დაფუძნებული, ახსენით თუ შეიძლება- ამით ეჭვს შეატანინებთ საკუთარ აზრში იმ ადამიანებს, რომლებიც არგუმენტების გარეშე გეკითხებიან რამეს.
3. ჩემს კითხვას აიგნორებთ, იმიტომ რომ ვერ მიხვდით რას გეკითხებით? - ამ ფრაზის გამოყენება შეიძლება, თუკი თანამოსაუბრე დემონსტრაციულოად არ გაქცევთ ყურადღებას.
4. დიახ, მართალი ხართ, მაგრამ სულ სხვა მიზეზებით- ამ ფრაზის გამოყენება შეიძლება მაშინ, როდესაც პონენტს თავისი არგუმენტის დასამტკიცებლად რაიმე ფაქტი მოჰყავს, რომელიც საქმესთან კავშირში არაა.
5. ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ ეს სრული სისულელეა- თუკი ოპონენტი ასახელებს ფაქტებს, რომლებიც მართებული არაა, შეგიძლიათ თამამა მიუთითოთ მათზე.
6. უზრდელი ადამიანი რომ ვიყო, ვიტყოდი რომ უცოდინარი ხართ- ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ, როდესაც ოპონენტი მცდარ ფაქტებს ასახელებს.
7. რატომ უხეშობთ? ზრდილობიანად მომმართეთ- არ მოითმინოთ უხეშობა, მაშინაც კი, თუკი მოსაუბრე ზღვარს არ სცდება. გაუსვით ხაზი მის უტაქტობას.
8. თქვენ ახლა ძალიან ბუნდოვნად საუბრობთ, რისი თქმა გსურთ?-გამოიყენეთ ეს ფრაზა, როდესაც ოპონენტი პასუხზე თავის არიდებას ცილობს.
9. სიმართლე რომ იყოს, მეწყინებოდა- გამოიყენეთ ეს ფრაზა მაშინ, როდესაც ოპონენტს აშკარად უნდა, შეურაცხყოფა რომ მოგაყენოთ.
10. თქვენ ახლა ყველაფერს შავ-თეთრად ჰყოფთ და საკითხის სხვა მხარეებზე არ ფირობთ- გამოდგება, როდესაც ოპონენტი საკუთარი აზრის გარდა სხვას ვერ ხედავს.
11. ეს საკითხთან არანაირ კავშირშია- უფლება არ მისცეთ თანამოსაუბრეს, საუბრის თემა რომ შეცვალოს.