x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
«შავი კონტინენტის» თეთრი ცივილიზაცია, რომელმაც სახელი ჯერ კიდევ 2500 წლის წინ გაითქვა

საჰარის ქვიშიან უდაბნოში, ერთ დროს, მოწინავე ტექნოლოგიების მფლობელი, გარამანტების ცივილიზაცია არსებობდა. ქვეყანაში მედიცინის განვითარების დონე, კრანიოტომიური (თავის ქალას ძვლის ნაწილის ქირურგიული გზით მოცილება) ოპერაციების ჩატარების საშუალებასაც კი იძლეოდა. ხოლო, მათ მიერ შექმნილი წყალმომარაგების მიწისქვეშა სისტემა კი, მართლაც რომ მსოფლიოს საოცრებაა, რომლის აღდგენას ამჟამად ცდილობენ.


image


ლესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) არქეოლოგების განცხადებით, მათ გარამანტის ყოფილ ტერიტორიაზე, ძვ. წ. აღრ. 500 წ. არსებული დასახლება აღმოაჩინა. საოცარი კი ის იყო, რომ იქ არსებული ნაგებობობის ნაშთები ძალიან ჰგავდა სასახლეების ნანგრევებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთიამნ კომპლექსში ერთიანდებოდა და ეჭცს არ ის იწვევს, რომ ნაგებობები, ასევე ერთიანი გეგმის მიხედვით, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის მიერ იყო აშენებული.


image


გარამანტების კულტურის მაღალ განვითარებაზე, უდაბნოს ქვეშ არსებული მრავალკილომეტრიანი გვირაბები მოწმობს, რომლებიც საბჰას (ლიბია) – ალჟირის საზღვართან მდებარე, გატას ოაზისთა აკავშირებდა.

ეს გვირაბები მიწისქვეშა წყალმომარაგების უზარმაზარ სისტემას წარმოადგენს. მეცნიერების გამოთვლით, მისი საერთო სიგრძე, დაახლოებით, 1600 კმ–ია. ასევე ცნობილია, რომ კლდეში ნაკვეთი გვირაბები, დაახლოებით, 2500 წლის წინ არის შექმნილი.imageimage


და ეს იმ ფონზე, რომ არსებული წარმოდგენების თანახმად, იმ პერიოდში, საჰარაში მხოლოდ ველური და მომთავარე ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც მეცხოველეობას ეწეოდნენ.

ისტორიულ წყაროებში, გარომანტები პირველად, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. 445 წელს, ჰეროდოტემ როგორც «დიდი ხალხი» მოიხსენია, რომელიც თავს «გამოქვაბულის ეთიოპიელებს» ესხმოდა. იგივე წყაროდან ირკვევა, რომ გარამანტები ორთვლიან საბრძოლო ეტლებს იყენებდნენ, რომელშიც 2 ან 4 ცხენი იყო შებმული.

«იქ ადამიანები ცხოვრობენ, რომელსაც გარამანტებს ეძახიან (ძალიან მრავალრიცხოვანი ტომია). ისინი მარილს მიწას აყრიან და შემდეგ მასზე თესავენ. მათ ჰყავთ ხარებიც, რომლებიც ბალახის ძოვისას უკან იხევენ, რადგან წინ გადახრილი რქები აქვთ და თუ წინ წავლენ, რქის წვერები მიწაში ჩაერჭობა. სწორედ ეს გარამანტები ნადირობენ გამოქვაბულის ეთიოპიელებზე, რა დროსაც ეტლებს იყენებენ, რომელშიც ცხენები არის შებმული» — წერდა «ისტორიის მამა».

imageამრიგად, ჰეროდოტეს ინფორმაციით, გარამანტები მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას მისდევდნენ და მათ ეტლები ჰქონდათ. ანთროპოლოგებმა კი, ამ რეგიონში აღმოჩენილი 3 000 წლის თავის ქალა შეისწავლეს, რომლსაც ხვრელი ჰქონდა. როგორც კვლევამ აჩვენა, ნახვრეტი სამედიცინო ჩარევის შედეგად იყო გაკეთებული. გამოდის რომ, რამდენიმე ათასი წლის წინ, მათ თავის ქალის ახდა და ტვინზე რთული ოპერაციების ჩატარება შეეძლოთ.


image


მეცნიერები ფიქრობენ, რომ გარამანტები ძვ. წ. აღრ. ХII–Х სს–ში აფრიკის კონტინენტზე შეჭრილი, ეგეოსიელები ან ეტრუსკები იყვნენ და ამის მტკიცებულებად, მღვიმეებში აღმოჩენილი ეტლების ნახატები მოჰყავთ, რომლებიც მიკენური კულტურისთვის იყო დამახასიათებელი.

არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელი გახდა იმის დადგენაც, რომ ამ ქვეყნის უკანასკნელი დედაქალაქი გარამა (ამჟამად იმ ადგილზე ჯერენა მდებარეობს, დასახლება ლიბიაში) იყო. ხოლო, სახელმწიფო, აღმოსავლეთიდან — დასავლეთისკენ, 400 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. მისი ფართობი კი, დაახლოებით, 180 ათასი კვ. კმ. იყო. მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებით იყო დაკავებული. მოჰყავდათ ხორბალი, ფინიკი, ზეთის ხილი და ყურძენი.

