მხატვრობა დისნეის ორსული პრინცესები: მხატვრის მოგზაურობა ბავშვის მოლოდინში 2021, 16 ივნისი, 18:27 ანა ბელენკი ციფრული მხატვარი–ფრილანსერია. მან გადაწყვიტა გაგვიზიაროს თავისი მოგზაურობა ბავშვის მოლოდინში.
ამისთვის დისნეის პრინცესები დახატა და ორსული ქალის ცხოვრებიდან რამდენიმე მხიარული, თანამედროვე მომენტები დაუმატა.
1. პირველი მომენტების აღნიშვნა
„მულანმა და შან ლიმ წმინდა ვალენტინის რომანტიკული დღის აღნიშვნა გადაწყვიტეს, მაგრამ მომავალ პატარა მეომარს თავისი გეგმა ჰქონდა. ეს ილუსტრაცია ჩემი შვილის პირველმა დარტყმებმა შთამაგონა“. 2. ეს ილუსტრაცია მამისთვის „დღეს ბავშვის სქესი გავიგეთ და მამამ ტირილი დაიწყო. განა ეს აღმაფრთოვანებელი არაა? მინდა ეს ილუსტრაცია ყველა მგრძნობიარე მამას მივუძღვნა, თქვენ საუკეთესოები ხართ!“ 3. ისინი ამბობდნენ, რომ ორსულობა მშვენიერია „ისინი ამბობდნენ, რომ ორსულობა უფრო ლამაზს და ბრწყინვალეს გვხდის. თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საუკუნე არ მიძინია. როცა სარკეში ვიყურები, ანარეკლი პასუხად მიყვირის და შეჩერებას მთხოვს! და რა ვუყო ამ აკნეს? მოზარდობის პერიოდში უფრო ნაკლები მქონდა! მხოლოდ არიელს შეუძლია ჩემი ტკივილის გაგება“. 4. აღარანაირი ვიწრო შარვალი „ო, ღმერთო, მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ჩემი შარვლები ისე არ მაზის, როგორც ადრე“. 5. ყველაფერი ფანტაზიით იწყება, როგორც სხვა ყველაფერი „ეს წარმოუდგენელი და ჯადოსნური მომენტი, როდესაც აცნობიერებ, რომ ახალი სიცოცხლის შექმნას და ამ სამყაროში მოვლენას აპირებს, ერთგვარი უნიკალური მომენტია. მულანმა გადაწყვიტა შან ლი შობას სუპერ უნიკალური საჩუქრით გაახაროს. მომავალ დედ–მამას ვულოცავთ“. 6. ყველა მანერის დაკარგვა „ბელამ თავისი ფრანგული მანერები დაივიწყა, სურს ცოტა კარტოფილი ფრი და ბურგერი, როგორც მე. ვინ იფიქრებდა, რომ სწრაფი კვების პროდუქტები ჩემში ურჩხულს გააღვიძებდა?“ 7. მომავალი დედების ყველაზე „საყვარელი“ მომენტი „დილის სისუსტე, რომელიც მთელი დღე გრძელდება – ორსული ქალების ყოველდღიურობის დიდი ნაწილია. ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ ეს „ძვირფასი“ მომენტი ვიდეოზე აღბეჭდა, რომ მომავალში ჩვენს შვილს აჩვენოს. მადლობა ამ დაუვიწყარი ფოტოსთვის“. 8. კიდევ ერთი არც თუ ყველაზე სასიამოვნო მომენტი „ორსულობა რაღაც ნაზი და ჯადოსნური წარმომედგინა. არავის უთქვამს, რომ დიდი გაზის ბალონი ვიქნებოდი მასზე კონტროლის გარეშე. სწორედ ამიტომ, აქ იმისთვის ვარ, რომ ამის შესახებ სრული სიმართლე გითხრათ. ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ რომანტიკა შორს წავიდა.“ 9. შეწყვიტე ტირილი „ღმერთო, რა მჭირს? ამის გამოსწორება შეიძლება?! საკუთარ თავს ვიჭერ, რომ უმიზეზოდ ისტერიკულად ვტირი. ჩემი ცრემლებით მთელ აბაზანას თავისუფლად გავავსებდი. ამ მომენტის დამახსოვრება გადავწყვიტე და გამოვსახე ჩემი თავი მეუღლესთან ერთად, როგორც კონკია და მისი პრინცი“. ასევე დაგაინტერესებთ: 25 გულწრფელი კომიქსი, რომელიც ახალგაზრდა დედების რეალურ ცხოვრებას გვიჩვენებს აუხსენით ბავშვს, რას ნიშნავს სიტყვის ჯადოქრობა და თავს შეურაცხყოფილად აღარ იგრძნობს 10 კომიქსი რეალური პრობლემების შესახებ, რომელსაც ყველა მაღალი გოგო გაიგებს მექსიკელი მხატვრის 10 სურათი, რომელიც მარტოობას აფასებს 15 ილუსტრაცია, როგორ ატარებენ დროს ადამიანები სახლში 80 2-ს მოსწონს |