სხვა სამხრეთ აფრიკელმა ქალმა ერთდროულად 10 ტყუპი გააჩინა 2021, 10 ივნისი, 8:51 37 წლის გოსიამე თამარა სიტხოლემ პრეტორიის სამშობიაროში, საკეისრო კვეთით, 10 ტყუპი გააჩინა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო სკანირების დროს, ექიმებმა მხოლოდ 8 ემბრიონი აღმოაჩინეს. Pretoria News–სთვის მიცემულ ინტერვიუში, მშობიარეს მეუღლემ ტებოხო ცოტეციმ თქვა, რომ ბავშვები ფეხმძიმობის 29 კვირას დაიბადნენ: «7 ვაჟი და 3 ქალიშვილი შემეძინა. ბავშვები შვიდთვიანები არიან, თუმცა თავს კარგად გრძნობენ. ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ». სითხოლს, 10 ტყუპის შეძენამდე, 6 წლის 2 ტყუპი უკვე ჰყავდა და როდესაც მას ექიმმა პირველი გასინჯვის დროს უთხრეს, რომ 6 ტყუპს ელოდებოდა, დაჯერება გაუჭირდა. ხოლო, შემდგომმა სკანირებამ აჩვენა, რომ ის 6 კი არა, 8 ტყუპის დედა გახდებოდა. როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვები რამდენიმე თვეს ინკუბატრში გაატარებენ. მსგავსი ფეხმძიმობა იშვიათობაა და ძირითადად, უშვილობის მკურნალობის შედეგად დგება: «როდესაც უნაყოფობის მკურნალობის დროს, რაც შეიძლება მეტი ემბრიონის გადანერგვა ხდება, დაფეხმძიმების შანსის გაზრდის მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ მათგან ერთი, ორი ან იშვიათ შემთხვევაში, 3 მაინც გადარჩება. თუმცა, შესაძლებელია ყველა გადარჩეს», – აღნიშნა პროფ. დინა მაველმა. თუმცა, ეს ასეთი შემთხვევა არ არის... როგორც სითხოლე ამბობს, მას უნაყოფობის მკურნალობის კურსი არ გაუვლია და ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. არხის სხვა სიახლეები:1. «შავი კონტინენტის» თეთრი ცივილიზაცია, რომელმაც სახელი ჯერ კიდევ 2500 წლის წინ გაითქვა 4. როგორ ცხოვრობს დღეს სსრ კავშირიდან გაქცეული «გოგონა წითელ ბიკინში» 102 3-ს მოსწონს
|