სწორედ ოაზისების მოსარწყავად შექმნეს გარამანტებმა ურთულესი საირიგაციო სისტემა, რომლის გამეორება დღესაც კი შეუძლებელია. ეს სისტემა წყლით გრუნტის წყლებით მარაგდებოდა, რომელიც რეგიონში 40 000 წლის წინ დაგროვდა, როდესაც რეგიონში გამუდმებით კოკისპირულად წვიმდა. წყლის არსებობამ, გარამანტებს ტრანს–საჰარული სავაჭრო ქსელის შექმნის საშუალება მისცა, რომელიც აფრიკის ხალხების დამაკავშირებელ რგოლად იქცა.


image


სატელიტური და აერო–ფოტო სურათების გამოყენებით, ბრიტანელმა მეცნიერებმა, პროფ. დ. მატინგლის (David Mattingly) ხელმძღვანელობით, ტერიტორიის არქეოლოგიური მემკვიდრეობა შეისწავლეს და ასობით გალავანშემორტყმული ოაზისი აღმოაჩინეს, რომლის შიგნით მოწინავე ტექნოლოგიებით შექმნილი წყალგაყვანილობის სისტემები იყო.

როგორც კვლევამ აჩვენა, ქვეყანაში განვითარებული იყო მეტალურგია და ტექსტილის წარმოება. გარამანტები კვალიფიციური ხელოსნები და მწარმოებლები იყვნენ.

მათ საფლავებში აღმოჩენილი ტყავის ფრაგმენტების კვლევამ კი გამოავლინა, რომ მამაკაცები ველური ცხოველების (ლომი, პამთერა, დათვი) მოსასხამებს ატარებდნენ, რომლის შიგნით ტუნიკა ეცვათ. ხოლო, ქალებს გრძელი ქვედაბოლოები ეცვათ.



image


მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია, თუ საიდან და რა მიზეზების გამო, შეიძლებოდა, რომ ევროპული გარეგნობის ადამიანები საჰარის უდაბურ რეგიონში მოსულიყვნენ. შესაძლოა, შემდგომმა კვლევებმა, ამ ძველი ხალხის ისტორიას ნათელი მოჰფინოს...

მანამდე კი, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, იმის თქმა შეიძლება, რომ არსებობდა სავაჭრო გზა, რომელიც ატლანტიკის ოკეანეს სანაპიროს ეგვიპტესთან და არაბეთთან აკავშირებდა. მის მთელ მარშუტზე, რომელიც რამდენიმე ათას კილომეტრზე იყო გადაჭიმული, წყლის ჭების და ჭაბურღილების ჯაჭვი იყო მოწყობილი. თითოეულ ქარავანში რამდენიმე ასეული აქლემი და ცხენი იყო. ვაჭრებს ამ გზით ქსოვილი, ღვინო, იარაღი, ვერცხლი, ოქრო, სამკაული, სპილოს ძვალი და ძვირფასი ქვები გადაჰქონდათ.

imageჩანაწერების თანახმად, გარამანტებს უდიდესი შემოსავალი ჰქონდათ ქარავანებზე დაწესებული საბაჟო და სავაჭრო გადასახადების მოსაკრებლიდან. მეცნიერების მტკიცებით, სწორედ გარამანტებმა აზიარეს ტროპიკული აფრიკის ხალხები ცოდნას და ტექნიკურ მიღწევებს და მათგან რაღაცეები, რომაელებმაც კი ისწავლეს.

სწორედ რომაელები გახდნენ ამ საოცარი ცივილიზაციის განადგურების დაწყების მიზეზი. მათ გარამანტია ძვ. წ. აღრ. 19 წ. დაიპყრეს და ვასალად აქციეს. 335 წელს გარამანტს რელიგიური მოძრაობის არმია შეესია, რომელიც ქრისტიანობის წინააღმდეგ გამოდიოდა და რაც მათ გადაურჩათ, ბერბერებმა «მიამთავრეს»...

ქვეყანამ დამოუკიდებლობის დაბრუნება მხოლოდ V საუკუნეში შეძლო, მაგრამ 642 წელს მას არაბები შეესივნენ და ოდესღაც აყვავებული ქვეყანა მიწასთან გაასწორეს: არმია გაანადგურეს, ადგილობრივი მმართველები დახოცეს, ხოლო მეფე დაატყვევეს და ეგვიპტეში წაიყვანეს. შემდგომ საუკუნეებში, გარამანტების სხვა ხალხებთან ასიმილირება მოხდა, რომელთა შორის ტუარეგებიც იყვნენ.

დროთა განმავლობაში, ერთ დროს, მდიდარი და ძლევამოსილი სახელმწიფო ადამიანთა მეხსიერებაში წაიშალა, ხოლო ისტორიული ფაქტები ლეგენდებად იქცა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ბრინჯაოს ხანის კატაკლიზმები. რატომ გაქრა ტროა, მიკენე და სხვა ლეგენდარული ქალაქები
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ

3. რატომ უნდოდა ნ. ხრუშჩოვს სიმინდის მთავარ სასოფლო–სამეურნეო კულტურად ქცევა და რატომ არ შეუშვეს ის დისნეილენდში?

4. როგორ ცხოვრობს დღეს სსრ კავშირიდან გაქცეული «გოგონა წითელ ბიკინში»
5. «საკარის ფრინველი» — უძველესი საფრენი აპარატი, თუ ჩვეულებრივი ფიგურა

6. რატომ «ჩამოაგდეს ტახტიდან» ტიტანობოა? სინამდვილეში რა აღმოჩნდა, ყველაზე დიდი გველი ჩვენი პლანეტის ისტორიაში

0
493
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0