x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 ყველაზე ანომალური ადგილი ჩვენს პლანეტაზე

დედამიწაზე უამრავი საოცარი და იდუმალი ადგილია, რომელიც ადამიანებს ასობით და ათასობით წლის მანძილზე აკვირვებს. აქ ამ კატეგორიების ადგილებს შორის, 5 ყველაზე ანომალურ ბუნებრივ ობიექტს წარმოგიდგენთ:


I. აშშ–ში, Chestnut Ridge პარკში (ნიუ-იორკის შტატი) მდებარეობს მარადიული ცეცხლის ჩანჩქერი, რომელიც ქანის ნაპრალებიდან ამომავალი ბუნებრივი აირის წყალობით ფუნქციონირებს. ბუნების ეს ულამაზესი სანახაობა უამრავ ტურისტს იზიდავს.


image


II. ინდოეთის ჩრდ–აღმ. საზღვართან, ლადაქში მაგნიტური ბორცვი მდებარეობს, რომელიც მძღოლებს აგიჟებს — მათ ეჩვენებათ, რომ აღმართზე ადიან, რეალურად კი, ქვემოთ ეშვებიან. ავტომობილის «ნეიტრალურ» მართვაზე დაყენების შემთხვევაში, ის დაგორებას იწყებს და ადამიანს წარმოუდგენელი შეგრძნება ეუფლება. ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა, რომელსაც ამ ადგილის რთული რელიეფი იწვევს.


image


III. ქვის ტყე ჩინეთში — ბუნების ნამდვილი საოცრებაა, რომელიც, დაახლოებით 200 მლნ. წლის წინ გაჩნდა. ოდესღაც, ეს ადგილი ზღვით იყო დაფარული, რომლის ფსკერზეც კირქვა ილექებოდა. შემდეგ, ქვები ხმელეთზე აღმოჩნდა და ტექტონიკური აქტივობის შედეგად, ასეთი ეფექტური ფორმა მიიღო. ტყე იუნანის პროვინციაში, შილინ იიში მდებარეობს.


image


IV. თუ ოდესმე ანტარქტიდაში მოგზაურობის გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად უნდა ნახოთ სისხლიანი ჩანჩქერი, რომელიც ტეილორის მყინვარზე მდებარეობს. წყლის ასეთი ფერი, მასში განსაკუთრებული მიკროორგანიზმების არსებობით არის განპირობებული და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩანჩქერი ზამთარშიც კი არ იყინება, როდესაც ატმოსფეროს ტემპერატურა ათობით გრადუსზე ეცემა.


image


V. თითქმის მთელი წლის მანძილზე, 5 ფერის მდინარე ისე გამოიყურება, როგორც ნებისმიერი სხვა მდინარე. მაგრამ, ზაფხულში, ის ფერად ხალიჩად გარდაიქმნება — წითელი, ვარდისფერი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი ფერები, რომლებიც მდინარეს ალამაზებს, წყალმცენარეების უნიკალური სახეობებით იქმნება. ბუნების ეს საოცრება კოლუმბიაშია.



imageimageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ბრინჯაოს ხანის კატაკლიზმები. რატომ გაქრა ტროა, მიკენე და სხვა ლეგენდარული ქალაქები
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ

3. რატომ უნდოდა ნ. ხრუშჩოვს სიმინდის მთავარ სასოფლო–სამეურნეო კულტურად ქცევა და რატომ არ შეუშვეს ის დისნეილენდში?

4. თომას ანდერსმა Modern Talking–ის დაშლის მიზეზი ახსნა
5. ბელადის მეუღლე, თუ რევოლუციის რუხი კარდინალი. მოწამლა, თუ არა, სტალინმა ლენინის ქვრივი

6. სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი


0
946
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
946
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0