x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
როგორ ცხოვრობს დღეს სსრ კავშირიდან გაქცეული «გოგონა წითელ ბიკინში»

ლილიანა ბარონეცკის გაქცევამ საბჭოთა კავშირიდან, დიდი ხმაური გამოიწვია დასავლეთის პრესაში. 18 წლის ოდესის პროფ–ტექნიკური სასწავლებლის კურსდამთავრებული ოფიციანტად თბომავალზე მსახურობდა, რომელიც იმ მომენტისთვის, სიდნეის პორტში იდგა. გოგონა ილუმინატორიდან გადაძვრა და სიდნეის უბის სანაპირომდე ცურვით მივიდა. როდესაც წყლიდან ამოვიდა, მას ტანთ მხოლოდ წითელი საცურაო კოსტუმი ეცვა. ლილიანამ ავსტრალიაში ლტოლვილის სტატუსი მიიღო და გვარიც შეიცვალა. ის გასინსკი გახდა.


image


გაბედული ნაბიჯი


imageპრესისთვის მიცემულ ინტერვიუში, გოგონა განაცხადა, რომ სსრ კავშირიდან გაქცევაზე 14 წლის ასაკიდან ოცნებობდა, რადგან დაუსრულებელ რიგებში დგომა და ერთფეროვანი ცხოვრება არ მოსწონდა... და რომ, ის მსახიობის და მოდელის კარიერაზე ოცნებობდა. ხოლო, ტექნიკუმში მხოლოდ იმიტომ ჩააბარა, რომ მუშაობა საკრუიზო ლაინერზე დაეწყო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ის გემზე მოეწყო ოფიციანტად, რომელიც 1979 წლის იანვარში ავსტრალიაში ჩავიდა. ეს ქვეყანა ლილიანასთვის შემთხვევითი არჩევანი არ იყო. მისი თქმით, ერთხელ, მან ჟურნალში სიდნეის პლაჟის სურათი ნახა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე კარგი ადგილი იყო და რომ ამ ქალაქში აუცილებლად იცხოვრებდა.


image


გემის დატოვების შემდეგ, გოგონას ნაპირამდე მისაღწევად, თითქმის, 40 წუთი დასჭირდა და ცურვის დროს, ის იმაზე კი არ ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა ზვიგენს გადაყროდა. მას ის უფრო აწუხებდა, რომ მისი გაქცევა მანამდე არ აღმოეჩინათ, ვიდრე მიზანს მიაღწევდა. ლილიანა გონებაში უკან მოტოვებულ მეტრებს ითვლიდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ მის ცხოვრებაში აღარასდროს იქნებოდა ის ნაცრისფერი სამყარო, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა. მას წინ მხოლოდ კოქტეილი, პლაჟი და თავისუფლება ელოდა...


image


მან ნაპირზე ასვლისთანავე დახმარება გამვლელს სთხოვა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. გოგონამ ინგლისური ცუდად იცოდა, მაგრამ მაინც მოახერხა იმის ახსნა, თუ იქ საიდან მოხვდა და რომ მისი დახმარება ესაჭიროებოდა. ლილიანა თავისი მეურვეობის ქვეშ Daily Мirror–ს ჟურნალისტმა აუყვანა და მაშინვე დამალა, რომ საბჭოთა საკონსულოს წარმომადგენლებს არ დაეჭირათ.



ავსტრალიური ოცნება


უცნაური გაქცევის ამბის გახმაურების შემდეგ, გოგონას უამრავი გულშემატკივარი გაუჩნდა და მან რამდენიმე დღეში, ლტოლვილის სტატუსი და ავსტრალიის მოქალაქეობა მიიღო. და ეს იმ ფონზე, რომ ეს ქვეყანა ძალზე იშვიათად აძლევდა თავშესაფარს ლტოლვილებს, მათ შორის, საომარი კონფლიქტის მსხვერპლებსაც კი. მაგრამ, «წითელ ბიკინიანი» გოგონას იმიჯი მათთვის მეტად მიმზიდველი აღმოჩნდა და მასზე უარი ვერ თქვეს...


image


თავს არც ლილიანა ზოგავდა: ის არასდროს ამბობდა უარს გადაღებაზე ან ინტერვიუზე. ყველა გლამურულ ჟურნალს მისი ფოტოსურათის გამოქვეყნება უნდოდა.

imageავსტრალიაში ლილიანამ მოდელების სკოლაში დაიწყო სიარული, მოგვიანებით კი, ცეკვებით დაინტერესდა, მონაწილეობას იღებდა ტელეშოუებში, მუშაობდა დიჯეად და ერთხელ, მსახიობის სტატუსით, ეკრანზეც კი გამოჩნდა.

1984 წელს ის ცოლად ავსტრალიერ ბიზნესმენს იან ჰისონს გაჰყვა და «გოგონა წითელ ბიკინში» სამუდამოდ გაქრა – მისი ადგილი ერთგულმა მეუღლემ და დედამ დაიკავა. თუმცა, მისი ქორწინება მხოლოდ 6 წელს გაგრძელდა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ლილიანა, ბავშვებთან ერთად, «საოცნებო» ავსტრალიიდან საცხოვრებლად დიდი ბრიტანეთში გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობდ.


image


დღეს ის 60 წლის არის. საკმაოდ კარჩაკეტილი ცხოვრების წესით ცხოვრობს და საჯაროობას ყველანაირად ერიდება. უცხოური პრესა მის შესახებ წერდა, რომ ის მრავალშვილიანი დედაა და რომ მას, თავისი წარსულის გახსენების სურვილი აღარ აქვს. როგორც არ უნდა იყოს, ლილიანამ თავის მიზანს მიაღწია და დასავლეთის სამყაროს ნაწილი გახდა, რომელიც ბავშვობიდან, საბჭოთა რეალობაზე, ბევრად უფრო მიმზიდველად ეჩვენებოდა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ბრინჯაოს ხანის კატაკლიზმები. რატომ გაქრა ტროა, მიკენე და სხვა ლეგენდარული ქალაქები
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ

3. რატომ უნდოდა ნ. ხრუშჩოვს სიმინდის მთავარ სასოფლო–სამეურნეო კულტურად ქცევა და რატომ არ შეუშვეს ის დისნეილენდში?

4. თომას ანდერსმა Modern Talking–ის დაშლის მიზეზი ახსნა
5. 5 ყველაზე ანომალური ადგილი ჩვენს პლანეტაზე

6. რატომ «ჩამოაგდეს ტახტიდან» ტიტანობოა? სინამდვილეში რა აღმოჩნდა, ყველაზე დიდი გველი ჩვენი პლანეტის ისტორიაში


1
865
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
865
  
2021, 7 ივნისი, 19:08
სულ ასეა უნდა გაასწროო დდდ
0 1 1