სხვა უთავო მამალ მაიკის (1945 წლის აპრილი-1947 წლის მარტი) დაუჯერებელი ისტორია 2021, 8 ივნისი, 14:44 უთავო მამალი მაიკი, ასევე, ცნობილია, როგორც "სასწაული მაიკი" (1945 წლის აპრილი - 1947 წლის მარტი. ის იყო ვიანდოტის ჯიშის მამალი, რომელიც ცნობილი გახდა იმის გამო, რომ კოლორადოს ფერმაში უთავოდ 18 თვის განმავლობაში იცოცხლა. მას თავი თითქმის ბოლომდე მოკვეთეს. მაიკი ცნობილი გახდა ამ ფაქტის დაფიქსირებისთანავე, თავისმა პატრონმა მიიყვანა იუტას შტატის, სოლტ-ლეიკ-სიტის უნივერსიტეტში, რათა მეცნიერებს დაერეგისტრირებინათ ეს შემთხვევა, რაც ბევრს მისტიფიკაციად ეჩვენებოდა. 1945 წლის 10 სექტემბერს ფერმერმა ლოიდ ოლსენმა, კოლორადოს შტატის ქალაქ ფრუტიდან (აშშ) ეზოს მიაშურა, რათა ცოლის თხოვნით, ქათამი დაეკლა ვახშმისათვის. მამაკაცმა შეარჩია 5, 5 თვის მამალი, სახელად მაიკი. ნაჯახი მოუქნია ვენაში გვერდულად, რისი წყალობითაც 1 ყური და თავის ტვინის დიდი ნაწილი შეინარჩუნა. ოლსენის წარუმატებელი მცდელობით მიყენებული ზიანის მიუხედავად, მაიკი ინარჩუნებდა წონასწორობას სიარულისას, გაქცევა და ყვირილიც კი სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მაიკი ცეკვავს
ოლსენმა რომ დაინახა, რომ მამალი ცოცხალი იყო, გადაწყვიტა, მასზე ეზრუნა. აწვდიდა მას რძესა და წყალს სპეციალური საწრუპი მილის საშუალებით და აჭმევდა სიმინდის წვრილად დაფქულ მარცვლებს. მაიკი დგას გაზონის სათიბზე
იწყება მაიკის კარიერა. მისი ფოტოები ქვეყნდება სხვადასხვა ცნობილ გამოცემაში, მათ შორის "თაიმ ენდ ლაიფ"-შიც. საზოგადოებრივ გამოფენაზე მაიკის დათვალიერება ღირდა 25 ცენტი. პოპულარობის პიკი იყო, როცა მაიკის შემოსავალმა თვეში 4500 დოლარს მიაღწია (2010 წლის ფასებით 48 000 აშშ დოლარი). ის შეფასდა 10 000 დოლარად. ოლსენი ცნობილი გახდა ქათმების თავის მოკვეთით, მაგრამ, განსხვავებით მაიკისაგან, სხვა ქათმებმა უთავოდ 1-2 დღეც კი ვერ იცოცხლეს. 1947 წლის მარტში მაიკი შეაწუხა სუნთქვის უკმარისობამ, იხრჩობოდა ფენიქსის სასტუმროში შუაღამისას. ეს მოხდა იმის გამო, რომ ოლსენებს წინა დღეს შპრიცი და საკვები სხვაგან დარჩათ. მაიკის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითონ ლოიდი იძახოდა, რომ მამალი გაყიდა. სხვები ამბობდნენ, რომ ტრაქეის გახეთქვის გამო მამალი ვერ იღებდა საკმარის ჰაერს სუნთქვისათვის და დაიხრჩო. მაიკის ჩემოდანი საკვებითა და შესაბამისი აქსესუარებით, პიპეტით (წვრილი მილი) როგორც ირკვევა, თავის დროზე მაიკი ოლსენის ნაჯახს გადაურჩა იმის გამო, რომ საძილე არტერია ბოლმდე არ დაზიანებულა და თრომბები არ აძლევდა სისხლდენისაგან დაღუპვის საშუალებას. მაიკის კვება
მაიკი - უთავო ქათამი მიიჩნევა თავისი კუთხის, შტატ კოლორადოს, კერძოდ, კი ფრუტის სიმბოლოდ. აქ ყოველწლიურად ტარდება "მაიკის, უთავო ქათმის დღე", მაისის მესამე შაბათს, 1999 წლიდან მოყოლებული. ზეიმი გამოიხატება კვერცხის სროლითა და სხვა თამაშებით. პრომოუტერი ჰოუპ უეიდი მაიკთან ერთად, მამლის თავით ხელში ზოგი იძახოდა, რომ მაიკის თავი ოლსენის კატამ შეჭამა და ეს თავი სხვა მამლისაა. 182 1-ს მოსწონს
|