x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ადამიანების 9 ყველაზე გავრცლებული სიზმარი და მათი ახსნა

image

ოდესმე დაგსიზმრებიათ ისეთი რამ, რომლის ახსნაც ვერ შეძელით? მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანის გრძნობები და სიზმრების ინტერპრეტაცია შეიძლება განსხვავებული იყოს, ზოგიერთი თემა ხალხის უმეტესობისთვის საერთოა. ფსიქოლოგმა იან უოლესმა ახსნა 150 000-ზე მეტი სიზმარი თავის 30 წლიან პრაქტიკაში. მან შეადგინა 9 ყველაზე გავრცელებული სიზმრის ჩამონათვალი, მათი მნიშვნელობა და და ის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მათი ნახვის შემდეგ.


1. ოთახის ნახვა სიზმარში

მნიშვნელობა: სახლში ოთახი წარმოადგენს თქვენი ხასიათის სხვადასხვა ასპექტს თუ სიზმარში გამოუყენებელ ოთახს იპოვით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ აღმოაჩენთ ნიჭს, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით.

რა უნდა მოიმოქმედოთ: რაც უფრო მეტ დროს ხარჯავთ თქვენი ფარული ნიჭის შესწავლაზე, მით უფრო მეტი ალბათობაა იპოვოთ სხვა კარი, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში გახსნით.

image

2. სიზმარში მანქანის მართვა და წონასწორობის დაკარგვა

მნიშვნელობა: მანქანა აჩვენებს თქვენს შესაძლებლობას, მიაღწიოთ შედეგს კონკრეტული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ცხოვრებაში შეიძლება იგრძნო, რომ საკმარისი კონტროლი არ გაქვთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

რა უნდა მოიმოქმედოთ: იმის ნაცვლად, რომ სიტუაციის კონტროლი შეძლოთ, შეეცადეთ მოეშვათ და დაიხმაროთ თქვენი ძირითად ინსტინქტები და მოთხოვნები.

image


3. სიზმარში ვარდნა

მნიშვნელობა: სიზმარში ვარდნის შეგრძნება მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ძალიან მჭიდროდ მიეჯაჭვეთ გარკვეულ სიტუაციას. თქვენ უნდა დაისვენოთ და გათავისუფლდეთ მისგან.

რა უნდა მოიმოქმედოთ: იმის ნაცვლად, რომ იდარდოთ კონტროლის დაკარგვაზე, ენდეთ საკუთარ თავს და სხვებს, ნება დართეთ, რომ ყველაფერი ბუნებრივად მოხვდეს და დალაგდეს თავის ადგილზე.

image

4. სიზმარში ფრენა

მნიშვნელობა: ფრენის უნარი მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ თავი გაითავისუფლეთ იმ გარემოებისგან, რომლებიც ცხოვრებაში გძულთ.

რა უნდა მოიმოქმედოთ: მართალია, გათავისუფლების ეს განცდა შეიძლება ბედის გაღიმებად დამთხვევად მიიჩნიოთ, მაგრამ ეს ჩვეულებრივ განპირობებულია იმით, რომ შეგეძლოთ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება ან მძიმე პასუხისმგებლობის შეზღუდვების გადალახვა.

image

5. გამოცდა სიზმარში

მნიშვნელობა: გამოცდები არის ის, თუ როგორ ვფიქრობთ ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირებაზე და მიგვანიშნებს იმაზე, რომ თქვენ კრიტიკულად უყურებთ ჩვენს საქმიანობას.

რა უნდა მოიმოქმედოთ: იმის ნაცვლად, რომ ჩაეფლეთ თვითკრიტიკაში, აითვისეთ თქვენი ნიჭი, აღინიშნეთ თქვენი ცოდნა და მიღწევები, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად განსაჯოთ ისინი.

image

6. სიზმარში შიშველი დგომა ხალხის წინ


მნიშვნელობა: ტანსაცმელი არის განმსაზღვრელი გზა, რომლითაც ჩვენ სხვა ხალხს ვეცნობით. თუ სიზმარში შიშველი ხართ, ეს მიგანიშნებთ სიტუაციაზე, რომელიც თავს დაუცველად გაგრძნობინებთ
რა უნდა მოიმოქმედოთ: მართალია ამან შეიძლება თავი უხერხულად გაგრძნობინოთ, მაგრამ ზოგჯერ სხვების წინაშე უნდა გაიხსნათ, რათა მათ დაინახონ თქვენი ნამდვილი ნიჭი.

image

7. სიზმარში ვერ პოულობთ საპირფარეშოს

მნიშვნელობა: საპირფარეშო არის ის, რასაც ვიყენებთ ჩვენი ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გაგიჭირდეთ თქვენი საჭიროებების გარკვევით გამოხატვა.
რა უნდა მოიმოქმედოთ: სათანადოდ გაითვალისწინეთ ის, თუ რა გჭირდებათ თქვენ, და არა რა სჭირდებათ სხვებს.

image

8. სიზმარში კბილების დაცვენა

მნიშვნელობა: კბილები აღნიშნავს თუ რამდენად თავდაჯერებულად და ძლიერად გრძნობთ თავს. გარკვეული სიტუაცია თავდაჯერებულობას არღვევს.
რა უნდა მოიმოქმედოთ: შეეცადეთ მშვიდად ასახოთ ფაქტები და შეაფასოთ იგი, როგორც გამოწვევა.

image

9. სიზმარში დევნა

მნიშვნელობა: თქვენს ცხოვრებაში არის პრობლემა, რომელსაც გინდათ რომ გაუმკლავდეთ, მაგრამ არ იცით როგორ.
რა უნდა მოიმოქმედოთ: ეს პრობლემა კარგი შესაძლებლობაა თქვენს მიზნამდე მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეგეშინდეთ, ის დაგეხმარებათ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს არარეალიზებულ ნიჭს თვითრეალიზაციის ძიების დროს.

image




1
143
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
143
  
2021, 11 ივნისი, 0:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1