x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბაია დვალიშვილი მურმან ჯინორიასთან ქორწინებას სულელურს და არასწორს უწოდებს
image


ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბაია დვალიშვილი ფართო საზოგადოებამ „ნელიკოს“, თინას დედის ამპლუაში გაიცნო. თბილი, მზრუნველი ქალი ყველას შეუყვარდა, თუმცა ბევრმა არ იცოდა, რომ ის რეჟისორ აკაკი დვალიშვილისა და მსახიობ მარინე თბილელის შვილია. კლიშეა, მაგრამ მაინც გეტყვით - ეს მას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებდა.


ბაიას, ნაცვლად მისი მშობლები წყვეტდნენ, რა უნდა ეკეთებინა მას, ხშირად საკუთარი სურვილების გამხელასაც კი ვერ ბედავდა. როგორც ბაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა მისი პროფესია შემთხვევითობამ განაპირობა...

.


17 წლის ასაკში ბაიამ, მსახიობ მურმან ჯინორიასთან ერთად შექმნა ოჯახი. ნაადრევ ასაკში ქორწინებას ბაია არასწორს საქციელს უწოდებს.

.

„იმდენად ძველი ამბავია, რომ აღარც კი მახსოვს. გასაკვირი არაა ალბათ, რომ ამ ამბავს ყველა უარყოფითად შეხვდა და ალბათ მართლებიც იყვნენ, რადგან სულელური ნაბიჯი გადავდგი და შედეგიც მალე დავინახე, წელიწად-ნახევარში დაინგრა ჩვენი ურთიერთობა. იმდენად დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი, რომ საუბრისას ჩემში ემოციასაც კი არ აღძრავს, ეს იყო გატაცება და მეტი არაფერი. ზოგადად, ამ ასაკში ოჯახები გატაცებით იქმნება.“

.

ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ მსხიობი დიდი ხნის განმავლობაში მარტო იყო. შემდეგ კი ოჯახი რეზო ხატისკაცთან შექმნა. დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდა შვილი. დედობა გვიან ასაკში ეწვია. ახლა ბაიას, ერთი გოოგნას, მაკრინე ხატისკაცის დედაა. ამბობს, რომ მაკრინე მას არ ჰგავს. მასავით მორიდებული და დაკომპლექსებული არ არის.

.

.

„ოჯახის სიმყარე დაფუძნებულია ანგარიშგაწევაზე, კომპრომისზე, რაღაცაზე თვალის დახუჭვაზე და ბევრ სხვა საკითხზე. თანაცხოვრება ძალიან რთულია არა მარტო ქმართან, არამედ მეგობრებთანაც, რეჟისორთან, სამხატვრო ხელმძღვანელთან და ა.შ. არ უნდა მოსთხოვო ძალიან ბევრი ადამიანს და ისე არ უნდა მოიქცე, როგორც არ გინდა, რომ მოგექცნენ. ეს ყველაფერი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე როლის შესრულება.

რაც შეეხება ჩემ შვილს, მაკრინეს, ის ჯერ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ვთქვა, როგორი ვარ მის მიმართ. მინდა, სიყვარულში გაიზარდოს და სიყვარულით სავსე გული ჰქონდეს. როგორც დედა იყო ჩემს მიმართ ისეთი არ მინდა რო ვიყო მისდამი, მინდ აუფრო ლაღი და თამამი იყოს“, - ამბობს ბაია დვალიშვილი.

0
2353
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
2353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0