საბუნებისმეტყველო რატომ «ჩამოაგდეს ტახტიდან» ტიტანობოა? სინამდვილეში რა აღმოჩნდა, ყველაზე დიდი გველი ჩვენი პლანეტის ისტორიაში 2021, 4 ივნისი, 15:23
ადამიანის ინტერესი, საკუთარი ისტორიისადმი, არასდროს ქრება და პალეონტოლოგები და არქეოლოგები მუდმივ ძიებაში არიან. თითქოს უკვე ყველაფერი შესწავლილია და ბავშვსაც კი შეუძლია, მაგ., დინოზავრის ტირანოზვარისგან გარჩევა... მაგრამ, მეცნიერები კვლევას ისევ აგრძელებენ, რათა ჩვენი პლანეტის, ისტორიამდელი პერიოდის, უფრო სრულყოფილი სურათი შექმნან. და უნდა ითქვას, რომ მათი ახალ–ახალი აღმოჩენები, ჩვენს გაკვირვებას დღემდე იწვევს. ![]() 2009 წელს, კოლუმბიის ტერიტორიაზე, ღრმა მაღაროში ოცზე მეტი გველის განამარხებული ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომლებიც, მეცნიერების შეფასებით, სიგრძეში, 13 მეტრს აღწევდნენ, ზოგი კი უფრო გრძელიც უნდა ყოფილიყო. ხოლო, სხეულის წონა, სავარაუდოდ, 1 ტონას აღემატებოდა. რადგან გათხრები სერეხონში მიმდინარეობდა, გველმა სამეცნიერო სახელი Titanoboa cerrejonensis–სი მიიღო, ხოლო «ახლობლებისთვის» ის, უბრალოდ, ტიტანობოა არის. ![]() ეს სახელი, ცხოველის მასშტაბებს, ნამდვილად რომ ზუსტად ასახავს — ითვლებოდა, რომ ტიტანობოა ყველაზე დიდი ქვეწარმავალი იყო, ოდესმე არსებული გველებს შორის (ამჟამად, ყველაზე გრძელი გველი — ბადისებრი პითონი, სამხ–აღმ აზიაში ბინადრობს და მისი მაქსიმალური სიგრძე, 7 მ–ს არ აღემატება). ![]()
![]()
გარდა ამისა, ცხოველის გიგანტურმა ზომებმა მეცნიერები კიდევ ერთ გამოცანაზე დააფიქრა — იმისთვის, რომ ამ ზომის ცივსისხლიან ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესი ნორმალური წარმართულიყო, მისი ბინადრობის არეალში, ჰაერის ტემპერატურა 30–34 გრადუსი მაინც უნდ აყოფილიყო, რაც ტროპიკულ ტყეებში არსებულ ტემპერატურაზე, 5 გრადუსით მაღალია. ამასთან, ეკოლოგები და კლიმატოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ასეთ მაღალ ტემპერატურას, ტყე უბრალოდ ვერ გაუძლებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი რაოდენობის ნალექი არ მოვა. ![]() მაშინ რა გამოდის? — გველი იყო, ხოლო მისი კომფორტული ცხოვრებისთვის, პირობები არ არსებობდა? ასე, რომ, ყოველივე ზემოთქმულიდან, შეგვიძლია ერთი დასკვნა გავაკეთოთ. ტიტანობოა, შესაძლებელია, თბილსისხლიან ცხოველი ყოფილიყო და მას გველების «სამეფოში» არაფერი ესაქმებოდა. ![]() ![]() არხის სხვა სიახლეები:![]() ![]() ![]() 1. ბრინჯაოს ხანის კატაკლიზმები. რატომ გაქრა ტროა, მიკენე და სხვა ლეგენდარული ქალაქები 4. თომას ანდერსმა Modern Talking–ის დაშლის მიზეზი ახსნა 6. სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი 1290 4-ს მოსწონს
|