x
image
ლანა92
მილიონერმა ნაომი კემპბელს ულამაზესი ეკო სახლი უსახსოვრა (+ფოტოები)

image


მილიონერმა ვლადისლავ დორონინმა თავის მეგობარს, სუპერმოდელ ნაომი კემპბელს საჩუქრად გადასცა ულამაზესი ეკოსახლი თურქეთის ერთ-ერთ კუნძულზე. იგი თავისი არქიტექტურით იმეორებს ძველეგვიპყურ სიმბოლოს - ჰოროსის თვალს.

ძველეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, ჰოროსმა მარცხენა თვალი ღმერთ სეთთან ბრძოლაში. მის გამოსახულებას ეგვიპტელები იყენებდნენ ამულეტად.

სახლი დაპროექტებულია ახალგაზრდა ესპანელი არქიტექტორის, ლუის დე გარიდოს მიერ. სახლის მრავალდონიანი გუმბათი ჩასმულია თვალის ფორმაში.

უზარმაზარ შენობას აქვს მინიმუმ 5 ფართო სასტუმრო ოთახი და 25 საძინებელი. გუმბათი ეყრდნობა ფოლადის ჩარჩოს. გუმბათის ქვეშ, ატრიუმში მდებარეობს ვრცელი გამწვანებული ტერასა, პანორამული ხედებით.

ჯერჯერობით ნაომი კემპბელის ეკო სახლის დათვალიერება 3 დ გამოსახულებების სახითაა შესაძლებელი.

image

image

image

image

0
116
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0