სხვა ყოფილი უსახლკარო პირველი ადამიანია აშშ–ში, ვინც 3D პრინტერით აშენებულ სახლში დასახლდა 2021, 12 ივნისი, 14:51 70 წლის ტიმ შის წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვლებოდა. ქუჩებში მოხეტიალე, სიღარიბით დატანჯულმა და ჰეროინზე დამოკიდებულმა მოხუცმა ღირსეული ცხოვრების იმედი უკვე დაკარგა, როცა მოულოდნელად ინფორმაცია მიიღო, რომ პირველი ადამიანი გახდებოდა ამერიკაში, ვინც უზარმაზარი 3D პრინტერის მიერ აშენებულ პატარა, მაგრამ თანამედროვე, მოდურ და კომფორტულ სახლში გადავიდოდა.
1. ამ მომღიმარ მამაკაცს ფოტოზე ტიმ ში ჰქვია და 70 წლისაა. წლების განმავლობაში შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ სადმე შენობაში ეცხოვრა, ამიტომ იძულებული იყო, ქუჩაში ეცხოვრა. 2. გასული წლის სექტემბერში ტიმის ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა, როცა შანსი მისცეს ამერიკაში გიგანტური 3D პრინტერის მიერ აშენებული სუპერტექნოლოგიური სახლის პირველი მფლობელი გამხდარიყო. 3. ტიმის უახლესი 3D სახლი სოფელში სახელად Community First ტეხასის შტატში, ოსტინის გარეუბანში მდებარეობს. 4. ახალ სახლში გადასვლამდე ქუჩაში ან ძველ ტრაილერში ცხოვრება უწევდა. 5. თავის ახალ სახლს „ნამდვილ სასწაულს“ უწოდებს. 6. სახლის ფართობი მხოლოდ 37 კვადრატული მეტრია, მაგრამ მასში ყველაფერი აუცილებელია. 7. ასეთ პატარა ფართობზე კომპაქტურად არის განთავსებული საძინებელი, მისაღები ოთახი, სრულყოფილი სამზარეულო, სააბაზანო და ვერანდაც! 8. აი, როგორ გამოიყურება სამზარეულო. ხომ ლამაზია? 9. აქ. ტუალეტი ფართო საშხაპით. 10. ასეთი უნიკალური სახლების მშენებლობით კომპანია ICON არის დაკავებული. სულ დაგეგმილია სოფელში 500 კოტეჯის აშენება ყოფილი უსახლკაროებისთვის. ამ დროისთვის 6 სახლია აშენებული. 11. პროექტში იყენებენ ბეტონის სპეციალურ შემადგენლობას, რომელსაც 3D პრინტერში ასხამენ, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს ბეტონის თავსაცავს გიგანტური რობოტული ხელით. 12. კომპანია ICON–ის მთავარი მისიაა ააშენონ კომფორტული სახლები რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, რომლებიც საზოგადოებისგან გარიყულნი არიან. სასწაული 3D პრინტერის წყალობით ეს ოცნება ყოველდღე უფრო და უფრო რეალობას უახლოვდება! ასევე დაგაინტერესებთ: ვისაც ეჩქარება: იტალიელი არქიტექტორი სახლს მხოლოდ 6 საათში აგიწყობთ მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე ჭკვიანი ავტობუსის გასაჩერებელი სამხრეთ კორეაში, რომელიც მგზავრებს ტემპერატურას ავტობუსში ასვლამდე უზომავს Sony–ს პერსონალური ჯიბის კონდიციონერი როგორც იქნა გაყიდვაშია სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს 189 2-ს მოსწონს |