x
მეტი
  • 09.12.2022
  • სტატია:124217
  • ვიდეო:355548
  • სურათი:496971
რატომ უნდოდა ნ. ხრუშჩოვს სიმინდის მთავარ სასოფლო–სამეურნეო კულტურად ქცევა და რატომ არ შეუშვეს ის დისნეილენდში?

ნ. ხრუშჩოვი პირველი საბჭოთა ლიდერი იყო, რომელმაც აშშ–ში გამგზავრება გაბედა. ვიზიტი ზუსტად 13 დღე გაგრძელდა. გენერალური მდივანი იყო ჰოლივუდში, მიღებაზე, რომელსაც მერლინ მონრო და ფრენკ სინატრა ესწრებოდა. ის ერთ ამერიკულ ფერმასაც ეწვია და IBM–ს გენერალურ დირექტორსაც კი შეხვდა. რაზე ოცნებობდა ხრუშჩოვი ამ მოგზაურობის დროს და რატომ არ ეწერა მის ერთ–ერთ ოცნებებს ახდენა, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ:


image


ისტორიული ვიზიტი


საბჭოთა გენერალური მდივნის ამერიკაში ვიზიტი 1959 წ. სექტემბერში შედგა. უფრო ადრე, იმავე წელს, მოსკოვს აშშ–ს ვიცე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი სტუმრობდა, რომელმაც თავაზიანობა გამოიჩინა და საპასუხოდ, ნ. ხრუშჩოვი აშშ–ში დაპატიჟა.
საბჭოთა ლიდერი ამერიკაში 15 სექტემბერს ჩაფრინდა და ის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერის (აშშ–ს 34–ე პრეზიდენტი) სტუმარი გახდა. ხრუშჩოვს ამ ისტორიული ვიზიტის დროს, ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა: მან მოინახულა ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო, აიოვა, პიტსბურგი და ვაშინგტონი.

სსრ კავშირის გენერალურმა მდივანმა ამერიკული პრესის ყურადღებაც მიიქცია... და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ამერიკელები ნამდვილს საბჭოთა ლიდერს პირველად ხედავდნენ საკუთარი თვალით. ნ. ხრუშოვი კი, ყოველივე ამით ღიად ტკბებოდა, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან უყვარდა.


გენერალური მდივნის ოცნება


თავისი ისტორიული ტურის ფარგლებში, რომელიც ცირკს უფრო ჰგავდა, ხრუშჩოვმა მერლინ მონრო, შირლი მაკლეინი და ფრენკ სინატრა გაიცნო. მერლინ მონროსთან შეხვედრამ საბჭოთა ლიდერი აღაფრთოვანა. მაგრამ, მას სანუკვარი ოცნება ჰქონდა – საკუთარი კერპის, ვესტერნების მთავარ გმირის, ჯონ უეინის გაცნობა უნდოდა.


image


გარდა ამისა, საბჭოთა ლიდერს კიდევ ერთი ამერიკული ოცნება ჰქონდა – ძალიან უნდოდა დისლეილენდის დათვალიერება. ერთი შეხედვით, აქ განსაკუთრებული და რთულად შესასრულებელი არაფერი იყო. მაგრამ...

ჯონ უეინი მგზნებარე ანტიკომუნისტი და რესპუბლიკური პარტიის დიდი გულშემატკივარი იყო. მას არ ერიდებოდა იმ კოლეგების მხილება, რომლებიც «წითლებისადმი» სიმპათიებში იყვნენ ეჭვმიტანილნი. ამიტომ, მისი საბჭოთა ლიდერთან შეხვედრაზე დაყოლიება, ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა, ეს მაინც მოხერხდა. ჯონი ნ. ხრუშჩოვს სპეციალურად მისთვის მოწყობილ სადილზე შეხვდა და ისინი ერთმანეთს გაესაუბრნენ კიდეც... განიხილეს, თუ რომელი სასმელი უკეთესი იყო – არაყი, თუ ტეკილა?

რაც შეეხება მეორე ოცნებას, – მას ახდენა არ ეწერა!



რატომ არ შეუშვეს ხრუშვოვი დისნეილენდში?


არც საბჭოთა კოლეგებს და არც ამერიკელებს არ ესმოდათ, ხრუშჩოვის დისნეილენდის მონახულების აკვიატებული აზრის. ცნობილი გასართობი პარკი, ხრუშჩოვის ამერიკაში ვიზიტამდე, რამდენიმე წლით ადრე გაიხსნა. თუმცა, მოკლე ხანში, ის მეტად ცნობილ მსოფლიო ბრენდად იქცა.

