სიახლეები უკვე ვარ 12-ჯერ ცხვირ-ხახაში დაჩიპული, 2-ჯერ ანტიქრისტეს ბეჭედ დასმული, 203 ანტისხეული, სავარაუდოდ გადამცემს ნიშნავს (ვაიფაები, ბლუთუზები, პეიჯერები )-ეკო ფანგანი 2021, 22 ივნისი, 18:16 "პირველად აღმოვჩნდი “კონტაქტი”, მაგრამ ვაქცინის ორივე დოზა უკვე გაკეთებული მქონდა"-აღნიშნავს სოციალურ ქსელში მომხიბლავი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი. "მიუხედავად იმის, რომ ეს ჩემი რიგით მე- 12 ტესტია, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში (ისეთი მოწესრიგებულები ვართ მე და ჩემი ახლობლები ) პირველად აღმოვჩნდი “კონტაქტი”, მაგრამ ვაქცინის ორივე დოზა უკვე გაკეთებული მქონდა.
რა თქმა უნდა, 1 კვირის თავზე მაინც გავიკეთე PCR (და არა სწრაფი ტესტი) და იქვე ავიღე ანალიზი ანტისხეულებზეც.
ტესტის პასუხი ნეგატიურია და ანტისხეულები უკვე ( ჯერ მხოლოდ მესამე კვირაა) 200 -ს ასცდა, ნელ-ნელა ცოტას კიდევ მოიმატებსო.
მავანისთვის, ალბათ, უკვე ვარ 12-ჯერ ცხვირ-ხახაში დაჩიპული, 2-ჯერ ანტიქრისტეს ბეჭედ დასმული, 203 ანტისხეული, სავარაუდოდ, 203 გადამცემს ნიშნავს (ვაიფაები, ბლუთუზები, პეიჯერები და ა.შ.) და ყველაფერს ვიჭერ.
ზოგისთვის კი, ალბათ, ჩემი ცხოვრება დასრულდა, აწი აღარაფერი არ შეიძლება ჩემთვის და რა მომივა ცოტა ხანში არავინ არ იცის, რადგან ვაქცინა ახალია, გამოუცდ…. და ბლა, ბლა, ბლა…
ცოტა ხანში, ზოგადად, ვის რა მოუვა, მართლაც სამწუხაროდ, არავინ იცის, მაგრამ არა ვაქცინისგან, რადგან ის ზუსტად ვიცით, რომ ვაქცინა არის ჩვენი ხსნა, რომ
ვაქცინა გვიცავს საშინელი სენისგან, რამაც გაანადგურა დედამიწა და გააუბედურა ადამიანები.
შემოვა მალე ისევ ახალი დოზები და აიცერით ყველა. ზერელედ ნუ უყურებთ ამ ყველაფერს "-წერს ეკატერინე ფანგანი
106 2-ს მოსწონს
|