სიახლეები მეცნიერებმა დაასახელეს კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელების მეთოდი 2021, 20 ივნისი, 18:05
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა COVID-19– ით ინფიცირების შემდეგ სწრაფად გამოჯანსაღების დაჩქარების გზას მიაგნეს.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ასთმის ინჰალატორის გამოყენება. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბუდესონიდის მიღება, რომელიც ასთმის დროს გამოიყენება, აჩქარებს დაავადების გამოჯანმრთელების პროცესს. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და იმუნოსუპრესიული მოქმედება. კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ ამ აღმოჩენას "პანდემიის საეტაპო ნიშანი" უწოდა. ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბუდესონიდის წყალობით, პაციენტები საშუალოდ სამ დღით უფრო ადრე გამოჯანმრთელდნენ. მანამდე იგივე დიდი ბრიტანეთში აპლიკაცია ZOO Covid Symptom Research-ზე დაყრდნობით ჩატარადა კლევა-დაკვირვება, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს კორონავირუსით დაინფიცირების შანსი არის 1/22500, ხოლო იმათ ვისაც საერთო არ გაუკეთებია ვაქცინა, ამ ეტაპზე მათი დაინფიცირების შანსი 1/2908, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობაზე 70 მილიონი დოზა ვაქცინა გაიხარჯა უკვე. 357 5-ს მოსწონს
|