ამერიკულმა მხარემ, ხრუშჩოვის პარკში სტუმრობისთვის, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა. თუმცა ბოლოს, მას პარკის დათვალიერებაზე უარი უთხრეს. ოფიციალურად, ამის მიზეზად, უზარმაზარი პარკის ტერიტორიაზე, მისი უსაფრთხოების დაცვის შეუძლებლობა დასახელდა. მაგრამ, არაოფიციალური ვერსიით, ანტიკომუნისტ უოლტ დისნეის არ უნდოდა, რომ «მის» პარკში საბჭოთა ლიდერი შესულიყო.

გენერალურმა მდივანმა დისნეილენდში მისი ჩაშლილი ვიზიტის შესახებ რომ შეიტყო, ისტერიკა დაემართა. მას ამშვიდებდნენ და უხსნიდნენ, რომ მიკი მაუსის, დონალდ დაკის და მათი მეგობრების გამო, არ ღირდა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. მაგრამ, ხრუშჩოვი არ მშვიდდებოდა და ყვიროდა: «მაშინ რა გავაკეთო??? რა ხდება, იქ ქოლერის ეპიდემია ხომ არ არის? თუ ეს ადგილი ხელში განქსტერებმა ჩაიგდეს და ჩემი განადგურება უნდათ?».

ხრუშჩოვი განრისხებული იყო. დაიმუქრა კიდეც, რომ ვიზიტს შეწყვეტდა და სსრ კავშირში დაბრუნდებოდა. თუმცა, ხანგრძლივი ახსნა–განმარტების შემდეგ, იმის თაობაზე, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იყო, ის დამშვიდდა და ბედს შეეგუა.

მან ოცნების ასრულება სამშობლოში გადაწყვიტა – მსგავსი პარკის შექმნა სსრ კავშირში გადაწყვიტა. თუმცა, პროექტი ქაღალდზე დარჩა, – ხრუშჩოვი გადააყენეს და არც მის ამ ოცნებას ეწერა ასრულება...


რატომ სიმინდი?


ნიკიტა ხრუშჩოვმა, ვიზიტის ფარგლებში, IBM–ს (International Business Machines Corporation – კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია) შტაბ-ბინაც მოინახულა და მის გენერალურ დირექტორს თომას უოტსონს (Thomas John Watson) შეხვდა. თუმცა, საბჭოთა ლიდერი კომპიუტერებით არ დაინტერესებულა. მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება თვითმომსახურების ყავის აპარატმა მოახდინა და მოგვიანებით, მან მისი დანერგვა სსრ კავშირშიც მოახდინა.

მოკლედ რომ ვთქვათ, საბჭოთა ლიდერი, ყველაფრის სსრ კავშირში გადმტანას ცდილობდა, რაც ამერიკაში მოეწონა და რასაც მისი გონება გასწვდა. სოფლის მეურნეობის აყვავების იდეაც, მას სწორედ აშშ–ში გაუჩნდა, როდესაც ის აიოველ ფერმერს როზველ გარსტს სტუმრობდა. ეს უკანასკნელი, სიმინდის ჰიბრიდული თესლის წარმოებით იყო ცნობილი და ამ კულტურისთვის, ესოდენ დიდი ყურადღება მიექცია, საბჭოთა ლიდერს სწორედ მან შთააგონა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ხრუშოვმა სიმინდის დათესვის ორგანიზება ქვეყნის ყველა მსხვლ მეურნეობაში მოახდინა. ხოლო, როზველ გარსტი, ხრუშჩოვის მოწვევით, სსრ კავშირს არაერთხელ ესტუმრა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ბრინჯაოს ხანის კატაკლიზმები. რატომ გაქრა ტროა, მიკენე და სხვა ლეგენდარული ქალაქები
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ
3. როგორ ააყვავა და გაანადგურა ერთმა კაშხალმა დიდებული იმპერია და «საკმეველის გზა»
4. თომას ანდერსმა Modern Talking–ის დაშლის მიზეზი ახსნა
5. ბელადის მეუღლე, თუ რევოლუციის რუხი კარდინალი. მოწამლა, თუ არა, სტალინმა ლენინის ქვრივი

6. სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი

2
936
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
936
  
2021, 3 ივნისი, 14:49
საინტერესოა, რატომ? ალბათ, ყავა იყო უგემური :) ისე, წარმოიდგინე, ეს ,,კორონა" მაშინ რომ ყოფილიყო... მარტო წყლით ,,გამოახაჩხაჩებდი" ჭიქას და მორჩა :)
2021, 3 ივნისი, 10:57
როგორც კი ჩამოვიდა..ეგრევ დააავალა ადგილობრივ ქარხნებს..დამზადებინათ თვითმოსახურების აპარატები,რომელიც ამერიკაში ნახა....თუმცა საბჭოთა კავშირში მარტო გაზიანი წყლის აპარატმმა მოიპოვა პოპულარობა..დანარჩენების მალევე დემონტაჟი მოხდა
0 1 2